2013 global mobile survey

არსში წვდომა

მობილური კომუნიკაციების მსოფლიო კვლევა - 2013

ერთიანობა და მრავალფეროვნება: მობილური კავშირის მსოფლიო ბაზრის განვითარების ტენდენციები

მსოფლიოს ძირითადი ტენდენციები მობილური კავშირის სამყაროში.

დღესდღეობით მობილური კავშირის დაფარვის ზონა გაცილებით ვრცელია, ვიდრე ოდესმე. მისი მუდმივი გაფართოება გავლენას ახდენს არა მხოლოდ მომხმარებელთა ქცევაზე, არამედ კომპანიის სტრატეგიაზე. სულ უფრო მეტი კომპანია გეგმავს საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის პირველ რიგში მობილური არხების გამოყენებას. მაგრამ რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში საუბარია კოლოსალური მასშტაბისა და პოტენციალის მქონე მობილური დარგის მუდმივ დივერსიფიკაციაზე. ამჟამად არსებობს მობილური კავშირის მრავალრიცხოვანი სტანდარტები: 4G სტანდარტთან ერთად კვლავაც გამოიყენება 3G და 2G სტანდარტები. ყოველწლიურად 1 მილიარდზე მეტი სმარტფონი იყიდება, თუმცა სმარტფონების კატეგორია სხვადასხვა ღირებულებისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების განსხვავებულ აპარატებს მოიცავს. ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებები ინფორმაციის გაცვლის ერთადერთი საშუალება იყო, ამჟამად კი ინფორმაციის გაცვლის რამდენიმე განსხვავებული გზა არსებობს.

მსოფლიო მობილური კომუნიკაციების სფეროს მომხმარებელთა ანგარიში განსაზღვრავს მობილური ინდუსტრიის განვითარების 4 ძირითად ტენდენციას.

მეტი აპარატურა, მეტი მონაცემები, მეტი სისწრაფე

აპარატურის გავრცელება: დღესდღეობით სულ უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს პორტატულ მოწყობილობებს, შესაბამისად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ მობილური ინტერნეტით. მომხმარებლების და მათ მიერ გამოყენებული ინტერნეტთან წვდომის მქონე აპარატურის რიცხვის ზრდის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოხმარებული ტრაფიკის მოცულობა სწრაფი ტემპებით გაიზრდება.

 

 

სმარტფონები პოპულარობას იძენენ უფროსი თაობის წარმომადგენელთა შორის

სმარტფონების მომხმარებლების ახალ თაობას განეკუთვნებიან უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც სრულად ვერ აცნობიერებენ სმარტფონის შესაძლებლობებს. მიუხედავად სმარტფონების დიდი პოპულარობისა უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის, აპარატურის გამოყენების ინტენსივობა განსხვავებულია.  

მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ზრდა LTE-ქსელში ხელს უწყობს მობილური ქსელების საერთო გამოყენების მოდელის განვითარებას

ქსელების ერთობლივი გამოყენება დიდ მნიშვნელობას იძენს LTE-ტექნოლოგიების წყალობით.   LTE მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნა აჩქარებს ამ ტექნოლოგიების გავრცელებას, რაც თავის მხრივ მონაცემთა მოცულობის ზრდას განაპირობებს. LTE ოპერატორის მიერ ქსელების ფართო დაფარვის უზრუნველსაყოფად საჭირო გახდება ქსელების ერთობლივი გამოყენების ვარიანტები ს გადახედვა. 

მყისიერი შეტყობინებების პოპულარობის ზრდა

მყისიერი შეტყობინებების ბაზრის ზრდა: იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ტექსტური შეტყობინებების გადაცემის 2 სერვისი არსებობდა, ამჟამად არსებობს 10-ზე მეტი სერვისი, აპლიკაცია და პროვაიდერი. ამგვარი ცვლილებები მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ახალი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბების გზაზე, რომელიც მიმართულია კავშირის პერსპექტიული ქსელებისა და მონაცემთა გადაცემის სისტემის განვითარებაზე.

ვიმედოვნებთ, რომ დელოიტის მიერ მომზადებული „მსოფლიო მობილური კომუნიკაციების სფეროს მომხმარებელთა ანგარიშის“  შედეგები სასარგებლო აღმოჩნდება თქვენთვის. ჩვენ მოხარული ვიქნებით პასუხი გაგცეთ ყველა თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე. 

ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები მიღებულია მობილური ტელეფონების მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად ონლაინ რეჟიმში მსოფლიოს 20 ქვეყანაში. გამოკითხვა ჩატარდა 2013 წლის მაისსა და ივნისში და მასში მონაწილეობდა 38 650 რესპოდენტი.

მობილური კომუნიკაციების მსოფლიო კვლევა - 2013

ქვემოთ მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობდნენ გამოკითხვაში.

ჩამოტვირთეთ „მსოფლიო მობილური კომუნიკაციების სფეროს მომხმარებელთა ანგარიში“; რუსული ვერსია.  

ამერიკა             აზია-წყნარი ოკეანე              EMEA
არგენტინა             ჩინეთი              ბელგია
ბრაზილია             ინდოეთი              ფინეთი
მექსიკა             ინდონეზია              საფრანგეთი
აშშ             იაპონია              გერმანია
              სინგაპური              ჰოლანდია
              სამხრეთ კორეა              პორტუგალია
                 რუსეთი
                 ესპანეთი
                 თურქეთი
                 გაერთიანებული სამეფო
Americas             Asia Pacific              EMEA
Argentina             China              Belgium
Brazil             India              Finland
Mexico             Indonesia              France
United States             Japan              Germany
              Singapore              Netherlands
              South Korea              Portugal
                 Russia
                 Spain
                 Turkey
                 United Kingdom
Americas             Asia Pacific              EMEA
Argentina             China              Belgium
Brazil             India              Finland
Mexico             Indonesia              France
United States             Japan              Germany
              Singapore              Netherlands
              South Korea              Portugal
                 Russia
                 Spain
                 Turkey
                 United Kingdom

ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები ემყარება 38 650 რესპოდენტის გამოკითხვას მსოფლიოს 20 ქვეყანაში.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?