Corporate social responsibility services

მომსახურება

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მომსახურება

საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ასპექტები არსებით არამატერიალურ ზეგავლენას ახდენენ კომპანიის ღირებულებაზე. ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის: პოტენციური ინვესტორები, ადგილობრივი საზოგადოებები, მომხმარებლები, მედია, მომწოდებლები, ბიზნეს პარტნიორები და კომპანიის თანამშრომლები, თანაბარ ინტერესს ავლენენ კომპანიის საქმიანობებისადმი აღნიშნული მიმართულებით. აქედან გამომდინარე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის მომზადება კომპანიისთვის აუცილებლობად იქცა. ეს ანგარიში გამოიყენება ინვესტორების მიერ კომპანიების შეფასების, შედარებითი ანალიზის წარმოებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების დროს. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და მუნიციპალიტეტები კომპანიის პოტენციურ შესაძლებლობებს რეგიონში აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე აფასებენ, რომელიც ასახავს როგორც განვითარების არსებულ პროგრამებს, ასევე სამომავლო გეგმებს.

აღნიშნული ანგარიშები აღწერს კომპანიის საქმიანობის განსხვავებულ მაჩვენებლებსა და ასპექტებს და ფოკუსირდება:

  • სოციალურ პროგრამებსა და ინვესტიციებზე სოციალურ სფეროში
  • აქტივების მართვაზე
  • ჯანდაცვასა და საწარმოო უსაფრთხოებაზე
  • გარემოს დაცვაზე
  • პერსონალის განვითარება/სწავლებაზე
  • ადამიანის უფლებების დაცვაზე

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშები

ჩვენი მომსახურებები

  • კონსულტაცია საერთაშორისო „სახელმძღვანელო პრინციპებისა“ (მაგ.GRI, UN გლობალური შეთანხმება და სხვ.) და წამყვანი პრაქტიკების თაობაზე ევროპული გამოცდილების საფუძველზე
  • კორპორატიული პრობლემებისა და რისკების გამოვლენა
  • გარემოს დაბინძურებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეფასება 
  • ეკოლოგიური ვითარების ანალიზის პროცედურების მართვა აქტივების ღირებულებების შენარჩუნებისა და გარიგების წარმოების პროცესის ვადების დაცვის მიზნით
  • რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის შესაბამისი მართვის სტრუქტურები 

რისკების შეფასება და სტრატეგიის შემუშავება გარემოს დაცვისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დარგში 

  • პოლიტიკებისა და საერთო კორპორატიული სახელმძღვანელო წესების შემუშავებაში დახმარება
  • გარემოსა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დაცვის მართვის პროგრამების შემუშავება
  • საქმიანობის ეფექტურობის მაჩვენებლების იდენტიფიცირება
  • ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვების მიდგომების შერჩევა
  • თანამშრომლების სწავლებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება

სტრატეგიის განხორციელება

  • კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშების მომზადება
  • კონსულტაცია კორპორატიული კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავებაზე, მათ შორის: დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა და მათთან კონსულტაცია
  • მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება და ურთიერთქმედების პროცესის მომზადება გარემოსა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დაცვის საკითხებზე

რეპორტინგი და კომუნიკაციები

  • კომპანიის მდგრადი განვითარების ანგარიშების დამოუკიდებელი დამოწმება

დამოწმება

საკონტაქტო პირები

ჯონ რობინსონი

ჯონ რობინსონი

მმართველი პარტნიორი, საქართველო

ჯონი 2 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ნიგერიაში, თუმცა მისი პროფესიული გამოცდილება ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას უკავშირდება. დელოტში მუშაობის დაწყებამდე იგი იყო გლობალური მარწმუნებელი და საკონ... მეტი

ჯონ რობარტსი

ჯონ რობარტსი

პარტნიორი, უდიტორული კონსულტაცია

ჯონ რობარტსი ხელმძღვანელობს კაპიტალის ბაზრების გუნდს დსთ-ს რეგიონში.... მეტი

დაბრუნება - რისკები