პერსპექტივები

Technology Breakfast 2015: თანამედროვე ტექნოლოგიები დიდ სამშენებლო პროექტებში 


ყოველწლიური ბიზნეს საუზმე

18 თებერვალი, 2015

დელოიტ დსთ მოხარულია მოგიწვიოთ ბიზნეს საუზმეზე: თანამედროვე ტექნოლოგიები დიდ სამშენებლო პროექტებში. ღონისძიება ჩატარდება 2015 წლის 18 თებერვალს, დელოიტ დსთ-ს მოსკოვის ოფისში.

სტუმრები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას პროექტირების, ხარისხისა და მშენებლობის მართვაში სპეციფიკური პროექტების მაგალითზე დაყრდნობით და განიხილავენ არსებულ პრობლემებსა და გონიერი მოდელირების უპირატესობებს.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და მონაწილეებს გაუზიარონ გამოცდილება შემდეგ სფეროებში:

  • თანამედროვე ტექნოლოგიები პროექტირების განვითარებისთვის;
  • ეფექტური ტექნოლოგიები პროექტის მართვასა და ხარჯების კონტროლში;
  • უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიები.

დისკუსია ფოკუსირებული იქნება მოწვეული სტუმრების რეალურ გამოცდილებაზე, რომლებმაც განახორციელეს მოწინავე ტექნოლოგიების პროექტები ნავთობისა და გაზის სექტორში, ქარხნებისა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით და ასევე ფართომასშტაბიანი სამრეწველო პროექტები რუსეთისა და დსთ-ს რეგიონში.

ღონისძიებაზე, თქვენ საშუალება გექნებათ განიხილოთ თქვენი ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები და გაუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს.  

დღის წესრიგი

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა რაც შეიძლება მალე. მრგვალი მაგიდა გაიმართება რუსულ და ინგლისურ ენებზე. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ვუზრუნველყოთ თარგმანი.  თარგმნის საჭიროება გთხოვთ  მიგვითითოთ  სარეგისტრაციო ფორმაში.  

მონაწილეობის საფასური

ღონისძიება გაიმართება 2015 წლის 18 თებერვალს,  10:00 - 13:10 სთ-ზე მოსკოვის დროით.

რეგისტრაცია დაიწყება 9:30 სთ-ზე.

ღონისძიება გაიმართება ქალაქ მოსკოვში, ლესნაიას ქუჩა N5, შენობა B, თეთრი მოედნის ბიზნეს ცენტრის მე -2 სართულზე, პარიზის საკონფერენციო ოთახი.

თარიღი და ადგილმდებარეობა

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი  მონაწილეობა ჩვენი საიტის მეშვეობით 2015 წლის 13 თებერვლამდე. რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით  ვერა ივაშინას.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?