მომსახურება

მომხმარებელი და მარკეტინგი

ბრენდებმა, რომლებიც იზრდებიან იციან, რომ თითოეულ მომხმარებელთან ურთიერთობა მათთან დაკავშირების შესაძლებლობაა. ჩვენ ამას ადამიანურ გამოცდილებას ვეძახით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბრენდისთვის საუკეთესო თანხვედრაშია მომხმარებლისთვის საუკეთესოსთან.

ეს არის დელოიტის ნაწილი, რომელიც იყენებს ტექნოლოგიასა და კრეატიულობას, რათა უკეთესად დააკავშიროს მომხმარებელი ბიზნესთან.

ჩვენ ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიებს სრულიად ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განსახორციელებლად. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ საწარმოებს, ციფრულ პლატფორმებს და უფრო მნიშვნელოვან გამოცდილებას. 

ჩვენი ბიზნესის თითოეული ნაწილი ფოკუსირებულია თქვენი ბიზნესის მომავალზე. ჩვენ დიდი სიზუსტით განვსაზღვრავთ სად იმყოფებით დღეს, ვაფასებთ სად უნდა იყოთ ხვალ და თქვენთან თანაშრომლობით ვიკვლევთ გზას მომავლისკენ. 

ეს პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული მომხმარებელთან, პირველ რიგში ვითვალისწინებთ ადამიანების საჭიროებებს და შემდეგ ვარგებთ თქვენი ბიზნესის მომავალს მათ საჭიროებებთან.  

ჩვენ ამას ვეძახით ადამიანურ გამოცდილებას

გამოცდილება იქმნება იმ მომენტებზე ფოკუსირებით, რაც მათთვის მნიშვნელოვანია: კავშირის რაციონალური და ემოციური  წერტილები, სადაც თქვენს ბიზნესსა და ბრენდს შეუძლია მეტი შესთავაზოს მომხმარებელს. მომხმარებელების დაუკმაყოფილებელი საჭიროებები და ბიზნესის მომავალი შესაძლებლობები შესაძლებელია აღმოაჩინოთ ტექნოლოგიებისა და ადამიანური კრეატიულობის წყალობით.  

ჩვენი გუნდი აკავშირებს სტრატეგიის, დიზაინის, ინოვაციებისა და ბრენდის სპეციალისტებს მონაცემებთან, ელექტრონულ ვაჭრობასთან, ავტომატიზაციასთან, მარკეტინგთან და რეკლამასთან რათა შემოგთავაზოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც არ იქნება სტანარტული ტრადიციული გადაწყვეტილებების მსგავსი.

ჩვენ ამას ვაკეთებთ თქვენთან თანამშრომლობით, უფრო სწრაფად და ფართო მასშტაბებით მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობით და ტექნოლოგიური აქტივების გამოყენებით. 

ამ გზით ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი კომპანიის კომკურენტულ უპირატესობას. 

ახლა უკვე შესაძლებელია ორგანიზაციის ლიდერებმა მათი კომპანიის მომავალი დასახონ და განახორციელონ ერთ ადგილზე.  

გაეცანით დამატებით მასალებს

მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული ტრანსფორმაცია

მომხმარებელთა წარმატების ახალი ორგანიზაციის შემადგენელ ნაწილად ქცევა. როგორ შეიძლება ორგანიზაციამ შეინარჩუნოს მომხმარებლები? ეს სტატია იკვლევს პროაქტიული მომხმარებლის წარმატების შესაძლებლობის შემუშავების უპირატესობებს.