მომსახურება
ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები
შეიტყეთ მეტი
დელოიტი უახლესი ტექნოლოგიური და ბიზნეს ავტომატიზაციასთან დაკავშირებული რისკების მართვისას ეხმარება კომპანიებს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციაში და დანერგილი ტექნოლოგიების პოტენციალის მაქსიმალურად განხორციელებაში. ჩვენი მიზანია კლიენტების დახმარება საოპერაციო და ფინანსური მიზნების განხორციელებაში კიბერ რისკების შეფასების, მართვისა და შემსუბუქების გზით.
SAP სისტემებზე წვდომის კონტროლი
დელოიტს SAP ინსტრუმენტების დანერგვის დიდი გამოცდილება აქვს, წვდომის კონტროლისა და ავტორიზაციის პროცესების მართვის მიზნით.
შიდა კონტროლის სისტემის ავტომატიზაცია
დელოიტს შიდა კონტროლის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა სამრეწველო დარგში.
რისკების მართვის სისტემის ავტომატიზაცია
დელოიტს დიდი გამოცდილება გააჩნია რისკების მართვის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენების ცენტრალიზებული მონიტორინგი SAP ETD გადაწყვეტილებების საფუძველზე
SAP ETD გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენების მონიტორინგის სწორად შემუშავებული
პროცესი საშუალებას იძლევა ავტომატურად გამოავლინოთ ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენები SAP სისტემებში,
ამცირებს ინციდენტებისა და ხარვეზების გამოვლენის დროს მექანიკური შემოწმების საჭიროების გარეშე, უზრუნველყოფს
მტკიცებულებების გრძელვადიან შენახვას უკანონო ქმედებების შემთხვევაში, იძლევა ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენების კატეგორიზაციის, უნიფიკაციისა და ანალიზის შესაძლებლობას და
ამცირებს ფაქტობრივ და პოტენციურ დანაკარგებს ამგვარი ინციდენტების შემთხვევაში.
შიდა აუდიტის საქმიანობის მართვის ავტომატიზაცია SAP AM გადაწყვეტილებების საფუძველზე
დელოიტ დსთ გთავაზობთ მომსახურებას შიდა აუდიტის საქმიანობის მართვის ავტომატიზაციის მიმართულებით, SAP Audit Management გადაწყვეტილებების საფუძველზე.