პრესს რელიზი

ფინანსური დირექტორები და მდგრადი განვითარება. ფუნქციების განსაზღვრა ცვალებად გარემოში 

დელოიტის ახალი პუბლიკაცია მოიცავს ინფორმაციას ფინანსური დირექტორებისა და ხელმძღვანელობის შესახებ

მდგრადი განვითარების საკითხებისადმი ინვესტორების, მარეგულირებელი ორგანოების, დაინტერესებული მხარეებისა და მასმედიის მხრიდან ინტერესის ზრდის ფონზე, ორგანიზაციები აღნიშნული საკითხის იგნორირებას ვერ მოახერხებენ.

საბედნიეროდ, დელოიტის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, ძირითადად კი ფინანსური დირექტორები, კარგად აცნობიერებენ ამ ფაქტს. იზრდება ინფორმირებულობა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის დაგეგმვისა და ამ საქმიანობის განხორციელების აუცილებლობის თაობაზე.

დელოიტის ახალ ანგარიშში - „ფინანსური დირექტორები და მდგრადი განვითარება: ფუნქციების განსაზღვრა ცვალებად გარემოში“ - განსაზღვრულია მრავალრიცხოვანი ტენდენციები იმ ზეგავლენასთან მიმართებაში, რომელსაც ორგანიზაცია ახდენს გარემოზე, ჯანდაცვაზე, საწარმოო უსაფრთხოებასა და სოციალურ სფეროზე.

ფინანსური დირექტორები სულ უფრო აქტიურ როლს ასრულებენ მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფორმირებისა და რეალიზაციის კუთხით.

მდგრადი განვითარების ზეგავლენა გაიზარდა ძირითადი ფინანსური გადაწყვეტილებების  მიღების კუთხით შერწყმა-შესყიდვის გარიგებებისა და კაპიტალის მოზიდვისა და განაწილების ფარგლებში.

დღის წესრიგის აქტუალურ საკითხად რჩება ახალი ნორმატიული მოთხოვნების დაცვა  ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისა და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების დარგში.

ანგარიშში მოცემულია დელოიტის უახლესი კვლევის ძირითადი შედეგები, მათი გასული წლების ანალოგიური კვლევების შედეგებთან შედარება და დელოიტის ანალიზი და რჩევები შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით. მასში ასევე წარმოდგენილია დამატებითი მასალების დიდი რაოდენობა.

აღნიშნული პუბლიკაცია დაეხმარება ფინანსურ დირექტორებს გააცნობიერონ საკუთარი როლი მდგრადი განვითარების კუთხით, თავისი კომპანიის საქმიანობის შედარების გზით ანალოგიური კომპანიებისა და კონკურენტების საქმიანობასთან.

ჩამოტვირთეთ ანგარიშის PDF ვერსია: ფინანსური დირექტორები და მდგრადი განვითარება: ფუნქციების განსაზღვრა ცვალებად გარემოში.

დაბრუნება - რისკები 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?