SAP Ariba

გადაწყვეტილება

SAP Ariba 

ღირებულებების წყარო ბიზნეესის განვითარებისთვის 

შესყიდვების დირექტორები მიმართავენ SAP Ariba-ს მომარაგების ჯაჭვის მართვის პროცესებისთვის დამატებითი ღირებულების უზრუნველსაყოფად. როგორც გლობალური SAP მომსახურებების პარტნიორი და SAP Ariba-ს პარტნიორი, დელოიტი კარგად იცნობს SAP Ariba-ს სრულ პოტენციალს —დაწყებული მომწოდებლებთან ურთერთობით, მოწოდების წყაროს არჩევითა და პირდაპირი თუ შუამავლის გზით მიწოდების განხორციელებით დასრულებული.

მიმდინარე მდგომარეობა

ეფექტურ ლიდერებს ესმით, რომ ბიზნესის მართვა დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე საწარმოს მართვა. ის მოიცავს მიწოდების ჯაჭვის სრული პროცესის, მომსახურებების და აქტივობების მართვას მომწოდებლიდან დაწყებული მომხმარებლით დასრულებული. ტრადიციული მიწოდების ჯაჭვი შეიცვალა ღირებულებების შექმნის პროცესად, სადაც ბიზნეს პროცესის თითოეული ეტაპი - მომწოდებლის შერჩევიდან გაყიდვამდე - წარმოადგენს შესაძლებლობას ინოვაციებისა და ღირებულების შექმნისთვის. 

SAP Ariba-ს მნიშვნელობა

ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც იყენებენ SAP Ariba® გადაწყვეტილებებს სულ უფრო იზრდება. SAP Ariba გვთავაზობს გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს, რომელიც მოიცავს მოწოდების, ხელშეკულებების მართვის, მომწოდებლების მართვის, შესყიდვების, საბრუნავი კაპიტალის ოპტიმიზაციისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებებს — რათა დაეხმაროს ბიზნესებს ინფორმაციის უკეთ ვიზუალიზაციაში, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებაში. ავტომატიზაციისა და მონაცემების რეალური ქვედებებად გარდაქმნის გზით, SAP Ariba ეხმარება ბიზნესებს ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდასა და დამატებითი ღირებულების შექმნაში.

SAP Ariba გადაწყვეტილებები შეიძლება გამოიყენოს ორგანიზაციამ, რომელიც უკვე ახორციელებს ინვესტიციას SAP ტექნოლოგიებში და სურს გააძლიეროს SAP-ის შესაძლებლობები და ასევე იმ ორგანიზაციამ, რომელსაც სურს კონკრეტული გამოწვევების გამკლავება შესყიდვების სფეროში.

დელოიტის უპირატესობები

დელოიტის ქსელში დასაქმებული, SAP გადაწყვეტილებების სფეროს 16,300-ზე მეტი პროფესიონალის და ასევე, სტრატეგია და ოპერაციების/მომწოდებლების და შესიდვების გუნდის დახმარებით დელოიტი ეხმარება ბიზნესებს ახალი ღირებულებების შექმნაში, SAP Ariba გადაწყვეტილებების დახმარებით. დელოიტის პროფესიულანელი ფლობენ დიდ ცოდნასა და გამოცდილებას ორგანიზაციების დასახმარებლად აღმოჩინონ რისკები, გააუმჯობესონ პროცესები და განახორციელონ სწორი გადაწყვეტილებები ბიზნეს გეგმების მისაღწევად.  

 

თემასთან დაკავშირებული მასალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.