Operations Transformation Offerings

გადაწყვეტილება

საოპერაციო გარდაქმნის მომსახურებები

საოპერაციო ეფექტურობა

ჩვენს კლიენტებს ცვალებად გარემოში უწევთ ოპერირება, რომელიც ხასიათდება მომხმარებელთა მოლოდინების მუდმივი ზრდით, ეკონომიკური და მარეგულირებელი ნორმების არამდგრადობით და საზოგადოების მიერ ახალი ტექნოლოგიების სწრაფი მიღებით. დელოიტის საოპერაციო ეფექტურობის პრაქტიკა მოიცავს ძირითადი პროცესების გარდაქმნის დიდ ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინდუსტრიული სფეროს კლიენტებთან და ვიყენებთ მომავალი თაობის გადაწყვეტილებებს ოპერაციების ოპტიმიზაციის მიზნით და კლიენტების მიერ ხარჯებთან, მომხმარებელთან და ზრდასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად.

გამოცდილება

ეხმარება კლიენტებს შეიმუშაონ და განახორციელონ პროცესები მომხმარებელთა მიერ მართული გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

შესაბამისობა

ეხმარება კლიენტებს პროცესების გაუმჯობესებასა და გარდაქმნაში მუდმივად მზარდი მარეგულირებელი ნორმების გარემოში. 

გარდაქმნა

ეხმარება კლიენტებს პროცესების გარდაქმნაში და ავტომატიზაციის  შესაძლებლობების აღმოჩენაში მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და დანახარჯების შესამცირებლად.

ციფრულად გარდაქმნა

ეხმარება კლიენტებს ციფრული პროცესების სტანდარტულად შემუშავებასა და ყველა მიმართულებით განხორციელებაში.

საწარმოო მოდელის დიზაინი და გარდაქმნის პროგრამები

საწარმოო მოდელის დიზაინი ეხმარება ორგანიზაციებს მართონ საოპერაციო ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია საერთო მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვაკავშირებთ სტრატეგიასა და ბიზნეს მოდელს შესაბამის საოპერაციო მოდელთან ორგანიზაციის გააქტიურების, მოგებისთვის საჭირო შესაძლებლობების განსაზღვრის, ტექნოლოგიების სრული პოტენციალის გამოვლენისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, რაც თანამედროვე ციფრულ სამყაროში ეფექტური ოპერირების საშუალებას იძლევა. ტრანსფორმაციის პროგრამები ეხმარება ორგანიზაციებს ფართომასშტაბიანი ტრანსფორმაციის პროგრამების შემუშავებაში, შესრულებასა და მართვაში ღირებულების რეალიზაციაზე აქცენტირებით.

დიზაინი

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს სტრატეგიის განხორციელებაში შემდეგი გზით:
კორპორატიულ, ბიზნეს ერთეულებს, მომხმარებელთა სეგმენტებს, მხარდაჭერის ფუნქციებსა და გეოგრაფიულ არეალებს შორის ურთიერთქმედებისა და ანგარიშვალდებულების განსაზღვრით.
ბიზნეს შესაძლებლობებისა და მრავალფუნქციური საოპერაციო მოდელების შემუშავების გზით, რომლებიც ამყარებენ ციფრული ტექნოლოგიების ძალაუფლებას, ახდენენ ტექნოლოგიების ინტეგრირებას ორგანიზაციის საწარმოო მოდელის დიზაინის ყველა ასპექტში და ქმნიან ორგანიზაციულ ეფექტურობას მთელი ბიზნესის, კონკრეტული ფუნქციების ან ბიზნეს ერთეულების ოპტიმიზაციის მიზნით.


მიწოდება

ჩვენ გთავაზობთ დახმარებას გადაწყვეტილებების მიღების, რისკების მართვის კუთხით კონკრეტულ ინდუსტრიულ დარგზე ფოკუსირებით, რაც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში მინიმალური წინააღმდეგობებით, ხარჯებითა და შეფერხებებით.
დელოიტის დამოკიდებულება ტრანსფორმაციისადმი მოიცავს მის მნიშვნელოვან გამოცდილებას განახორციელოს ფართომასშტაბიანი, გარდაქმნები  სხვადასხვა ინდუსტრიულ სფეროში, სათანადო ადამიანურ რესურსებზე, პროცესებზე, სისტემებსა და ინსტრუმენტებზე ფოკუსირებით კრიტიკული ინტეგრაციის საკითხებისა და რისკ ფაქტორების მართვის მიზნით.

სტრატეგიული ღირებულების გარდაქმნა

კლიენტების მხარდაჭერა მოახდინონ ხარჯების ოპტიმიზაცია და სტრატეგიული განაწილება ტრადიციული მიდგომების, სამიზნე საოპერაციო მოდელებისა და მოწინავე გადაწყვეტილებების განხორციელების გზით, რომელიც დაკავშირებულია ავტომატიზაციასა და შემეცნებით ტექნოლოგიებთან. ჩვენი საბოლოო მიზანია კლიენტების დახმარება ბიზნესისა და ოპერაციების გარდაქმნაში, რათა მიაღწიონ მდგრად ქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დანაზოგების მიღებას, მარჟის გაუმჯობესებას და რესურსების სტრატეგიულად განაწილებას ზრდის ინიციატივებისთვის.

დანაზოგი

სწრაფი მოქმედება ხარჯების შემცირების, ლიკვიდურობის მაქსიმალურად გაზრდის, მდგრადობის უზრუნველყოფისა და დანაზოგების მიღების მიზნით ბიზნესის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

ფონდი

ფოკუსირება ქმედებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ხარჯებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, თავიდან აგვაცილებს სამომავლო ზრდის შეფერხების საშიშროებას და მოახდენს ხარჯების ბალანსირებას ბიზნეს სტრატეგიების ხელშემწყობი ინვესტირებისთვის.

ზრდა

გაფართოებადი ღირებულების ან ბიზნეს პლატფორმის უზრუნველყოფა ზრდისა და ინვესტირების ხელშეწყობისთვის ძირითად შესაძლებლობებში, დიფერენცირებული ბიზნეს სტრატეგიის მხარდაჭერის პარალელურად.

ტრანსფორმაცია

ბიზნეს ოპერაციების გაუმჯობესება ისეთი მიდგომების გამოყენების გზით, როგორიცაა ავტომატიზაცია და შემეცნებითი გადაწყვეტილებები, ეფექტური სტრატეგიების უზრუნველსაყოფად ბიზნესში და სწრაფად ცვალებად საბაზრო გარემოში ორიენტაციისთვის საფუძვლის მოსამზადებლად.

გლობალური ბიზნეს მომსახურებები

დელოიტის გლობალური ბიზნეს მომსახურებების პრაქტიკა აქცენტს აკეთებს  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების დაკავშირებაზე გლობალური, ინტეგრირებული და დინამიური მომსახურების მიწოდების ქსელში. იგი ყურადღებას ამახვილებს საჭირო ღირებულების "დროულად და ნებისმიერ დროს“ მიწოდებაზე, საერთო მმართველობის მოდელისა და სტანდარტიზებული ინფრასტრუქტურის შექმნით სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის, ბიზნეს ერთეულის, ფუნქციების და ბიზნეს პროცესების მასშტაბით მიწოდების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

ფონდი

ეხმარება ორგანიზაციებს პროცესებისა და მომსახურებების გაერთიანებაში ცენტრალიზებულ და სტანდარტიზირებულ მოდელში (ხარჯ ეფექტურობასა და ხარისხზე ორიენტირებული), რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის მხარდაჭერას და მომავალ ზრდას მრავალრიცხოვანი ქვეყნების მასშტაბით, ძირითად საქმიანობაზე აქცენტირების შენარჩუნების პარალელურად.


აუთსორსინგი

ეხმარება ორგანიზაციებს შეაფასონ აუთსორსინგის არსი და თუ როგორ გაიარონ აუთსორსინგის სრული სასიცოცხლო ციკლი წარმატებით, მათ შორის: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფინანსები, შესყიდვები და ინდუსტრიული დარგის სპეციფიკური პროცესები.


მოდერნიზაცია

ეხმარება ჩვენს კლიენტებს აუთსორსინგის/საერთო მომსახურებების მოდერნიზაციაში, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის მომზადებაში.

შემოსავლების ციკლი

შემოსავლების ციკლი:

ჩვენი შემოსავლების ციკლის გარდაქმნის მომსახურებების ეხმარება კლიენტებს მიაღწიონ წმინდა შემოსავლების გაუმჯობესებისა და ხარჯების შემცირების მიზნებს შემდეგი მიდგომების გამოყენებით:  

• ტრანსფორმაცია: პროცესების გარდაქმნა, ტექნოლოგიების გაძლიერება, საოპერაციო მოდელის გარდაქმნა, შემცირებული ხარჯები რობოტიზაციისა და პროცესის ავტომატიზაციის გზით; 

• ხარჯების მთლიანობა / ანაზღაურება: შემოსავლების ციკლის მეთოდოლოგიების და პროცესების გაძლიერება წმინდა შემოსავლის გასაუმჯობესებლად;

• მომხმარებლის გამოცდილება: მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიული ხედვის შემუშავება და განხორციელება ეფექტურობის, შედეგებისა და მომხმარებლების კმაყოფილების გაუმჯობესების მიზნით;

• მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის რისკი: ძირითადი სისტემებისა და პროცესების ნორმებთან შესაბამისობის რისკების შეფასება და მონიტორინგი.

კლიენტებთან ურთიერთობის მართვა

არსებულ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში წარმატების მოპოვება საჭიროებს მომხმარებლებზე ფოკუსირებას. კომპანიები კონკურენტულ უპირატესობას სულ უფრო მეტად აფუძნებენ კლიენტებთან ურთიერთობაზე - მათი ინდივიდუალური საჭიროებების გაგებასა და შესაბამისი კომუნიკაციის ტექნოლოგიების შემუშავებაზე.

ჩვენი კლიენტებთან ურთიერთობის მართვის მომსახურება ეხმარება ბიზნესებს მათი სტრატეგიის განსაზღვრაში, ეფექტურობის გაზრდაში, ხარჯების შემცირებაში, კლიენტების მომსახურებისა და შენარჩუნების გაუმჯობესებაში მათი ძირითადი მახასიათებლების ზუსტი ცოდნის საფუძველზე.

რობოტიზაცია და შემეცნებითი ნოვაციები

დელოიტის ოპერაციების ტრანსფორმაციის პრაქტიკა მოიცავს რობოტიზაციის პროცესის ავტომატიზაციას (RPA), გაძლიერებული ბიზნეს პროდუქტიულობის, პროცესის სიზუსტისა და ადამიანური ქმედებების გამეორების მიღწევის მიზნით. ეს ინდუსტრიათაშორისი შეთავაზებები არის ჩვენი გლობალური რობოტიზაციისა და შემეცნებითი ინოვაციების შეთავაზების ნაწილი, რომელსაც მოვიხსენიებთ, როგორც  დელოიტის შემეცნებით უპირატესობას.

ოპტიმიზაცია

სამუშაოს შესრულების ეფექტურობის გაუმჯობესება - ხარვეზების, დროისა და ხარჯების შემცირება პროგრამების გამოყენების გზით ადამიანური ქმედებების და გადაწყვეტილებების დაჩქარების ან გამეორების უზრუნველსაყოფად. მაგალითად: რობოტიზაციის პროცესის ავტომატიზაციის პროცესების საკრედიტო ბარათების  აპლიკაციები დროის გარკვეულ მონაკვეთში, წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით.