ანალიზი

მსოფლიო ბიოლოგიური მეცნიერებების დარგის განვითარების პერსპექტივები 2015 წლისთვის


ცვალებად გარემოში ადაპტაცია

ხანდაზმული მოსახლეობა, ქრონიკული/ცხოვრების წესთან დაკავშირებული დაავადებები, განვითარებადი ბაზრის გაფართოება, მკურნალობისა და ტექნოლოგიების განვითარება ხელს შეუწყობს ბიოლოგიური მეცნიერებების სექტორის ზრდას 2015 წელს. თუმცა მთავრობების, ჯანდაცვის პროვაიდერებისა და სამედიცინო დაზღვევის პროგრამების ძალისხმევა ხარჯების შემცირებისა და სამედიცინო დახმარების ხარისხის ეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვნად ცვლის ჯანდაცვის მომსახურებაზე მოთხოვნას და მისი მიწოდების მასშტაბს. აშკარაა, რომ მსოფლიო ბიოლოგიურ მეცნიერებათა სექტორი მნიშვნელოვანი გარდაქმნების ეპოქაში იმყოფება.

ანგარიში ასახავს მსოფლიო ბიოლოგიური მეცნიერებების სექტორის უმნიშვნელოვანეს საკითხებს და სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში განხორციელებულ საქმიანობებს და სთავაზობს რჩევებს კომპანიებს, რომლებიც გეგმავენ შემოსავლისა და საბაზრო წილის გაზრდას 2015 წელს და შემდგომ პერიოდში.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა სექტორის უმნიშვნელოვანესი საკითხები 2015 წლისთვის

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დარგში მუდმივად ახალი პროდუქციის დანერგვის ფაქტორი განაპირობებს, რომ აღნიშნული დარგის წარმომადგენლები ირჩევენ სტრატეგიული დაგეგმარების, პორტფოლიოს მართვისა და ბაზრის გაფართოების გრძელვადიან მიდგომებს. თუმცა ორგანიზაციები ასევე უნდა მოემზადონ და გამოეხმაურონ მოკლევადიან გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. 2015 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემდეგ ოთხ ძირითად მიმართულებას: ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და განვითარების შესაძლებლობების ძიება; ცვალებად მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაცია და რისკების შემცირება; სააქციო ღირებულების შენარჩუნება და გაზრდა; ახალი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის მომზადება. გამოწვევები და შესაძლებლობები შეიძლება იყოს როგორც გლობალური, ასევე სპეციფიკური ხასიათის. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ტენდენციებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის მომზადებული  რეკომენდაციების დეტალური აღწერა. 

Innovation

ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და განვითარების შესაძლებლობების ძიება

ბიოლოგიური მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სექტორის კომპანიები განაგრძობენ შერწყმისა და შესყიდვის შესაძლებლობების განხილვას, ეძიებენ რა ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და განვითარების შესაძლებლობებს და ასევე კვლევისა და განვითარების პროცესის წარმოების ეფექტურობის დანაკარგების კომპენსაციას. პარტნიორობისა და არაფორმალური თანამშრომლობის ჩამოყალიბება ასევე დიდ მნიშვნელობას შეიძენს კომპანიებისთვის სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირების, სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებისა და წინა ინვესტიციებიდან სარგებლის მიღების ფონზე. ახალი სადაზღვევო და ანაზღაურების  მოდელები, სამომხმარებლო სეგმენტის სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლების სწრაფი ცვლილება და ტექნოლოგიური ინოვაციების აქტიური გამოყენება განაპირობებს შერწყმისა და შესყიდვების გარიგებების ბაზრის გაფართოებას.

Innovation

ცვალებად მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაცია და რისკების შემცირება

დღესდღეობით მარეგულირებელ-ნორმატიული ხასიათის მთავარი პრობლემები, რომლებსაც მსოფლიოს ბიოლოგიური მეცნირებების სექტორის კომპანიები აწყდებიან, არის შემდეგი: პროდუქციის უსაფრთხოება, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების დარღვევა, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგული პრაქტიკა და კორუფცია; აღნიშნული ნორმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმები (რომელთა სიდიდე და მნიშვნელობა მუდმივად იზრდება), პროდუქციის დაბრუნება, უარყოფითი გაშუქება მედიაში, ბრენდის რეპუტაციის შელახვა და შემოსავლის/საბაზრო წილის დაკარგვა. აღნიშნულ გარემოებაზე გავლენას ახდენენ ასევე ისთი ფაქტორები, როგორიცაა; ცვლილებების სიხშირე, შემოწმებების სიხშირე, რისკის მონიტორინგის უფრო ეფექტური ტექნიკების გამოყენება და სააგენტოებსა და რეგიონებს შორის საქმიანობის კოორდინაცია. იმდენად რამდენადაც მარეგულირებელი გარემო მუდმივად რთულდება, ბიოლოგიური მეცნიერებების დარგის კომპანიები უნდა პასუხობდნენ მათ საქმიანობასთან (კომერციული საქმიანობა, კვლევა და განვითარება და მიწოდების ჯაჭვი) დაკავშირებულ მარეგულირებელ მოთხოვნებს.

Innovation

სააქციო ღირებულების შენარჩუნება და გაზრდა

საერთაშორისო ბიოლოგიური მეცნიერებების სექტორის კომპანიები აწყდებიან ისეთ სირთულეებს, როგორიცაა: ფასსწარმოქმნის ზეწოლა, საერთო კონკურენცია, საზღვრების შევიწროება, უწყვეტი მომარაგების პრობლემები და ნორმატიული შეზღუდვები, რომელთაგან თითოეულს შეუძლია შეაფერხოს შემოსავლების ზრდა. ამასთანავე, კვლევისა და განვითარების ხარჯების, მარკეტინგისა და გაყიდვების და ზოგადი საოპერაციო ხარჯების ზრდას შეუძლია შეამციროს საერთო მოგება. კომპანიებმა კი უნდა მოახერხონ სააქციო ღირებულების შენარჩუნება და გაზრდა.  

საბედნიეროდ, კვლევისა და განვითარების პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ახალ მოლეკულურ ერთეულებზე გაცემული თანხმობის რაოდენობის ზრდა და პროდუქციის მოძრაობის გაფართოება - მიმდინარე დანახარჯების ეკონომიასთან ერთად - მიანიშნებს საბაზისო მაჩვენებლების კორექტირებასა და სააქციო ღირებულების ზრდაზე. საოპერაციო საქმიანობის გამჭვირვალობა, რისკების მართვა და ფინანსური და ანგარიშგების პროცესების ოპტიმიზაცია ხელს უწყობს აქციონერთა ნდობის გაძლიერებას. ამასთანავე, სააქციო ღირებულების გაზრდისთვის აუცილებელია გაყიდვების, მარკეტინგის და ადგილობრივ ბაზარზე გასვლის ხარჯების ოპტიმიზაცია. გასათვალისწინებელია ასევე  გარე და შიდა ფაქტორების გავლენაც, როგორიცაა: ფასების კონტროლი და ხელმისაწვდომობა, გენერიკები და უწყვეტი მომარაგების ეფექტურობა.

Innovation

ახალი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის მომზადება

ბიოლოგიური მეცნიერებების სფეროს კომპანიები აგრეთვე ახდენენ ბიზნეს მოდელის ადაპტირებას მათ წინაშე მდგარი ახალი შესაძლებლობების მიხედვით. ხარჯების კონტროლის ძალისხმევას მივყავართ სამედიცინო მომსახურების გაწევამდე ღირებულებაზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ასევე კონკრეტული წამლის საბაზრო წილის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი შედარებითი ეფექტურობის კვლევა. ბიოლოგიური მეცნიერებების სფეროს კომპანიებს დასჭირდებათ მკურნალობის დადებითი შედეგების მტკიცებულებების წარმოდგენა სადაზღვევო პროგრამებიდან გამორიცხვის და გაყიდვების შემცირების თავიდან აცილების მიზნით.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა მომხმარებლების სეგმენტის მრავალფეროვნების გამო მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უნივერსალური „შაბლონების“ გამოყენება უფრო და უფრო არაეფექტური ხდება მოხმარების ახალი მოდელებისა და  კლიენტების მოთხოვნილებების მუდმივად ცვალებადი სპეციფიკის ფონზე. დაინტერესებული მხარეების ფუნქციებისა და გავლენის ხარისხის ცვლილება მოითხოვს მრავალფუნქციური, ერთიანი სამომხმარებლო მოდელის შემუშავებას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირზე.  

ბიზნეს მოდელების ადაპტაციაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: პერსონალური მედიცინა, ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენება ჯანდაცვის მომსახურების დროს, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიების შემუშავება და განვითარებად ბაზრებზე გაფართოება. აღნიშნული ფაქტორები ქმნიან ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ ადაპტირებას მუდმივად ცვალებადი ბაზრის საჭიროებებთან.

Innovation

2015 წლის გლობალური ბიოლოგიური მეცნიერებების დარგის პერსპექტივები

გამოიყენეთ შავ პანელზე გამოსახული ისრები გამოსახულების სრულად გასაფართოებლად ან გამოიყენეთ ჩამოტვირთვის ღილაკი მარცხნივ.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?