ანალიზი

ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის უმაღლესი ტექნოლოგიების სექტორის 500 განსაკუთრებით სწრაფად მზარდი კომპანია

2013 წლის შედეგები და გამარჯვებულები 

ყოველწლიურად დელოიტის გლობალური ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიული ჯგუფი ადგენს EMEA ტექნოლოგიურ მიღწევათა 500™ რეიტინგს. რეიტინგის სია მოიცავს 500 ყველაზე უფრო სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიას ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 24 ქვეყნიდან შემოსავლების საშუალო ზრდის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით ბოლო ხუთი წლის მანძილზე.

შემოსავლის საერთო საშუალო ზრდის მაჩვენებელი უახლესი რეიტინგის მიხედვით იყო 1,403%, გასული წლის 1,549%-იანი ზრდის მაჩვენებელთან შედარებით. ფრანგული ციფრული კინემატოგრაფიის სპეციალისტებმა (Ymagis) დაიკავეს მოწინავე პოზიცია 2013 წლის რეიტინგში ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლით - 59,096%. Ymagis ახდენს ციფრული კინემატოგრაფიის რევოლუციას ევროპაში, ცდილობს რა შეცვალოს ტრადიციული 35 მმ-იანი ფილმი უფრო ეფექტური ციფრული გადაწყვეტით.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?