Analytics & Information Management

გადაწყვეტილება

ანალიტიკა და ინფორმაციის მართვა

მონაცემების ანალიზის ინსტრუმენტები

"Insight Driven" ორგანიზაციად ჩამოყალიბება დამოკიდებულია მისი ადამიანური რესურსების, პროცესების, მონაცემებისა და ტექნოლოგიების ხასიათსა და ანალიტიკურ სტრატეგიაზე. ჩვენ ვეხმარებით სტრატეგიის განსაზღვრაში და მის მისადაგებაში მონაცემების ანალიზისა და განხილვის პროცესებთან, ანალიტიკის გამოყენების გზით, ყველაზე უფრო მწვავე ბიზნეს გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. ჩვენ ვაერთიანებთ გუნდებს ბიზნესის, ტექნოლოგიური და მეცნიერული უნარ-ჩვევებით, რათა მოვაგვაროთ ძირითადი მონაცემებთან და ანალიტიკურ მხარესთან, რისკებთან და შესაძლებლობებთან, ადამიანური რესურსების საჭიროებასთან და ინვესტირებასთან დაკავშირებული საკითხები. 

ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს გახადონ მათი ეკონომიკური მაჩვენებლები უფრო ზუსტი, ვიდრე ოდესმე ჩვენი მონაცემებისა და ანალიტიკის განყოფილების საშუალებით, რაც ეხმარება კლიენტებს სწრაფად განსაზღვრონ და განახორციელონ პრიორიტეტები, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მონაცემების მეცნიერული ტექნიკის გამოყენების გზით. საუკეთესო ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს მიიღონ სარგებელი მრავალფეროვანი ეკოსისტემიდან, ინოვაციების, ახალი ტექნიკების და ტექნოლოგიების დახმარებით, როგორიცაა Big Data, Internet of Things, Artificial Intelligence, Crowd Sourcing.      

ჩვენი მომსახურებები მოიცავს:

• ხედვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია

• მონაცემთა მონეტიზაცია

• სტუდიის და ლაბორატორიული მომსახურება

• სტრატეგიული და განხორციელების რუქა

მონაცემებისა და კონტენტის მართვა

დელოიტი დაეხმარა მსოფლიოს მრავალ წამყვან ორგანიზაციას ეფექტური საწარმოო მონაცემების მართვის (EDM) გადაწყვეტილებების შემუშავებაში და განხორციელებაში ბიზნეს ტრანსფორმაციის მხარდაჭერის, მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის და ძირითადი ბიზნეს პროცესების უზრუნველყოფის მიზნით.

ხშირად გამოყენებული ტექნოლოგიები: SAP, IBM, SAS / DataFlux, Informatica და Microsoft. ჩვენი მომსახურებები მოიცავს:

  • საწარმოს საინფორმაციო სტრატეგია: საწარმოო სტრატეგიის განსაზღვრა სტრუქტურირებული და ატასტრუქტურირებული მონაცემების მართვის მიზნით კორპორატიულ სტრატეგიასთან შესაბამისობაში;
  • მონაცემების მართვა და პროცესები: ორგანიზაციის, პოლიტიკისა და პროცესების უზრუნველყოფა საწარმოო მონაცემების ეფექტური მართვისთვის;
  • მონაცემების ხარისხი: გადაწყვეტილებები, პროცესები და მართვა მაღალი ხარისხის მონაცემების უზრუნველყოფის მიზნით;
  • მასტერ და მეტა მონაცემების მართვა: გადაწყვეტილებების და პროცესების შემუშავება და განხორციელება ძირითადი მონაცემების სამართავად, როგორიცაა მომხმარებლების და პროდუქციის მონაცემები;
  • მონაცემების არქიტექტურა და წარმოშობა: სისტემების, ხელსაწყოებისა და მოდელების განსაზღვრა, რომლებიც ინტეგრირებულია კორპორატიულ ინფრასტრუქტურასთან;
  • მონაცემების მიგრაცია: ახალ აპლიკაციებზე გადასვლის მართვა, როგორიცაა ERP, CRM, და DWH.

გარდა ამისა, ორგანიზაციები ფლობენ დიდი რაოდენობით ინფორმაციას "არასტრუქტურირებული მონაცემების" სახით, რომლებიც მოცემულია სხვადასხვა დოკუმენტებში, სისტემებში, ქსელში, ინტერნეტში, და სხვა. დელოიტის საწარმოო ინფორმაციის მართვის (ECM) პრაქტიკა დაგეხმარებათ ამ მონაცემების შექმნის, მართვისა და გავრცელების ახალი გზების აღმოჩენასა და ოპტიმიზაციაში.

ჩვენ დაგეხმარებით დოკუმენტების მართვის, ცოდნის მართვის, ინტრანეტის და ინტერნეტის, სკანირების და არქივაციის, სამუშაოს მიმდინარეობის, ანგარიშფაქტურების დამუშავების და ციფრული დოკუმენტების ინტეგრაციის კუთხით არსებულ აპლიკაციებში: ERP და CRM. ტექნოლოგიები მოიცავს: SAP, OpenText, Microsoft SharePoint, Adobe და K2.

ჩვენი მომსახურებები მოიცავს:

  • ინფორმაციის და ჩანაწერების მართვა: ინფორმაციის მართვის ხედვის, სტრატეგიისა და გზამკვლევის შემუშავება;
  • სტრუქტურა და ინსტრუმენტები: ტექნოლოგიური სტრუქტურის შემუშავება. კონსულტაცია ვენდორებთან და ინსტრუმენტებთან დაკავშირებით;
  • გარდაქმნა: ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და პროცესების ანალიზი, შემუშავება და განხორციელება ინფორმაციის მართვის მიზნით. მულტიდისციპლინარულ გუნდში მუშაობის გზით, ჩვენ ასევე შეგვიძლია პროცესების, კულტურისა და ორგანიზაციის გარდაქმნის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციები: ორგანიზაციის მხარდაჭერა ყოველდღიური საქმიანობების დროს. 

მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების პროცესების ავტომატიზაცია

თუ როგორ მიეწოდება ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიას, მნიშვნელოვნად განაპირობებს მისი შემდგომი გამოყენების დროსა და ხასიათს. მონაცემების მოცულობის, კომპიუტერების სისწრაფის და ანალიტიკის სირთულის ზრდის პარალელურად, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს თანამშრომლებს, პარტნიორებს და მომწოდებლებს უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ და ვიმუშაოთ და მივიღოთ უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები ძლიერი, მომხმარებლებზე ორიენტირებული საწარმოო ინსტრუმენტებით. 

უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც იყენებენ დაცულ მონაცემებს საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ, გავამდიდროთ და ეფექტურად გადავცეთ გაფილტრული მონაცემები ანალიტიკური დამუშავებისთვის. 

ჩვენი ინფორმაციის მიწოდებისა და ავტომატიზაციის მომსახურებები მოიცავს:

• ვიზუალიზაცია და მონაცემების აღმოჩენა

• ვირტუალიზაცია და Cloud

• მეხსიერების გადაწყვეტილებები

• მონაცემთა ინტეგრაცია / ჩაყლაპვა

• მონაცემების საწყობი

ეფექტურობის მართვა

საწარმოო ეფექტურობის მართვა (EPM) არის ინდივიდუალური დასახული მიზნების შეთავსება ორგანიზაციულ მიზნებთან. არ აქვს მნიშვნელობა, ინტეგრირებული სამუშაო ეფექტურობის მართვის ციკლის რა ეტაპზე ხართ, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განხორციელებაში გამჭვირვალობისა და ეფექტურობის მიღწევის მიზნით, თქვენი ბიზნესის უფრო პროდუქტიულად სამართავად.

ორგანიზაციის ეფექტურობის მართვა არ არის ტექნოლოგიის საკითხი, ეს ბიზნეს საკითხია. მას განაპირობებს ჩვენს მიერ არჩეული მიდგომის ხასიათი, თანამშრომლების ალღო და ბიზნეს სპეციფიკური ხედვა და გამოცდილება, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს გაზომონ და მართონ მათი საქმიანობის ეფექტურობა.

ჩვენ გთავაზობთ ეფექტურობის მართვის სრულყოფილ ხედვას ფუნქციონალური და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას სტრატეგიის შემუშავებიდან დაწყებული მისი განხორციელებით დასრულებული, ყველაზე უფრო მწვავე გამოწვევების გამკლავების მიზნით სამი ძირითადი ბიზნეს პროცესის ირგვლივ: დაგეგმვა, ანგარიშგება და კონსოლიდაცია.

ჩვენი მომსახურებები მოიცავს:

• საქმიანობის ეფექტურობის მართვის სტრატეგია

• ფასწარმოქმნის და მომგებიანობის მართვა

• ხარჯების მართვა

• დაგეგმვა, ბიუჯეტირება და პროგნოზირება

• კონსოლიდაცია

• ფინანსური და მართვის ანგარიშგება

• მოდელირება და გადაწყვეტილებების მხარდაჭერა

მოწინავე ანალიტიკა

მონაცემების ძალა მათ ინტერპრეტაციაში მდგომარეობს. ჩვენ ვმუშაობთ ორგანიზაციებთან ყველა ინდუსტრიულ დარგში, მათი ბიზნესის კრიტიკული მხარეების მიმართულებით, მონაცემების საჭირო ძალაუფლებით აღჭურვის მიზნით ანალიტიკის გზით. ანალიტიკა წარმოადგენს ავტომატიზირებული სწავლების, პროგნოზირებადი მოდელირების, სტატისტიკისა და მოწინავე ვიზუალიზაციის გამოყენებას მონაცემების დამუშავებისას. ანალიტიკა ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მომხმარებლების, მიწოდების ჯაჭვის, ფინანსების, ადამიანური რესურსებისა და რისკების მიმართულებით.

ჩვენი მოწინავე ანალიტიკური მომსახურებები მოიცავს:

• გაფართოებული ვიზუალიზაცია და სწრაფი პროტოტიპები

• ბუნებრივი ენობრივი დამუშავება და ტექსტის ანალიტიკა

• ინფორმაციის ანალიტიკა და პროგნოზირებადი შინაარსის მიწოდება

• გადაწყვეტილების მიღება რეალურ დროში

• ავტომატიზირებული სწავლების პროგნოზირებადი და დირექტიული სწავლება

მოწინავე ანალიტიკისთვის ჩვენ ვიყენებთ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა R, SAS, IBM Modeller და Watson, Python და Fluxicon Disco და სხვა.

კოგნიტური გადაწყვეტილებები

შემეცნებითი ხედვა ხშირად მოიცავს კომპლექსურ ალგორითმებს, რაც მოითხოვს კლიენტის ბიზნესისა და მისი საქმიანობის სფეროს ღრმა ცოდნას სეგმენტაციის, პერსონალური ჩართულობის, პროგნოზირებული ანალიტიკის და ა.შ. მეშვეობით. ჩვენ ვიღებთ კონცეფციებს სხვადასხვა მონაცემებიდან, ტექსტობრივი წყაროებიდან და სოციალური მედიიდან ახალი ხედვის შემუშავებისა და რეალური გადაწყვეტილებების მოძიების მიზნით კოგნიტური ანალიზისა და კორელაციის გზით.

შემეცნებითი კომპიუტერიზაციის წყალობით დელოიტი ავლენს ბიზნესისა და მთლიანად ინდუსტრიული დარგის გარდაქმნის პოტენციალს. იგი აერთიანებს შესაძლებლობებს ადამიანის გონებრივი სიძლიერის გაძლიერებისა და ზრდისათვის. შემეცნებითი ავტომატიზაცია მოიცავს ადამიანის ინტელექტის შესაძლებლობების გაზრდას კომპლექსური ცოდნისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების ავტომატიზაციის მიზნით. ეს საშუალებას აძლევს თანამშრომლებს გააუმჯობესონ ხარისხი, სიზუსტე და შეამცირონ დრო დიდი მონაცემების დამუშავებისას.

შემეცნებითი ხედვის გზით ჩვენ ვახდენთ მონაცემების, ახალი ამბების და სოციალური მედიის შემეცნებას ინტელექტუალური სტრატეგიის ჩამოყალიბების მიზნით დელოიტის "ინოვაციების 10 სახეობის" პრაქტიკის საფუძველზე და ასევე, დესტრუქციული ტენდენციების დროული იდენტიფიცირების გზით მონაცემების ანალიზის მეშვეობით. 

ჩვენი შემეცნებითი მომსახურებები მოიცავს:

• შემეცნებითი ჩართულობა

• შემეცნებითი ავტომატიზაცია 

• შემეცნებითი აღქმა და ფორმირება

• შემეცნებითი ხედვა

ანალიტიკური ფუნქციის მართვა

მართული ანალიტიკა გვთავაზობს იმ გამოწვევების გადაწყვეტის ალტერნატივებს, რომლებსაც დღსდღეობით კომპანიები ხშირად აწყდებიან. ანალიტიკური ტექნოლოგიების გამოყენება გადაწყვეტილებებს უფრო სწარფს და ეფექტურს ხდის. 

ჩვენი ანალიტიკური გადაწყვეტილებები მოიცავს შესაძლებლობების შექმნასა და მართვის მომსახურებებს, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

შესაძლებლობების შექმნა - სწორი საოპერაციო მოდელების შემუშავება ანალიტიკისთვის, მათ შორის: სწორი პროცესები, მართვა, მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები:

• სწრაფი მიწოდება: კლიენტების დახმარება განავითარონ სწრაფი მიწოდების სისტემა და მიდგომა მათ ორგანიზაციებში და გამოიყენონ მოქნილი ინსტრუმენტები დაინტერესებულ მხარეებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის მისაცემად

• გუნდის დაქირავება: გუნდის შესაძლებლობების გამოყენება ინოვაციებისთვის და  ტემპის დაჩქარება მრავალფეროვანი შიდა და გარე რესურსების გამოყენებით

მართვის მომსახურებები - აუთსორსინგის ანალიტიკა გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფს და ეფექტურს ხდის:

• ინფრასტრუქტურა, როგორც მომსახურება: ინდუსტრიული სტანდარტების მონაცემების ინტეგრაციის მხარდაჭერა და ინფორმაციის გავრცელების სტრუქტურა

• მონაცემები, როგორც მომსახურება: მონაცემების მართვის მომსახურებები ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავება, წმენდა, შეთანხმება, მონაცემების მართვა და კონტროლი

ძირითადი კონტაქტები

აზიზ ბედიროვი

აზიზ ბედიროვი

პარტნიორი, SAP

აზიზმა დელოიტში მუშაობა 2006 წელს დაიწყო. მას SAP-ის დანერგვის სფეროში 14 წლიანი გამოცდილება გააჩნია. იგი არის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ბაკალავრი, ფლობს SAP R/3 FI/CO ... მეტი

ჯონ რობინსონი

ჯონ რობინსონი

მმართველი პარტნიორი, საქართველო

ჯონი 2 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ნიგერიაში, თუმცა მისი პროფესიული გამოცდილება ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას უკავშირდება. დელოტში მუშაობის დაწყებამდე იგი იყო გლობალური მარწმუნებელი და საკონ... მეტი