greenneon

მომსახურება

შერწყმა და შესყიდვა

სტრატეგიის შემუშავებიდან სწორი პარტნიორის შერჩევამდე… წინა-საინვესტიციო შეფასებიდან გარიგების დასრულებამდე… პროცესის დაწყებიდან მის დასრულებამდე, დელოიტი მართავს თქვენს გარიგებებს, შერწყმისა თუ განცალკევების საჭიროებებს, ხელმძღვანელობს რა მხოლოდ ერთი - თქვენი ორგანიზაციისთვის სარგებლის მოტანის მიზნით.

ორგანიზაციების გაერთიანება შერწყმისა და შესყიდვის გზით ანდ მათი განცალკევება არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ბიზნეს აქტივობა, რაც შეიძლება თქვენმა ორგანიზაციამ განახორციელოს. პროცესი ბევრ რისკებთანაა დაკავშირებული.

როდესაც ფსონები მაღალია, პროცესს შემთხვევითობას ვერ მივანდობთ. 6000-ზე მეტი პროფეიონალის მეშვეობით 150-ზე მეტ ქვეყანაში. დელოიტს შეუძლია კონსულტაცია გაუწიოს სტრატეგიულ კორპორატიულ მყიდველებსა და კერძო კაპიტალის ინვესტორებს შერწყმისა და შესყიდვის გარიგების სრული ციკლის მანძილზე.  ჩვენი მრავალფეროვანი მომსახურებები და გადაწყვეტლებები პასუხობს თქვენს ინტეგრაციის, კონსოლიდაციის და განცალკევების საჭიროებებს.  

გააძლიერეთ თქვენი კონკურენტული უპირატესობა გარიგების დაწყებამდე, პროცესში და მისი განხორციელების შემდგომ დელოიტის შერწყმისა და შესყიდვის ანალიტიკური პლატფორმის -  iDeal დახმარებით. მისი მდიდარი მონაცემები უზრუნველყოფს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს წინა-საინვესტიციო შეფასების, მოლაპარაკებების და გარიგების შემდგომი ფაზების განმავლობაში.

თქვენი ორგანიზაცია ფოკუსირებულია ტაქტიკურ ზრდაზე, ბიზნეს რაციონალიზაციასა თუ ხარჯების შემცირებაზე, ჩვენი სტრატეგიები და გადაწყვეტილებები შემუშავებულია ისე, რომ  უზრუნველყოს მაქსიმალური სარგებელი ბიზნესისა და აქცონერებისთვის.  

ჩვენი პროფესიონალების ინდუსტრიული ცოდნისა და ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენებით, დელოიტის შერწყმისა და შესყიდვის სტრატეგიის გუნდი დაგეხმარებათ ძირითადი ბიზნეს და რისკების მართვის პროცესებში, გარიგების დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. 

ჩვენი სტრატეგიული ხარჯების გარდაქმნის მომსახურება ეხმარება ორგანიზაციებს მოახდინონ ხარჯების ეფექტურობის იდენტიფიცირება და რეალიზაცია რესტრუქტურიზაციისა და რეორგანიზაციის პერიოდში. დელოიტის  დიდი გამოცდილება და მონაცემთა ანალიზი ეხმარება კლიენტებს მიიღონ ოპტიმალური სარგებელი გარიგებიდან. 

ჩვენი პროფესიონალები, ასევე, შეიმუშავებენ სტრატეგიას და ახორციელებენ სრულყოფილ გადაწყვეტილებებს წარმატებული გარიგებისთვის, დაწყებული წინასწარი დაგეგმვიდან და გარიგების შემდგომი რესტრუქტურიზაციით დასრულებული.  ისინი დაგეხმარებიან მიიღოთ შედეგი შერწყმასა და შესყიდვასთან დაკავშრებული ყველა ფუნქციისგან: პროექტის მართვა, კომერციული საქმიანობის ოპტიმიზაცია, ოპერაციები და მიწოდების ჯაჭვი, IT, ადამიანური რესურსების მართვა და ფინანსური საქმიანობები. 

გაეცანით დამატებით მასალებს

გარიგების მომავალი

ძირითადი ტენდენციები და მექანიზმები, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ შერწყმისა და შესყიდვის ბაზრებზე.

iDeal

მონაცემთა ანალიტიკა წინა-საინვესტიცო შეფასებიდან და მოლაპარეკებებიდან დაწყებული გარიგების შემდგომ პერიოდამდე.

წარსული, როგორც პროლოგი

რა შეიძლება გვითხრან წარსულის შერწყმისა და შესყიდვის ტენდენციებმა მომავალზე.