Lab technician

სტატია

2013 წლის ინდუსტრიული მრეწველობის კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგი

კვლევის შედეგების დეტალური ანალიზი

დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედის გლობალური ინდუსტრიული მრეწველობის ჯგუფისა და აშშ-ს კონკურენტუნარიანობის საბჭოს 2013 წლის ინდუსტრიული მრეწველობის კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგის ანგარიშის თანახმად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მე-20 საუკუნის ინდუსტრიული მრეწველობის გიგანტებს, როგორიცაა: აშშ, გერმანია და იაპონია მოუწევთ შეინარჩუნონ უპირატესობა ისეთ განვითარებად ერებთან მიმართებაში, როგორიცაა: ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია.

ანგარიში ცხადყოფს, რომ ინდუსტრული მრეწველობის დარგში კონკურენცია იზრდება ძალაუფლების მასობრივი ცვლის ფონზე: ეს მონაცემები კი ეფუძნება მსოფლიო ინდუსტრიული მრეწველობის კომპანიების 550 ხელმძღვანელის გამოკითხვას.

2013 წლის ინდუსტრიული მრეწველობის კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგის თანახმად ჩინეთი წარმოადგენს ყველაზე კონკურენტუნარიან ერს ამჟამად და შეინარჩუნებს ამავე პოზიციას 5 წლის შემდგომ პერიოდშიც. გერმანია და აშშ შედიან ინდუსტრიული მრეწველობის სამეულში, თუმცა კვლევის თანახმად, ხუთი წლის შემდეგ ისინი ამ პოზიციებს დაკარგავენ; გერმანია გადაინაცვლებს მეოთხე ადგილზე, ხოლო აშშ მეხუთეზე და ადგილს კორეას დაუთმობენ. ორი განვითარებული ქვეყანა, რომლებიც ამჟამად ათეულში შედიან, ასევე დაკარგავენ პოზიციას 5 წელიწადში: კანადა მეშვიდედან მერვე ადგილზე გადაინაცვლებს, იაპონია კი ათეულს დატოვებს და მე-12 ადგილზე გადაინაცვლებს.

2013 წლის მსოფლიო ინდუსტრიული მრეწველობის კონკურენტუნარიანობა

კვლევამ აჩვენა, რომ ნიჭიერი თანამშრომლები ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, შემდეგ კი დგანან ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ვაჭრობა, ფინანსური და საგადასახადო სისტემა, სამუშაო ძალის და ნედლეულის ღირებულება. ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება რჩება კონკურენტუანარიანობის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად ინდუსტრიული მრეწველობის ლიდერებისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ინდუსტრიული მრეწველობა კვლავაც დიდ მნიშვნელობას ინარჩუნებს XX საუკუნის მსოფლიოს გიგანტი ქვეყნებისთვის ეკონომიკური განვითარების კუთხით და ეს ქვეყნები კვლავაც აქტიურად ცდილობენ კონკურენტების დაძლევას. 

2010 წლის კვლევის თანახმად მსოფლიო ეკონომიკურ არენაზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან

2010 წლის ინდუსტრიული მრეწველობის კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგში ლიდერების ახალი ჯგუფი შეინიშნება, მათ შორის: მექსიკა, პოლონეთი და ტაილანდი - ქვეყნები, რომლებიც ნაკლებად განიხილებოდნენ ისეთი სტაბილური და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: ბრაზილია და რუსეთი. აზიის გიგანტი ქვეყნები - ჩინეთი, ინდოეთი და კორეის რესპუბლიკა - მომდევნო 5 წლის მანძილზეც შეინარჩუნებენ მოწინავე პოზიციებს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ისეთი ქვეყნები კი როგორიცაა: აშშ, იაპონია და გერმანია, რომლებიც ამჟამად ინარჩუნებენ ლიდერის პოზიციას ინდუსტრიულ მრეწველობაში, ნაკლებად კონკურენტუნარიანები იქმნებიან მომდევნო 5 წელიწადში.

კონკურენციის დასუსტება აზიაში და გაძლიერება აშშ-სა და ევროპაში

ანგარიშის თანახმად სახელმწიფოს მიერ კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის აღქმა გეოგრაფიული არეალის მიხედვით განსხვავდება. რესპონდენტების უმრავლესობა ჩინეთში მიიჩნევს, რომ მთავრობა ასუსტებს კონკურენციას, მაშინ როცა ევროპაში და აშშ-ში, რესპონდენტების 70% მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერას სასარგებლო შედეგები მოაქვს. 

2010 წლის კვლევის თანახმად მსოფლიო ეკონომიკურ არენაზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?