თანამშრომლები

გიორგი გურგენიძე

უფროსი მენეჯერი, რისკების მართვა

გიორგი გურგენიძე

გიორგი გურგენიძე დელოიტის საქართველოს ოფისის რისკების მართვის მიმართულების ხელმძღვანელია. მიმართულების ძირითადი კომპონენტებია ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება. იგი შემოუერთდა დელოიტის საქართველოს ოფისს დელოიტის ლონდონის ოფისიდან, სადაც 2016-2017 წლების განმავლობაში იკავებდა მენეჯერის პოზიციას რისკების მართვის მიმართულებაში. მას აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.

სანამ დელოიტს შემოუერთდებოდა, გიორგი მუშაობდა ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს ბანკში რამდენიმე წლის განმავლობაში. კარიერის საწყის ეტაპზე იგი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს უფროსი სპეციალისტი - კიბერ უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფში.

გიორგის გამოცდილება მოიცავს: ინფორმაციული უსაფრთხოების მართვას, ინფორმაციული სისტემების აუდიტს, კიბერ ინციდენტების და კრიზისების მართვას, ინფორმაციული სისტემების საექსპერტო ანალიზს და ა.შ.

არის სხვადასხვა პროფესიული გაერთიანების წევრი და აღნიშნული სფეროს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელი.

ფლობს Royal Holloway, University of London-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხს.

გიორგი გურგენიძე