სტატია
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) ელექტრონული სწავლება
გადმოწერე. აღმოაჩინე. განავითარე.
ჩვენი უფასო, მაღალი ხარისხის ელექტრონული სწავლების ფასს მოდულები ეხმარება მომხმარებლებს განავითარონ IFRS-ისა და IAS-ის (აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები) ძირითადი პრინციპებისა და კონცეფციების ცოდნა და გამოიყენონ ისინი პრაქტიკაში.
დელოიტმა შექმნა IFRS სავარჯიშო მოდულები, რომლებიც შემოთავაზებულია უფასოდ და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. თითოეული მოდულის (დაახლოებითი მოცულობა: 3მბ) გადმოწერა შესაძლებელია .zip ფაილის ფორმატში და მოიცავს:
- რეალურ სიტუაციებს, რაც მიზნად ისახავს სტანდარტის პრაქტიკული გამოყენების დემონსტრირებას
- სექციას „Coach me“, რომელიც მომხმარებელს უხსნის პრინციპებს და თეორიულ მასალას.
- მაგალითებს, რომელიც აჩვენებს სტანდარტის სხვადასხვა ასპექტის გამოყენებას პრაქტიკაში.
- სწავლის გასამარტივებლად სხვა დამატებით მასალას.
- სერთიფიკატს, თითოეული მოდულის საბოლოო ტესტის ჩაბარების შემთხვევაში.
IFRS ელექტრონული სწავლების მოდულები ხელმისაწვდომია უფასოდ და შეიძლება იქნას გამოყენებული ნებისმიერი ადამიანის მიერ, რომელიც დარეგისტრირებულია საიტზე, თავდაპირველი ფორმის შეუცვლელად და დელოიტის საავტორო უფლებების დაცვით.
მათ, ვინც პირველად იყენებს ელექტრონული სწავლების მოდულს, დაწყებამდე სასურველია გაეცნონ „IFRS ელექტრონული სწავლების მოდულის გამოყენება“-ს, ვინაიდან ეს პატარა მოდული წარმოადგენს მთლიანი მასალის ერთგვარ შესავალს და დაგეხმარებათ სხვა მოდულების უკეთ გააზრებაში.
„აჩვენებს, თუ როგორი იქნება ტექნიკური ბუღალტერიის ტრეინინგი მომავალში“ - ვივ ქოული. საბუღალტრო ვებ-გვერდი
დარეგისტრირდი IFRS ონლაინ სწავლებაზე
ათასობით ადამიანი, 130-ზე მეტი ქვეყნიდან უკვე დარეგისტრირდა და იყენებს მოდულებს. ბევრი მსხვილი კორპორაცია იყენებს დელოიტის IFRS ელექტრონული სწავლების მოდულებს, როგორც თავიანთი თანამშრომლების განათლების ძირითად საშუალებას და განთავსებული აქვთ სწავლების მოდულები კომპანიის შიდა ქსელში.
რეგისტრაციისათვის გადადით დელოიტის ელექტრონული სწავლების ვებ-გვერდზე და მიიღეთ წვდომა მოდულებზე.
ხელმისაწვდომი მოდულები:
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|