კარიერა

ცხოვრება დელოიტში

ადამიანები და კულტურა - ეს არის საფუძველი „დელოიტი“-ს როგორც დამსაქმებლის მიმზიდველობის.

სწორედ ეს მიზეზები იქნა დასახელებული კომპანიის თანამშრომლების მიერ, როდესაც ვარკვევდით დელოიტში მუშაობის უპირატესობებს. რა არის განსაკუთრებული „დელოიტი“-ს გუნდში? პასუხი ძალიან მარტივია: დელოიტის კოლექტივი უნიკალურია. თითოეული თანამშრომელი გამორჩეული პიროვნებაა, ფასდება როგორც წანყვანი პროფესიონალი მის სფეროში და სამართლიანად შეუძლია იამაყოს მისი პირადი მიღწევებით და როლით კოლექტივის წარმატებაში.

რაში მდგომარეობს  „დელოიტი“-ს კულტურის განსაკუთრებულობა? დელოიტის კულტურა ეს არის ურთიერთდახმარება, თანამშრომლობა, მაღალი შედეგები და დიდი შესაძლებლობები. დელოიტი იწვევს საუკეთესო სპეციალისტებს ყველა სფეროდან, აძლევს მათ ნაყოფიერი  მუშაობის და წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. თავიდანვე თქვენ ხდებით გუნდის წევრი, რომელიც მომსახურებას უწევს გამორჩეულ კლიენტებს. დელოიტი იძლევა კარიერული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს და მიყავხართ თქვენი მიზნების მიღწევამდე.

დელოიტის ცხოვრება ასევე გამოირჩება დიდი მობილურობით. კარიერული ზრდის მიღებული სტერეოტიპი წარსულში რჩება. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ თვითონ შეარჩიოთ და წარმართოთ თქვენი კარიერა და ცხოვრება. მატერიალური წახალისებების მრავალფეროვანი პროგრამა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება შეგიქმნით მყარ პლათფორმას თქვენ და თქვენს ახლობლებს. ვინაიდან დელოიტი ახორციელებს თავის საქმიანობას 150-ზე მეტ ქვეყანაში, ჩვენთან გექნებათ საზღვარგარეთ მუშაობის შესაძლებლობა. როგორ მოგწონთ ასეთი ცხოვრება?