არსში წვდომა

სემინარი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ 

2017 წლის 16 მარტს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, დელოიტის საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა სემინარი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ. დელოიტის ადგილობრივმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა სემინარზე განიხილეს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების წესები და მოთხოვნები, ისევე როგორც ინდუსტრიული დარგისა და ადგილობრივი ბაზრის პრაქტიკული მაგალითები.

მიხეილ ჩაფურიშვილმა და ქეთევან კუხიანიძემ კონფერენციაზე მიმოიხილეს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დაბეგვრის თავისებურებანი და არსებული საგადასახადო აუდიტის პრაქტიკა. დელოიტის პარტნიორმა, ვლადიმირ ელიზაროვმა გააკეთა პრეზენტაცია გაწეული მომსახურების, ფინანსური ოპერაციებისა და ინსტრუმენტების საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში საბაზრო ფასის შეფასების წესებსა და პირობებზე.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა: ენერგო-პრო ჯორჯია, ფინკა ბანკი საქართველო, ჯეოსელი, რობერტ ბოში, თიბისი ბანკი, აი-დი-ეს ბორჯომი საქართველო, ხალიკ ბანკი საქართველო, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია და სხვა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

ღონისძიებამ ძალზედ საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა, რასაც ადასტურებდა სემინარის მონაწილეთა აქტიური ჩართულობა საკითხების განხილვის პროცესში, დასმული შეკითხვების სირთულე და მონაწილეებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურება სემინარზე.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?

დაკავშირებული თემები