სტატია

რისკების მართვის სერვისების პრეზენტაცია

5 დეკემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში დელოიტის საქართველოს ოფისის ორგანიზებით რისკების მართვის სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის დელოიტის საქართველოს ოფისის რისკების მართვის ახალი მიმართულების  გაცნობას, რომელიც ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს:

1.      კიბერ უსაფრთხოება;

2.      ინფორმაციული უსაფრთხოება;

3.      პერსონალურ მონაცემთა დაცვა;

4.      IT/IS აუდიტი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.

ღონისძიებამ ძალზედ საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა, რასაც ადასტურებდა საკითხთა განხილვისას სემინარის  მონაწილეთა აქტიური ჩართულობა, დასმული შეკითხვების სირთულე და მონაწილეებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურება.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?