მომსახურება

ფინანსური კონსულტაცია უძრავი ქონების დარგში

გარიგებების წარმოებაში მხარდაჭერა

გარიგებების წარმოებაში მხარდაჭერა

ჩვენი გარიგებების მხარდაჭერის გუნდი უძრავი ქონების დარგში სამიზნე კომპანიებისთვის ახორციელებს შემდეგ მომსახურებებს:  საოპერაციო მაჩვენებლების, ფულადი ნაკადების, დავალიანების დონისა და ძირითადი კონტრაქტების შემოწმება. საქართველოს ბაზრის განვითარებასთან ერთად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები სულ უფრო რთული ხდება და იზრდება „დასრულების ანგარიშის“ მექანიზმების გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შედგენაში და დასრულების ანგარიშების გადახედვაში, გარიგებებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით.

შეკითხვა:  უძრავი ქონების დარგში მომუშავე ქართული კომპანიების მიერ მომზადებულ ფინანსური ინფორმაციის რომელ წყაროებს შეიძლება დაეყრდნო, როდესაც გინდა ინვესტირების განხორციელება? 

პასუხი: საქართველოს ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები ყოველთვის არ გვაძლევს რეალურ მონაცემებს სამიზნე კომპანიის ფინანსური პოზიციისა და მდგომარეობის შესახებ იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი ოპერაცია არ აისახება ან აისახება არასწორად (მაგ: გარიგებები დაკავშირებულ მხარეებთან, საგადასახადო ოპტიმიზაციის სქემები, მომსახურებები, მართვა, ფასილიტაცია და სხვა მსგავსი ოპერაციები).

გადაწყვეტილება: დელოიტ დსთ-ს შეუძლია მოამზადოს კორექტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც ასახავს სამიზნე კომპანიის რეალურ ფინანსურ მაჩვენებლებს (ფასს-თან შესაბამისობაში) და ფინანსურ მდგომარეობას.  

შეკითხვა: რომელი აღურიცხავი ვალდებულებები შეიძლება არსებობდეს ქართულ კომპანიებში, უძრავი ქონების ბიზნესში?

პასუხი: უძრავი ქონების დარგში მომუშავე ქართულ კომპანიებს აქვთ მნიშვნელოვანი პირობითი ვალდებულებები და სხვა აღურიცხავი პასუხისმგებლობები  (მაგ.: ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უფასო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა,  სავალდებულო კაპიტალის ხარჯები, არენდის გრძელვადიანი ვალდებულება, კონტრაქტების შეკავება, სასამართლო დავები, და ა.შ.).

გადაწყვეტილება:  დელოიტ დსთ-ს შეუძლია გამოავლინოს ყველა პოტენციური აღურიცხავი ვალდებულება და შეაფასოს სამიზნე კომპანიის წმინდა ვალის ოდენობა.

პრობლემა: როგორ შეიძლება იქნას დაფარული ფინანსური რისკები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების დროს?

პასუხი: ეს მიიღწევა შესაბამისი ფასის მექანიზმების შექმნის გზით, საკმარისი გარანტიებისა და ვალდებულებების არსებობით, საბოლოო ანგარიშგებისა და საბოლოო კორექტირებული ფასების დეტალური აღწერით.

გადაწყვეტილება: დელოიტ დსთ გთავაზობთ მხარდაჭერას ყიდვა-გაყიდვის გარიგებების განხორციელებისას ფინანსური კუთხით. თქვენთან  და თქვენ იურიდიულ მრჩევლებთან ერთად, ჩვენ შევიმუშავებთ ყველაზე შესაფერის ფინანსურ გადაწყვეტილებებს, მონაწილეობას მივიღებთ მოლაპარაკებებში გამყიდველ მხარესთან და შევამოწმებთ საბოლოო ანგარიშს.

უძრავი ქონების შეფასება

დელოიტის უძრავი ქონების შეფასების ჯგუფი გთავაზობთ მომსახურებების ფართო სპექტრს აღნიშნულ დარგში - დაწყებული დიდი და დივერსიფიცირებული ქონების შეფასებით დამთავრებული უძრავი ქონების ერთი ერთეულის ანალიზით. ამასთანავე, ჩვენი ჯგუფი დაკავებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისა და საინვესტიციო მემორანდუმების მომზადებით, ფინანსური მოდელირებითა და ბაზრის კვლევებით.

სხვა პროფესიული მომსახურების კომპანიებისგან ჩვენ განგვასხვავებს შემდეგი ძირითადი უპირატესობები:

  • ბაზრის ცოდნა და უნიკალური პროფესიული გამოცდილება
  • ფინანსური მოდელირების ყოვლისმომცველი ინსტრუმენტების ფლობა დეველოპერული პროექტებისა და საექსპლუატაციო უძრავი ქონებისთვის
  • გრძელვადიანი ურთიერთობები მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც გვეხმარება ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში ფონდების მოძიების დროს

დაბრუნება - უძრავი ქონება