თანამშრომლები

თამარ ნაცვლიშვილი

დირექტორი, აუდიტი

თამარ ნაცვლიშვილი

თამარი არის დირექტორი აუდიტისა და მარწმუნებელი გარიგებების და ასევე გარიგებების მომსახურების სფეროში კომბინირებული გამოცდილებით. მას დელოიტის სხვადასხვა ოფისში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

თამარი არის კვალიფიციური სერთიფიცირებული ბუღალტერი (FCCA) და ამჟამად მუშაობს დელოიტის საქართველოს ოფისში შემდეგი სპეციალიზაციით: ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; სხვა მარწმუნებელი გარიგებები, შეთანხმებული პროცედურები და წინასაინვესტიციო  ანალიზის პროექტები ძირითადად საბანკო სექტორში.

თავისი კარიერის მანძილზე თამარი მუშაობდა აქციების პირველადი განთავსებისა და ბანკებისა და კაპიტალის ბაზრების დარგში აუდიტორული მომსახურების გუნდში ლონდონში. მისი უახლესი გამოცდილება მოიცავს სააქციო კაპიტალის ბაზრის პროექტებს, მათ შორის პრემიალური განთავსების პროექტები, აქციების პირველადი განთავსებისა და მსხვილი გარიგებების მომსახურებები.

თამარს აქვს დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის გამოცდილება, როგორც გარე აუდიტის ასევე საკონსულტაციო მომსახურების კუთხით.

თამარი ამჟამად უძღვება აუდიტისა და საკონსულტაციო პროექტებს საქართველოში და ფლობს ადგილობრივი კლიენტების მნიშვნელოვან პორტფოლიოს სხვადასხვა ინდუსტრიულ დარგში.

 

თამარ ნაცვლიშვილი