Global Employer Services

გადაწყვეტილება

გლობალური დამსაქმებლის მომსახურებები

ახალ ტერიტორიებზე თქვენი კომპანიის დამკვიდრება დიდი გამოწვევაა, რომლის დროსაც საჭიროა უფროსი აღმასრულებლები დარჩნენ ორიენტირებული ბიზნესის ძირითად ოპერაციებზე.

ჩვენ გუნდს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ ადამიანური რესურსების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, სერთიფიკატების, იურიდიული და საგადასახადო საკითხების კონტროლის უზრუნველყოფის კუთხით. თუ თქვენ ხართ ქართული კომპანია, რომელიც ცდილობს განვითარდეს საერთაშორისო დონეზე, ან უცხოური კომპანია, რომელიც აპირებს საქართველოს ან დსთ-ს მასშტაბით დამკვიდრებას, ჩვენ დაგეხმარებით შეიმუშაოთ ეფექტური, სრულმასშტაბიანი გლობალური მობილობის პროგრამები, რაც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი კადრების შენარჩუნებაში რაც ამავდროულად სარგებელს მოუტანს ფინანსურ მდგომარეობას.

თანამშრომლების მივლინებები

  • სხვადასხვა იურისდიქციებში წარმოდგენილი მომსახურებების საერთაშორისო კოორდინაცია
  • საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში დახმარება, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
  • საგადასახადო საკითხების გადაწყვეტაში დახმარება, რომლებიც დაკავშირებულია თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინებასთან, მაგ.: საგადასახადო ანგარიშგების  მომზადება, საგადასახადო სერთიფიკატები, ორმაგი დაბეგვრა

პერსონალის გლობალური მობილობის პროგრამების შემუშავება და ოპტიმიზაცია

  • გლობალური მობილობის, ანაზღაურების, პერსონალის მართვისა და ეფექტურობის მართვის პროგრამების შემუშავება და ოპტიმიზაცია
  • თქვენი გლობალური მობილობის პროგრამის ოპტიმიზაციაში დახმარება, ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით
  • ბაზრის ან განსაზღვრული სექტორებისა და კონკურენტების ბენჩმარკინგი

სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფის საერთაშორისო პროგრამები

  • საერთაშორისო კორპორატიული საპენსიო პროგრამების შემუშავება და დანერგვა
  • მენეჯმენტის ეფექტურობის ამაღლების და სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების ხელშემწყობი გადაწყვეტილებების შემუშავება
  • საერთაშორისო სოციალური უზრუნველყოფის ხელშეკრულებების გამოყენება

მიგრაციის კანონმდებლობის სფეროს მომსახურებები

  • თანამშრომლებთან ურთიერთობის სტრუქტურირება, სრული დოკუმენტაციის გაფორმება ქართველი და უცხოელი თანამშრომლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მივლინებაში საზღვარგარეთ
  • იურიდიული კონსულტაცია მიგრაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის ვიზების და სამუშაო ნებართვის გაცემა უცხოელი თანამშრომლებისთვის საქართველოში
  • შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის კონტროლი

ტექნოლოგიების გამოყენება

  • ტექნოლოგიების ინტეგრაცია თანამშრომლების მივლინების საერთაშორისო პროგრამებში გლობალური აღრიცხვის სისტემის განვითარების გზით, რომელიც მიზნად ისახავს კონტროლის განხორციელებას მივლინების ყველა ეტაპზე, როგორც გრძელვადიანი მივლინებების, ასევე ხანმოკლე საქმიანი ვიზიტების დროს
  • ხარჯების აღრიცხვის სისტემის განვითარება და ინტეგრაცია, რომელიც ხელს შეუწყობს პერსონალის მობილობის პროგრამების ხარჯების გამჭვირვალობის ამაღლებას  საერთო ხარჯების ეფექტური ანგარიშგების გზით
  • ონლაინ გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ხელს უწყობს საგადასახადო და მიგრაციის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას

საერთაშორისო მივლინების მომსახურებები

კანონმდებლობის საკითხებზე კონსულტაცია და ბაზრის ანალიზი

  • აქციონერების კონსულტაცია და ინვესტორებთან ურთიერთობების შენარჩუნება
  • თანამშრომლების ანაზღაურების ბენჩმარკინგი
  • ანაზღაურების კომიტეტის კონსულტაცია კორპორატიული მართვისა და ინფორმაციის გამჟღავნების საკითხებზე

ანაზღაურების პროგრამების შემუშავება, განვითარებასა და დანერგვასთან დაკავშირებული მომსახურებების სრული სპექტრი

  • ანაზღაურების გაცემის სტრატეგია
  • კომპანიის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის სტიმულირების გრძელვადიანი და ხანმოკლე პროგრამები
  • ანაზღაურების პროგრამების დანერგვის ეფექტურობის შეფასება
  • ანაზღაურების პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებული რისკების შემცირება
  • ხელმძღვანელობის მიღებასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები
  • ცვლილებების მართვა, თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია

ხელმძღვანელობის ანაზღაურების სქემა

საკანონმდებლო მაცნე არის ყოველთვიური საინფორმაციო გამოცემა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ. ჩვენი გუნდი დეტალურად შეისწავლის ადგილობრივ მასმედიასა და ინფორმაციის სამთავრობო წყაროებს, ასევე თვალს ადევნებს პროფესიულ ჟურნალებს, რათა მუდმივად მოგაწოდოთ უახლესი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

იხილეთ საკანონმდებლო მაცნე

საკანონმდებლო მაცნე