Tax and legal in Real Estate

არსში წვდომა

საგადასახადო და იურიდიული კონსულტაცია უძრავი ქონების დარგში

შეკითხვა: იურიდიული პირის რა ფორმა უნდა ავირჩიოთ როდესაც გავდივართ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?

პასუხი:  ქართული ან უცხოური იურიდიული პირი (წარმომადგენლობით ან წარმომადგენლობის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე),თქვენი ბიზნესის თავისებურებებიდან გამომდინარე.

გადაწყვეტილება: დელოიტ დსთ-ს შეუძლია განახორციელოს იურიდიული პირის ფორმის არჩევის ანალიზი და შემოგთავაზოთ კომპეტენტური რჩევა თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე შესაფარისი ვარიანტის შესახებ საქართველოში.

საწყისი ეტაპი:

შექმნა და შეძენა

შეკითხვა: როგორ განვახორციელოთ უძრავი ქონების ბიზნესის დაფინანსება საქართველოში? რა შედეგები მოყვება საგადასახადო კუთხით?

პასუხი:  არსებობს რამდენიმე ვარიანტი. თითოეული მათგანი გარკვეული საგადასახადო რისკების მატარებელია, რამაც შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს თქვენს ბიზნესზე გარკვეულ გარემოებებში.  

გადაწყვეტილება:  დელოიტ დსთ გთავაზობთ  მომსახურებას საგადასახადო კუთხით ეფექტური  ფინანსური სტრუქტურების შემუშავების მიმართულებით, რომლებიც მორგებული არიან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე.  ამასთან ჩვენ ყოველთვის ვუზრუნველყოფთ კომპლექსური რეკომენდაციების მიწოდებას შესაძლო საგადასახადო რისკების შემცირების მიზნით.

შეკითხვა: რა გადასახადები გამოიყენება საქართველოს  უძრავი ქონების სექტორში მომუშავე კომპანიებთან მიმართებაში?

პასუხი:  სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, თქვენი კომპანიის ბიზნეს ოპერაციები შეიძლება დაიბეგროს შემდეგი გადასახადებით: მოგების გადასახადი, დღგ, ქონების ან მიწის გადასახადი.

გადაწყვეტილება: დელოიტ დსთ მოახდენს თქვენი ბიზნესისთვის გადასახადების ოპტიმიზაციის მეთოდების იდენტიფიცირებას (მაგ: ბიზნესის ეფექტური საგადასახადო სტრუქტურის შექმნა, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა) და გაგიწევთ კონსულტაციას თუ როგორ ისარგებლოთ არსებული უპირატესობებით.

საოპერაციო მომსახურებები

  • საგადასახადო მოთხოვნების დაცვა, მათ შორის: ფედერალურ, რეგიონალურ და ადგილობრივი დეკლარაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში დახმარება 
  • კორპორატიული შერწყმისა და შესყიდვის სტრუქტურის შექმნა
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  სპეციალური სტრუქტურების გამოყენება (მაგ: უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები და ა.შ.)
  • აუდიტის და საგადასახადო ორგანოებთან სასამართლო დავების წარმოებაში მხარდაჭერა.

სხვა მომსახურებები

 

ჩამოტვირთეთ ბროშურები საგადასახადო და იურიდიული მომსახურებების თემაზე უძრავი ქონების დარგში.

დაბრუნება - უძრავი ქონება