Services for sports organizations

გადაწყვეტილება

Services for sports organizations

გასული 15 წლის განმავლობაში დელოიტმა ჩამოაყალიბა კონსულტანტებისა და ექსპერტების ძლიერი საერთაშორისო გუნდი, რომელიც მომსახურებას უწევს სპორტის სექტორის კომპანიებს და ისეთი ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტებს, როგორიცაა: ფიფა, NHL, ოლიმპიური თამაშები, ფორმულა 1 და სხვა.

დელოიტი კარგადაა ცნობილი მსოფლიო სპორტის ინდუსტრიის დარგში. ჩვენ გამოვცემთ ყოველწლიურ ანგარიშებს, სპეციალიზირებულ კვლევებს და ასევე ვტავაზობთ მომსახურებას სპორტულ ორგანიზაციებს, ლიგებსა და კლუბებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნული სექტორის სპეციფიკის ღრმა ცოდნა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ პროექტები შემდეგ სფეროებში:

  • სტრატეგიული ბიზნეს გეგმის შემუშავება, მათ შორის სპორტული ღონისძიებების ეკონომიკური და სოციალური გავლენის შეფასება
  • სტრატეგიების შემუშავება სპორტული ღონისძიებების ჩატარების ფარგლებში (მიღებების ორგანიზება, შეთავაზების სტრუქტურის ოპტიმიზაცია და ბილეთების ღირებულების ანალიზი, ღონისძიების ჩატარების ადგილის შემდგომი გამოყენება და სხვა)
  • საორგანიზაციო კომიტეტების მხარდაჭერა სპორტული ღონისძიებების დაგეგმვის, ორგანიზების და ჩატარების კუთხით
  • ბენჩმარკინგი და სპორტული ღონისძიებების მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა
  • დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და კონტროლის სისტემების უზრუნველყოფა სპორტული ღონისძიებების ფარგლებში
  • კონსულტაცია სპორტული ობიექტების კაპიტალური მშენებლობის პროექტების მართვის საკითხებში