სტატია

თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა

კომპანია დელოიტისა და თბილისის მერიის ერთობლივი კვლევა

კომპანია დელოიტისა და თბილისის მერიის ერთობლივი კვლევა თბილისის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ უკვე გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგები ქ. თბილისის მერმა - კახა კალაძემ, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა - ანდრია ბასილაიამ და დელოიტის სტრატეგიისა და საოპერაციო საქმიანობის დეპარტამენტის მენეჯერმა ანტონ ორლოვსკიმ წარმოადგინეს.

სასტუმრო რედისონში ორგანიზებულ კონფერენციას 150-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს. კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. პრეზენტაციის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს მთავარი სექტორები ინვესტიციების და ახალი პროექტების მოსაზიდად და ასევე, დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის.

კითხვა-პასუხის სესიის დროს მონაწილეებმა განიხილეს ასევე ეკონომიკის სხვა სექტორები და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობა მათი განვითარებისათვის.

 

 
 
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?