არსში წვდომა

საკონსულტაციო მომსახურება ფინანსური დირექტორებისთვის

დღევანდელ დღეს ფინანსური დირექტორები საჭიროებენ სიღრმისეულ ცოდნას ოთხი ძირითადი მიმართულებით, ესენია: სტრატეგიის პრინციპების შემუშავება, შიდა კონტროლის სისტემები, საოპერაციო მმართველობა და ინოვაციები.

ჩვენი მომსახურებები მოიცავს ფინანსური დირექტორებისა და ფინანსური ფუნქციების ყველა კომპეტენციას, დაწყებული ფინანსური ფუნქციის სამიზნე ოპერაციული მოდელისა და მეთოდოლოგიური სტრუქტურის შემუშავებით, პროცესის ოპტიმიზაციითა და კომპანიის არსებულ პრაქტიკაში ცვლილებების განხორციელებით დამთავრებული.

ჩვენი პროფესიონალები მზად არიან დაგეხმარონ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში ფინანსური მენეჯმენტის დარგში:

  • როგორ შევამციროთ საოპერაციო ხარჯები
  • როგორ მოვახდინოთ სამუშაო საბრუნავი კაპიტალის მართვის ოპტიმიზაცია
  • როგორ შევქმნათ ფინანსური ფუნქციის მომსახურების საერთო ცენტრი
  • როგორ ვუზრუნველყოთ ხელმძღვანელობა უახლესი ანგარიშებით გადაწყვეტილებების მისაღებად
  • როგორ დავაკავშიროთ თანამშრომლების მოტივაცია კორპორატიულ სტრატეგიულ მიზნებთან
  • როგორ განვახორციელოთ ფინანსური ფუნქციის რეორგანიზაცია მისი ეფექტურობის გაზრდისთვის
  • როგორ შევამციროთ ფინანსური და მმართველობითი ანგარიშების მოსამზადებლად საჭირო დრო
CFO Services. Advisory Services for Financial Managers
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები