მომსახურება

რისკების მართვის მომსახურება

დელოიტის მიერ შემოთავაზებული რისკების მართვის მომსახურებები მოიცავს მზა გადაწყვეტილებებსა და მეთოდოლოგიებს რისკების ანალიზისა და შეფასების, ანგარიშგების მომზადებისა და რისკების მონაცემების მართვის სფეროში. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს რისკების (რომელსაც იგი აწყდება შემდეგ სფეროებში: კორპორატიული მართვა, სტატეგიები, დაგეგმვა, საოპერაციო საქმიანობა, ინფრასტრუქტურა, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ანგარიშგების მომზადება) მართვის მიდგომების შემუშავებაში, დანერგვასა და გაუმჯობესებაში, მათ შორის მონაცემების ანალიზი, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ რისკების უწყვეტი მონიტორინგი, მონაცემების მართვა და თვალყური ვადევნოთ ეფექტურობის ძირითად მაჩვენებლებს.

დელოიტი ეხმარება ორგანიზაციებს განსაზღვრონ რისკების დასაშვები დონე, თვალყური ადევნონ რისკების ცვლოილებებს და დანერგონ რისკების მართვის მექანიზმები მთელი კომპანიის მასშტაბით. დელოიტის სპეციალისტები დახმარებას გაგიწევენ რისკების მართვის სტრატეგიული მიდგომის შემუშავებაში, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ხელმძღვანელობის მოთხოვნებს, ასევე უზრუნველყოფს რისკების მართვის დარგში მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობას და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვას.

რისკების შეფასების, მონიტორინგისა და მართვის მომსახურებები მიმართულია გამოყენებული მიდგომების შემუშავებაზე, დანერგვასა და გაუმჯობესებაზე შემდეგ სფეროებში:

  • რისკების მართვა და მონიტორინგის საშუალებები
  • პოლიტიკები და პროცედურები რისკების მართვის სფეროში  
  • რისკების გამოვლენა და შეფასება
  • თვითშეფასების პროგრამები
  • რეალიზებული რისკების ანალიზი

რისკების შეფასება, მონიტორინგი და მართვა

შედარებითი ანალიზის წარმოების მომსახურებები ეხმარება კლიენტებს მათი რისკების მართვის სისტემების შეფასებაში მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. 

რისკების მართვის სისტემის შედარებითი ანალიზი

რისკების მართვის პროცესების შეფასების მომსახურებები ეხმარება კლიენტებს რისკების მართვის პროცესების ეფექტურობისა და შედეგიანობის შეფასების წარმოებაში. 

რისკების მართვის პროცესების შეფასება

რისკების მართვის დარგში ანგარიშგების მომსახურება ეხმარება კლიენტებს კომპანიის რისკების მართვის ანგარიშგების ფორმალიზებული და თანმიმდევრული პროცესის შექმნაში  ხელმძღვანელობისა და მარეგულირებელი ორგანიებისათვის. 

ანგარიშგება რისკების მართვის დარგში

ტრენინგები რისკების მართვის სფეროში ეხმარება კლიენტებს შეიმუშაონ და განახორციელონ სასწავლო პროგრამები ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან რისკების მართვის პროცესში.

ტრენინგები რისკების მართვის სფეროში

საონტაქტო პირები

ჯონ რობინსონი

ჯონ რობინსონი

მმართველი პარტნიორი, საქართველო

ჯონი 2 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ნიგერიაში, თუმცა მისი პროფესიული გამოცდილება ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას უკავშირდება. დელოტში მუშაობის დაწყებამდე იგი იყო გლობალური მარწმუნებელი და საკონ... მეტი

ჯონ რობარტსი

ჯონ რობარტსი

პარტნიორი, უდიტორული კონსულტაცია

ჯონ რობარტსი ხელმძღვანელობს კაპიტალის ბაზრების გუნდს დსთ-ს რეგიონში.... მეტი

დაბრუნება - რისკები