Technology solutions

მომსახურება

ტექნოლოგიები

დღესდღობით ბიზნესი და ტექნოლოგიური ინოვაციები მჭიდროდ დაკავშირებულია ერთმანეთთან და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი ბიზნეს გარდაქმნაზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. დელოიტის პროფესიონალები ტექნოლოგიების სფეროში ეხმარებიან კლიენტებს მათთვის ყველაზე კრიტიკული საკითხების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაში.

ჩვენი მომსახურებები

ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი და აღმასრულებელი პროგრამა
დელოიტის IT დირექტორი და აღმასრულებელი პროგრამა ეხმარება უფროს IT სპეციალისტებს მუდმივად ფლობდნენ ინფორმაციას ბიზნესისა და  ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს გამოწვევებისა და ცვლილებების შესახებ. 

ტექნოლოგიური სტრატეგია და სტრუქტურა
დელოიტის ტექნოლოგიური სტრატეგიისა და დაპროექტების სპეციალისტები  კონსულტაციას უწევენ IT და ტექნოლოგიურ დირექტორებს და ბიზნეს ლიდერებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების კუთხით, რაც განაპირობებს ბიზნეს შედეგებს.

ციფრული დელოიტი
დელოიტის ციფრული მომსახურების სპეციალისტებს შესწევთ უნარი დაგეხმარონ მომხმარებლებზე ორიენტირებული  და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, სტრატეგიის შემუშავებიდან დაწყებული მის საბოლოო  განხორციელებამდე.

ინფორმაციის მართვა და ანალიტიკა
დელოიტის ანალიტიკისა და ინფორმაციის მართვის პრაქტიკა მოიცავს უწყვეტ შესაძლებლობებს ბიზნესის კვლევის, მონაცემთა მართვის ტექნოლოგიების და მომავალი თაობების ანალიტიკისა და ტექნოლოგიების კუთხით, მათ შორის დიდი მოცულობის მონაცემთა გადამუშავება და კომპიუტერული სწავლება.

საწარმოო პროგრამები
დელოიტის საწარმო პროგრამების დანერგვის პრაქტიკა დაგეხმარებათ შეიმუშაოთ და დანერგოთ პროგრამები, რომლებიც მუშაობენ ეფექტურად საწარმოო ოპერაციებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.

სისტემური ინტეგრაცია
დელოიტის სისტემური ინტეგრაციის სპეციალისტებს შეუძლიათ შემოგთავაზონ კომპლექსური გადაწყვეტილებები და დაგეხმარონ მართოთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სირთულეები და გადაწყვიტოთ ბიზნეს გამოწვევები ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზით.

კიბერ რისკი
დელოიტის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები ეხმარებიან ბიზნეს ლიდერებს კიბერ უსაფრთხოების არსის გაგებასა და მათი ორგანიზაციების დაცვის გაძლიერებაში აღნიშნული მიმართულებით.

პროგრამულად მართული მომსახურება

დელოიტის პროგრამული მართვის სპეციალისტები ეხმარებიან კომპანიებს გაუმკლავდნენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გააუმჯობესონ პროგრამული უზრუნველყოფა და მიაღწიონ დასახულ ბიზნეს შედეგებს.

ტექნოლოგიური ვენდორები
დელოიტის ტექნოლოგიის გამყიდველები თანამშრომლობენ მრავალ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რათა დაეხმარონ ბიზნეს-ლიდერებს გადაწყვეტილებების განსაზღვრასა და განხორიელებაში, რომლებიც გააუმჯობესებს ოპერაციებისა და შესრულების დონეს.

Technology solutions

Meet our leaders

Rafail Miftakhov

Rafail Miftakhov

Director, Technology Integration

Rafail joined Deloitte in 2008. He has a significant experience in dealing with major Russian and international clients in the field of ​​operational efficiency improvement and implementation of IT so... მეტი