Safeguarding the Internet of Things

პერსპექტივები

„ჭკვიანი მოწყობილობების“ დაცვა

უსაფრთხოება და სტაბილურობა ურთიერთდაკავშირებულ ეპოქაში

ე.წ. „ჭკვიანი მოწყობილობები“ ღირებულების შექმნის უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ ამავე დროს შეუძლია რისკების შექმნაც, რაც ღირებულებების დაცვის ახალი სტრატეგიების გამოყენებას მოითხოვს. ერთ დაუცველ მოწყობილობას შეუძლია მთლიანი სისტემის ღიად დატოვება თავდასხმებისთვის, რაც მოიცავს ინდივიდუალური კონფიდენციალურობის დარღვევისა თუ საჯარო სისტემების მასიურად მწყობრიდან გამოსვლის ფაქტებს.

„ჭკვიანი მოწყობილობების“ განმსაზღვრელ ელემენტს წარმოადგენს ის, რომ მოწყობილობები ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამ დაკავშირებულ მოწყობილობებს შეუძლიათ ინფორმაციის შეყვანა, კომუნიკაცია, ანალიზი და მასზე ზემოქმედება. „ჭკვიან მოწყობილობების“ ეს შესაძლებლობები საწარმოებსა და ინდივიდუალურ პირებს საშუალებას აძლევს შექმნან ღირებულება ახლებური გზით და დიდი სისწრაფით.

თუმცა არსებობს ნეგატიური ასპექტიც. მონაცემების შექმნასა და გადაცემასთან ერთად იქმნება ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეც. რაც უფრო მეტია მონაცემები, მათ შორის კონფიდენციალური, მათი ფართო ქსელში მოხვედრა ზრდის მონაცემთა გაჟონვის რისკებს და საგრძნობი საშიშროების წინაშე აყენებს როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე საწარმოებს. უსაფრთხოების რისკები შეიძლება გასცდეს პირადი ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევებს და მოიცვას საჯარო სისტემებზე ჰაკერების შეტევის ფაქტები.

აქედან გამომდინარე, „ჭკვიანი მოწყობილობების“ განვითარება წარმოქმნის ინფორმაციაზე დაფუძნებული ღირებულებების დაცვის საჭიროებას. მოცემული სტატია გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფაქტორებს რისკების მართვის ეფექტური სისტემების შექმნა „ჭკვიანი მოწყობილობების“ ამოქმედების ხელშეწყობის მიზნით.

ჩამოტვირთეთ პუბლიკაცია
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?