Insurance and Pensions

გადაწყვეტილება

დაზღვევა

სადაზღვევო ინდუსტრია მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნების ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პარალელურად რისკების მართვისა და პროდუქტიულობის გაზრდის კუთხით დიდ ზეწოლას განიცდის. დელოიტის ოფისი საქართველოში არის კომპანიის გლობალური ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის ნაწილი, რომელიც კლიენტებს ეხმარება გაუმკლავდნენ აღნიშნულ საკითხებს. ჩვენ ვთავაზობთ ზოგადი დაზღვევის, ცხოვრების, საპენსიო, ჯანმრთელობის და მეორედ დაზღვეულ კლიენტებს სრულფასოვან მომსახურებას დაწყებული სტრატეგიის შემუშავებით და მისი განხორციელებით და ბიზნეს ტრანსფორმირებით დამთავრებული.

ჩვენი სადაზღვევო სფეროს გუნდი შედგება სხვადასხვა სექტორის - მარწმუნებელი, აქტუარული და საკონსულტაციო, გადასახადების, რისკების მართვის და მარეგულირებელი - ექსპერტებისგან, რომლებსაც გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება, რათა დაეხმარონ სადაზღვევო კომპანიებსა და საპენსიო ფონდებს გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ჩვენი გლობალური ქსელი შეხედულებების, ინფორმაციისა და ინდუსტრიული სიახლეების გაზიარების საშუალებას გვაძლევს. ჩვენი საქმისადმი ერთგულება გამოიხატება ძირითადი ინდუსტრიული სტრუქტურების წევრობითა და მათთან თანაშრომლობით და ასევე სხვადასხვა ღონისძიებების სპონსორობით, მათ შორის „ევროპის სადაზღვევო ფორუმი“.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურებები:

  • IFRS და RAS ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი
  • IFRS ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვა
  • ფინანსური ანგარიშგებების გარდაქმნის კუთხით დახმარება
  • ტრენინგების  უზრუნველყოფა

აუდიტი

  • რეზერვების მიმოხილვა/დამოუკიდებელი შეფასება ფასს და ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად
  • შერწყმისა და შესყიდვების გარიგებების აქტუარული მხარდაჭერა
  • ტარიფის მოდელირება და ოპტიმიზაცია
  • ახალი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება
  • აქტუარული ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება
  • აქტუარული რისკების მართვა

სადაზღვევო და აქტუარული გათვლების გადაწყვეტილებები

  • დიაგნოსტიკა მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე
  • დიაგნოსტიკა გამყიდველის ინტერესებიდან გამომდინარე
  • გამყიდველის დახმარება გაყიდვების პროცესში
  • გამყიდველთან/პოტენციურ მყიდველთან მოლაპარაკებებში მხარდაჭერა
  • ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხებში მხარდაჭერა (დამოუკიდებელი ბიზნეს მიმოხილვის მომზადება)
  • გაყიდვებისა და შესყიდვების შეთანხმებების  მომზადება/ანალიზში მხარდაჭერა
  • კაპიტალის ბაზრების გარიგებებში ანალიტიკური მხარდაჭერა (გრძელვადიანი ანგარიში, სამუშაო კაპიტალის ანგარიში)

გარიგებების მხარდამჭერი მომსახურებები

  • საგადასახადო ანალიზი
  • საგადასახადო შემოწმება (წინა საინვესტიციო შემოწმების ფარგლებში)
  • საგადასახადო დაგეგმვა
  • საკონსულტაციო მომსახურება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების კუთხით
  • საკონსულტაციო მომსახურება საერთაშორისო გადასახადებში
  • საკონსულტაციო მომსახურება საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით
  • საგადასახადო აუდიტის მხარდაჭერის მომსახურებები
  • საგადასახადო დავების მოგვარება სასამართლომდე
  • კლიენტის წარმოდგენა სასამართლოში გადასახადებთან დაკავშირებულ პროცედურებზე
  • FATCA

კონსულტაცია გადასახადების დარგში

შიდა აუდიტი:                                                                                        

  • შიდა აუდიტის სრული ან ნაწილობრივი აუთსორსინგი
  • კორპორატიული მართვა
  • ორგანიზაციის რისკების მართვა
  • რისკებისა და საკონტროლო პროცედურების შეფასება საინფორმაციო ტექნოლოგიებში
  • შიდა აუდიტის ფუნქციის შემუშავება
  • შიდა აუდიტის ფუნქციის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება
  • შიდა აუდიტის ფუნქციის ოპტიმიზაცია
  • შიდა აუდიტის ტრენინგები
  • ხარისხის შეფასების მომსახურებები
  • ინსპექტირებისა და კონსალტინგის მომსახურება მესამე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვასთან დაკავშირებით

შიდა კონტროლი

  • შიდა კონტროლის სისტემების შემუშავება
  • შიდა კონტროლის სისტემის ოპტიმიზაცია
  • შიდა კონტროლის სისტემის საოპერაციო ეფექტურობისა და დიზაინის ტესტირება
  • ფინანსური ფუნქციის რეფორმირების და ERP სისტემის დანერგვის პროექტების განხორციელებისას კონტროლის პროცედურების განვითარება
  • საგანმანათლებლო პროგრამები შიდა კონტროლის დარგში

საინფორმაციო უსაფრთხოება

  • ორგანიზაციის მიერ გამოყენებული ინფორმაციის განსაზღვრა
  • ინფორმაციის გაჟონვის ალბათობისა და მისი შედეგების შეფასება 
  • დაცვის არსებული საშუალებების ეფექტურობის შეფასება
  • ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის შემთხვევაში რეაგირების სტრატეგიის შემუშავება
  • მონაცემების გაჟონვის თავიდან აცილების საშუალებების არჩევასა და დანერვაში მხარდაჭერა

საწარმოო რისკების მართვის მომსახურებები

  • აქტივების (ქონების) ჩანაცვლების ღირებულების/საბაზრო ღირებულების შეფასება
  • სადაზღვევო კომპანიების ბიზნესის ღირებულების შეფასება

ბიზნესის შეფასების მომსახურებები

  • გაყიდვების ზრდა
  • გაყიდვების პროცესის სიმწიფის ანალიზი
  • მონაცემების შენახვის სისტემის დანერგვის ბიზნეს ანალიზი
  • მონაცემების შენახვის სისტემისა და ბიზნეს არქიტექტურის პროექტირება
  • მონაცემების ინტეგრაცია
  • მომსახურებები ფართო-მასშტაბიანი პროექტების მართვის სფეროში
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგია და არქიტექტურა
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვა
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ხარჯების ოპტიმიზაცია
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გადაწყვეტილებების არჩევანი

მომსახურებები ტექნოლოგიური ინტეგრაციის დარგში

  • კონსულტაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხებზე
  • კონსულტაცია ქართული და საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობის საკითხებზე ქართულ სადაზღვევო კომპანიებში
  • საუკეთესო პრაქტიკების თემაზე სახელშეკრულებო დოკუმენტაციის იურიდიული ანალიზი და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების საკითხებში იურიდიული დახმარების გაწევა

კონსულტაცია სამართლებრივი რეგულირების საკითხებში

ჩვენ ვთანამშრომლობთ მზღვეველებთან და ასევე უშუალოდ დაზღვეულ პირებთან და ვთავაზობთ მათ წარმოების შეჩერებით ან სასაქონლო მატერიალური ღირებულებების დაკარგვით გამოწვეულიზარალის ობიექტურ, დამოუკიდებელ შეფასებას.

ჩვენ ვახორციელებთ:

  • სადაზღვევო პრეტენზიების ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას ექსპერტ-ბუღალტრის მიერ
  • წარმოების შეჩერებით და ასევე, სასაქონლო მატერიალური ღირებულებების დაკარგვით გამოწვეული ზარალის დამოუკიდებელ და ობიექტურ დაანგარიშებას მზღვეველებისა და დაზღვეულთათვის
  • სადაზღვევო ხელშეკრულების გადახედვას ექსპერტ-ბუღალტრის მიერ პოტენციური სადაო საკითხების განსაზღვრის მიზნით ზარალის დაანგარიშებისას
  • სადაზღვევო თანხების მიმოხილვას და დაანგარიშებას
  • სადაზღვევო კომპანიების საკონსულტაციო მომსახურებას სადაზღვევო სარჩელების დარეგულირების პროცესში

ზარალის დაანგარიშება სადაზღვევო შემთხვევების დროს