Fast 500

არსში წვდომა

ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის უმაღლესი ტექნოლოგიების სექტორის 500 განსაკუთრებით სწრაფად მზარდი კომპანია - 2014

დელოიტი წარმოგიდგენთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის უმაღლესი ტექნოლოგიების სექტორის განსაკუთრებით სწრაფად მზარდი კომპანიების 2014 წლის რეიტინგს.

დელოიტის რეიტინგი ტექნოლოგიების ყველა სფეროს მოიცავს - ინტერნეტიდან და ბიოლოგიური მეცნიერებებიდან დაწყებული, კომპიუტერებითა და ნახევრადგამტარებით დამთავრებული - და ემყარება როგორც დიდი, ასევე მცირე საჯარო და კერძო კომპანიების საქმიანობის ანალიზს. ყველა ეს კომპანია შეირჩა მათ მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების, ეკონომიკური აქტივობებისა და ზრდის მაღალი მაჩვენებლების საფუძველზე. რეიტინგში მონაწილეობა უზრუნველყოფს თქვენს კომპანიას გარკვეული უპირატესობებით, როგორიცაა ბრენდის ცნობადობის მაღალი დონე და ინვესტიციების მოზიდვის მაღალი დონე.

რეიტინგში მონაწილეობის მისაღებად  უნდა მოგვაწოდოთ თქვენი კომპანიის საქმიანობის მოკლე მონახაზი და 2009-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ასლი 2014 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით.

თუ თქვენი კომპანია დაინტერესებულია რეიტინგში მონაწილეობით, გთხოვთ დაუკავშირდეთ პოლინა პროხოროვას - ტექნოლოგიების, მედიასა და ტელეკომუნიკაციის დარგის კოორდინატორი.

ტელ: +7 (495) 787 07 00  ელ. ფოსტა: pprokhorova@deloitte.ru

რეიტინგში მონაწილეობისთვის, კომპანიების საქმიანობა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინდუსტრიებს:

  • მედია და გართობა
  • ტელეკომუნიკაციები/კომუნიკაცია
  • მწვანე ტექნოლოგია
  • ინტერნეტი
  • ნახევარგამტარები, კომპონენტები და ელექტრონიკა
  • ბიოტექნოლოგია/ფარმაცევტული სფერო/სამედიცინო აღჭურვილობა
  • კომპიუტერები/პერიფერიული მოწყობილობები
  • საოპერაციო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება

შესაფერისი ინდუსტრიული დარგები

ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის უმაღლესი ტექნოლოგიების სექტორის კომპანიების რეიტინგში მონაწილეობისათვის საჭიროა თქვენი კომპანია:

  • ავითარებდეს ან ფლობდეს ტექნოლოგიებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საოპერაციო შემოსავლების მიღებას (სხვა კომპანიის ტექნოლოგიების გამოყენება არ წარმოადგენს მახასიათებელს), აწარმოოს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროდუქტი ან ხელს უწყობდეს ტექნოლოგიური კვლევისა და განვითარების აქტივობებს.
  • მოღვაწეობდეს ბიზნესში როგორც მინიმუმ ხუთი წელი.
  • ჰქონდეს საბაზო წლის საოპერაციო შემოსავალი როგორც მინიმუმ 50 000 ევრო და მიმდინარე წლის საოპერაციო შემოსავალი სულ მცირე 800 000 ევრო.

მოთხოვნები

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?