მომსახურება

ანალიტიკა და შემეცნებითი ტექნოლოგიები

როდესაც თქვენ იყენებთ ანალიტიკის, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ძალას, თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ფარული ურთიერთობები დიდი რაოდენობით მონაცემებში თქვენს ორგანიზაციაში. სწორი სტრატეგიისა და ტექნოლოგიების განხორციელება აბალანსებს სიჩქარეს, ღირებულებასა და ხარისხს გაზომვადი ბიზნეს ღირებულების უზრუნველსაყოფად.

წარმოიდგინეთ ადამიანი მანქანასთან ერთად, ხარჯების შემცირება ავტომატიზაციასთან ერთად, მონაცემები მიზანთან ერთად, სიჩქარე სიზუსტესთან ერთად. დელოიტი ეხმარება კომპანიებს აღმოაჩინონ ტრანსფორმაციის უპირატესობები და დაწინაურდნენ უფრო სწრაფად მეტი სიზუსტით, გააუმჯობესონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და დაამყარონ სასარგებლო კავშირები მომხმარებლებთან.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტის ძალა და მრავალფეროვნებები, რათა მიაღწიოთ ორგანიზაციული სრულყოფის ახალ დონეს. ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განსაზღვრიდან დაწყებული და ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავებით და თქვენი ძირითადი ოპერაციების შედეგების გაუმჯობესებით დამთავრებული, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მონაცემების რესურსებად გარდაქმნის და მათი გამოყენების ნებისმიერ ეტაპზე.

ჩვენი აქტივების და IP დეპარტამენტი და ანალიტიკური და ხელოვნური ინტელექტის მომსახურებები (მათ შორის, რობოტიზაციის პროცესის ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა), აყენებს შემეცნებით ტექნოლოგიებს თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან ელემენტად და  გთავაზობთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროდუქტებს  თქვენი ბიზნესის დასაწინაურებლად.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ანალიტიკისა და მონაცემების მოდერნიზაციაში მომავალი თაობის პლატფორმებისა და დიდი მონაცემების არქიტექტურის გამოყენების გზით.

ჩვენი რობოტიკისა და ინტელექტუალური ავტომატიზაციის გუნდს შეუძლია თქვენთან მუშაობა ავტომატიზირებული პროცესების განხორციელების მიზნით, რათა მოხდეს ადამიანური გადაწყვეტილებების მიღების, ურთიერთქმედებების, განსჯის მიმსგავსება და აღმოაჩინოთ შედეგების მიღწევის ახალი შესაძლებლობები თქვენი ბიზნესის ნებისმიერ დონეზე.

საბოლოოდ ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების და ჩართულობის უზრუნველყოფაში მომავალი თაობის ალგორითმების გამოყენებით, ადამიანური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაძლიერებით, რეალისტური პროგნოზირებისა და უფრო მეტად ავტომატიზირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფით. 

გაეცანით დამატებით მასალებს

ხელოვნური ინტელექტი და შემეცნებითი ტექნოლოგიები

აღნიშნული მასალა იკვლევს შემეცნებით ტექნოლოგიების გავლენას ორგანიზაციებზე და ეხმარება ლიდერებს მიიღონ ბრძნული სტრატეგიული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. 

ანალიტიკა

გაიგეთ მეტი ორგანიზაციების მიერ ანალიტიკის გამოყენების გზების შესახებ  გადაწყვეტილებების მიღების ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად. 

გლობალური ხელოვნური ინტელექტის უპირატესოსბების გაშიფვრა

დელოიტის გლობალური ანგარიში აფასებს ხელოვნური ინტელექტისადმი მზადყოფნას ქვეყნების მიხედვით.