Forensic

მომსახურება

ფინანსურ-საგამოძიებო მომსახურება

თანამედროვე პასუხი თაღლითობაზე

სერიოზულ თაღლითობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კომპანიაზე, გავლენას ახდენს დაინტერესებული მხარეების ნდობაზე, მომგებიანობასა და ბიზნესის გრძელვადიან ჯანსაღ საქმიანობაზე. კონტრაგენტების, მენეჯმენტის თუ თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი თაღლითობა პირდაპირ მოქმედებს თქვენი საქმიანობის საბოლოო შედეგზე. სათანადო კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების ყოლა არის თქვენი მთავარი იარაღი, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ და შეამსუბუქოთ თაღლითობის რისკი.

თაღლითობამ, არალეგალურმა პრაქტიკამ და არაეთიკურმა მოქმედებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ფინანსებსა და რეპუტაციაზე. იმისათვის, რომ დავძლიოთ ეს რისკები, ჩვენი გუნდი აწარმოებს საგამოძიებო და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიმოხილვას და კვლევას, რომელიც მორგებულია თქვენს კონკრეტულ რისკის საშიშროებებზე, მიუხედავად სექტორისა ან იურისდიქციისა.

როგორც დელოიტის წევრ ფირმას, ჩვენ გვაქვს გამოცდილი გამომძიებლების გლობალური ქსელი, რომლიც მზად არის გაგიწიოთ მსოფლიო დონის მხარდაჭერა.

ჩვენ გთავაზობთ საგამოძიებო და დავების მოგვარების მოსახურეობების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს:

  • მიმოხილვა და გამოძიება
  • დავების მოგვარების მომსახურეობა
  • კაპიტალური პროექტები
  • ელ-აღმოჩენა
  • ანალიტიკა

როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თაღლითობის რისკების შემცირებაში, კანონმდებლობასთან შესაბამისობის პროგრამების გაძლიერებასა და თაღლითობისა და გადაცდომების პოტენციური შემთხვევების გამოძიებაში. ჩვენს სპეციალისტებს აქვთ გამოცდილება სასამართლო მიმოხილვისა და გამოძიებების ფართო სპექტრში.

  • თაღლითობა და საბუღალტრო გამოძიება
  • მექრთამეობისა და კორუფციის საწინააღმდეგო მომსახურეობა
  • ბიზნეს დაზვერვის მომსახურეობა
  • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მომსახურეობა
  • თაღლითობის რისკის მართვა/შესაბამისობა

მიმოხილვა და გამოძიება

დავები შეიძლება იყოს რთული და გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზარალი, რომლის ზუსტი დათვლა აუცილებელია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეყრდნოთ სამართალწარმოებისა და დავების გარემოებებზე, სადაც პოტენციური ზარალის სწორი და დეტალური შეფასება უმნიშვნელოვანესია. 

დამატებით ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო საარბიტრაჟო და ექსპერტი მოწმის მომსახურეობა
  • ბიზნეს სადაზღვევო სარჩელის მომსახურეობა

დავების მოგვარების მომსახურეობა 

სამშენებლო პროექტებში ინვესტირებული თქვენი კაპიტალური დანახარჯების 50% -ზე მეტი შესაძლებელია დაიკარგოს თაღლითობის გზით და ინტერესთა კონფლიქტის გამო. ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება მშენებლობის ყველა ასპექტში, პროქტების მართვის საგამოძიებო მიდგომასთან ერთად, ეხმარება ჩვენს კლიენტებს შეამსუბუქონ აღნიშნული რისკი ორი მთავარი მომსახურეობის საშუალებით:

კაპიტალის პროექტების საგამოძიებო მიმოხილვა

კაპიტალის პროექტების მართვა

კაპიტალის პროექტები

ბიზნეს დავები, კომერციული გამოძიება ან სამართალწარმოება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმის იდენტიფიკაციაზე, თუ როდის მოხდა ინფორმაციის გადაცემა, წარმოშობა, შეცვლა ან წაშლა, ვის მიერ და რა გარემოებებში.

დელოიტის საგამოძიებო გუნდს შეუძლია დაგეხმაროთ უპასუხოთ დღევანდელი რთული  საგამოძიებო და სამართალწარმოების გარემოს ტექნოლოგიურ გამოწვევებს. 

ელ-აღმოჩენა

სანდო მონაცემები უმნიშვნელოვანესია თქვენი ბიზნესისთვის. კარგად მართულ მონაცემებს შეუძლია შემოსავლების გაზრდა, ხარჯების შემცირება  და რისკების შემსუბუქება. მონაცემების ცუდმა მართვამ კი შეიძლება განაპირობოს კლიენტების დაკარგვა, ხარჯებზე კონტროლის დაკარგვა და თქვენი ბიზნესისთვის რისკების წარმოქმნა.

თქვენი ანალიტიკის აუთსორსინგის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სწრაფი და სანდო შედეგები უფრო ეფექტურად გაწეული ხარჯებით. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ძირითადი შიდა და გარე მონაცემების კონსოლიდირება და ინტეგრირება და წარმოგიდგინოთ ბიზნეს მოსაზრებები ნათელი და გასაგები ფორმატით. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, რათა განვსაზღვროთ რომელი საკითხები დაგვეხმარება ვუპასუხოთ თქვენს ყველაზე დიდ გამოწვევებს და მოვახდინოთ იდენტიფიცირება და ანალიზი მონაცემებისა, რომლებიც მიგვიყვანს წარმატებამდე. დამატებით, ჩვენ გთავაზობთ სპეციფიკურ ტექნოლოგიურ ანალიტიკურ მომსახურეობას 1C, SAP და GPS პროგრამებისათვის. 

 

ანალიტიკა

ჩვენ შევიმუშავეთ მონაცემის მოპოვების ინსტრუმენტი, რომელიც გვთავაზობს სრულიად ავტომატიზირებულ 1C მონაცემთა ანალიზის მიდგომას, რომელიც გვეხმარება საეჭვო გარიგებების იდენტიფიცირებაში. ეს ინსტრუმენტი მუშაობს 1C-ს ყველა ვერსიასთან მიუხედავად მონაცემთა შენახვის ტიპისა (ფაილი ან სერვერის მონაცემთა ბაზა).

ჩვენი ინსტრუმენტი ათავისუფლებს ანალიტიკოსს რუტინული სამუშაოსგან, როგორიცაა: მონაცემების ჩამოტვირთვა, ტესტის თანმიმდევრობის შემუშავება, ტესტირებისა და ანგარიშის წარმოება; და ამასთანავე ფოკუსირებას ახდენს თაღლითობის რისკის იდენტიფიკაციისა და გამაფრთხილებელი სიგნალის სიღრმისეულ, დეტალურ ანალიზზე. თუ 1C მონაცემთა ბაზა მოიცავს რამდენიმე იურიდიულ პირს, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიტიკა როგორც ინდივიდუალური კომპანიისთვის, ასევე მთლიანი ჯგუფისთვის.

თაღლითობის ექსპრეს დიაგნოსტიკა