How to reduce costs without legal risks

არსში წვდომა

როგორ შევამციროთ ხარჯები საკანონმდებლო ნორმების დარღვევის გარეშე 

ჩვენი მიდგომა კონტროლის ოპტიმიზაციისადმი

მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელების უმრავლესობა აღიარებს კორპორატიული მართვისა და კომპანიის ხელმძღვანელისა და ფინანსური დირექტორის მიერ წარმოებული ფინანსური ანგარიშგების მარწმუნებელი საქმიანობის უპირატესობას, მათ კვლავაც აღელვებთ მზარდი ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასთან. ხელმძღვანელები დგანან ხარჯების შემცირების აუცილებლობის წინაშე, მაგრამ უჭირთ იმ ოპტიმალური საშუალების მონახვა, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ნორმატიული მოთხოვნების დაცვას და არ წარმოქმნის კონტროლის სისტემის დარღვევის რისკს.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ კომპანიებს შეამცირონ საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა, ჩვენ ვაქვეყნებთ ახალ ბროშურას „ხარჯების შემცირების ბალანსირებული და მიზანშეწონილი მიდგომები, რომლებიც გამორიცხავს საკანონმდებლო ნორმების დარღვევას“.

აღნიშნულ პუბლიკაციაში განიხილება ჩვენი მიდგომა კონტროლის რაციონალიზაციისადმი, რომელიც მოიცავს 2 კომპონენტს: „ზევიდან ქვევით“ მოდელზე აგებული მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს არსებულ რისკებს და შიდა კონტროლის სტრუქტურა, რომელიც აგებულია გონიერი ეკონომიკის პრინციპზე.

ხარჯების შემცირების აღნიშნული მიდგომა შემუშავებულია დელოიტის მიერ ასეულობით კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილების საფუძველზე, რომლებიც ახორციელებენ მზადებას სარბეინს-ოქსლის 2002 წლის აქტის 404 თავის  მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ეს ასევე ეფექტურია კომპანიებისთვის, რომლებიც ასრულებენ კანადის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ბაზრის მრავალმხრივი ინსტრუმენტის  52-109 მოთხოვნებს, მათ შორის ჩასწორებები, რომლებიც მოცემულია შენიშვნაში 52-131, იმის მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაში აუდიტორის დასტური საჭირო არ არის.  

როგორ შევამციროთ ხარჯები კანონის დაღვევის გარეშე

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?