Strategy

გადაწყვეტილება

სტრატეგია

ნებისმიერი კომპანია, განვითარებასთან ერთად, აწყდება თავისი სტრატეგიის განსაზღვრის ან გადახედვის აუცილებლობას. ჩვენი გამოცდილება სტრატეგიული კონსულტაციის დარგში, დსთ-ს ბაზრის სპეციფიკური ბუნებისა და ბიზნესის წარმოების პრინციპების ცოდნა საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალური ცოდნა და მეთოდოლოგია სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის დროს.

რეგიონალური ბაზრის სპეციფიკის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების წყალობით ჩვენ ვაღწევთ რეალურ შედეგებს. დელოიტის ოფისების დარგობრივი და ფუნქციონალური გუნდების მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ჩავრთოთ საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივ პროექტებში და გვქონდეს წვდომა საერთაშორისო საინფორმაციო ბაზებზე. 

  • კორპორატიული სტრატეგიის შემუშავება
  • რეგიონალური სტრატეგიის შემუშავება
  • გრძელვადიანი დაგეგმვა
  • აქტივების პორტფელის მართვა
  • ფუნქციონალური სტრატეგიის შემუშავება
  • ბაზრის კვლევა
  • სტრატეგული ბენჩმარკინგი
  • ადგილმდებარეობის შერჩევა
  • ბაზარზე გასვლის სტრატეგიის შემუშავება
  • გაყიდვის სტრატეგის შემუშავება
  • ბიზნეს გეგმის შემუშავება
  • სტრატეგიული ფინანსური მოდელირება
  • კომპანიის სტრუქტურის რეორგანიზაცია (აქტივების ჩამორთმევა, ფუნქციონალური და რეგიონალური სტრუქტურირება)

ჩვენი სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს