სტატია

მედია დემოკრატია

მომხმარებელთა დამოკიდებულების ანალიზი ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციისადმი

დელოიტის კვლევაში - „მედია დემოკრატიის მდგომარეობა“ - წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მომხმარებლების დამოკიდებულების ცვლილების ანალიზი სხვადასხვა მოწყობილობების, გამოწერის საშუალებების, სარეკლამო პლატფორმების, სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდისა და გადახდის ახალი მექანიზმების შემუშავების ფონზე.

ავტორთა შენიშვნა

ბაზარზე პლანშეტებისა და სმარტფონების რიცხვის ზრდის გამო აქტიური მომხმარებლების (მომხმარებლები, რომლებიც ერთდროულად იყენებენ პლანშეტს, სმარტფონს და პერსონალურ კომპიუტერს) რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა. ციფრული აპარატურის პოპულარობის ზრდა ცვლის მომხმარებელთა მიერ მედიის მოხმარების ჩვევებს.

კვლევაში მონაწილეობდა ათი ქვეყანა, მათ შორის: ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია, გერმანია, იტალია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი. გამოკითხვის ჩატარების მიზნით მოხდა რესპოდენტების დაყოფა 4 თაობის და 5 განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებად, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის (14-დან 75 წლამდე) წარმომადგენელთა დამოკიდებულების რეალური შეფასება გართობის, მედიის, რეკლამისა და ინფორმაციის სხვა წყაროებისადმი.    

კვლევა ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე თვეში. აირჩიეთ შესაბამისი ქვეყანა დეტალური ინფორმაციის მისაღებად:

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?