სტატია

შიდა აუდიტი და თაღლითობა

ჩვენი 2010 წლის შიდა აუდიტის თაღლითობის ბოლო კვლევის შემდგომ, შიდა აუდიტის ფუნქციები კვლავ განვითარდა, როგორც თაღლითობის რისკის მართვის, ასევე საგამოძიებო პასუხისმგებლობის კუთხით. მენეჯმენტი კვლავაც დამოკიდებულია შიდა აუდიტზე მექრთამეობის კონტროლისა და თაღლითობის აღმოჩენისა და გამოძიების კუთხით.

შიდა აუდიტის ფუნქციაზე ზეწოლისა და მოთხოვნის გაზრდის ფონზე, აღნიშნულმა კვლევამ გამოიკვლია მთელი რიგი საკითხები, მათ შორის: იქონიეს თუ არა მნიშვნელოვანი გავლენა შიდა აუდიტის ფუნქციაზე მარეგულირებელი გარემოს ცვლილებებმა, იმოქმედა თუ არა მონაცემების შეგროვებისა და გარიგებების მონიტორინგის სირთულემ შიდა აუდიტის როლზე და არის თუ არა შიდა აუდიტის ფუნქცია შესაბამისად აღჭურვილი, რათა უპასუხოს მომატებულ ზეწოლას.

ასევე კვლევა მოიცავდა ინფორმაციას თაღლითობის რეალური ზეგავლენის შესახებ  ბიზნესზე და თუ რა ცვლილებები შეიძლებოდა განეცადა შიდა აუდიტის ფუნქციას ჩვენი ბოლო კვლევის შემდგომ პერიოდში. ჩვენ ასევე ვიკვლევთ შიდა აუდიტის დანიშნულებას თაღლითობის თავიდან აცილებისა და აღმოჩენის კუთხით და ხელმძღვანელობის მოლოდინს აღნიშნული ფუნქციის მიმართ.

ამ დარგთაშორისი კითხვარის შედეგები ეფუძნება შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელების პასუხებს, რომელთა გამოკითხვა 2012 წლის მარტსა და აპრილში განხორციელდა. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?