სტატია

ბიზნეს გეგმა და საინვესტიციო პრეზენტაცია, ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო დაბეგვრის საფუძვლები სტარტაპებისთვის

დელოიტისა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი ონლაინ ტრენინგი

7 ოქტომბერს დელოიტმა ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელა ონლაინ ტრენინგი სახელწოდებით - ბიზნეს გეგმა და საინვესტიციო პრეზენტაცია, ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო დაბეგვრის საფუძვლები სტარტაპებისთვის.

ტრენინგი მიზნად ისახავდა სტარტაპების მხარდაჭერას და მათთვის, არსებითი ფინანსური თუ საგადასახადო საკვანძო საკითხებისა და ასევე, ბიზნეს გეგმის და საინვესტიციო პრეზენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც აუცილებელია მათი ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდნენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები. ვებინარს ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს სტარტაპ კომპანიების წარმომადგენლები.  

დელოიტი მოხარულია თავისი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების განვითარებაში და მომავალშიც გეგმავს საქმიანობის გაფართოებას ამ მიმართულებით. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?