მომსახურება
ტექნოლოგიური ინტეგრაცია
ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები სასიკეთოა თქვენი ბიზნესისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეესაბამება თქვენს სტრატეგიულ მიზნებს და უნაკლოდაა ინტეგრირებული თქვენს ბიზნეს ოპერაციებში.
ჩვენი ტექნოლოგიური ინტეგრაციის გუნდი მუშაობდა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით სხვადასხვა პროექტებზე და გააჩნია საჭირო უნარები და გამოცდილება იმისათვის, რომ საუკეთესო პროფესიული მომსახურება გაგიწიოთ.
ტექნოლოგიურ ინტეგრაციაში (TI), ტექნოლოგიებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტეგრაცია. ტექნოლოგია ღირებული სტრატეგიული ბიზნეს რესურსია, მაგრამ განცალკევებით, მხოლოდ ამ რესურსით ვერაფერი მიიღწევა. ჩვენ კოლეგებთან ერთად ჩვენი კლიენტების ბიზნეს გამოწვევების გადაწყვეტისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავების მიმართულებით ვმუშაობთ.
დაბრუნება - ტექნოლოგიები