management consulting,consulting,consulting firm

მომსახურება

საკონსულტაციო მომსახურება

ორგანიზაციების დახმარება ინოვაციების, გარდაქმნისა და მართვის კუთხით

ინოვაცია, ტრანსფორმაცია და ლიდერობა გამოვლინებას სხვადასხვა სახით ჰპოვებს. რთული საკითხების გადაჭრის შესაძლებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ აწარმოოთ მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით სტრატეგიის შემუშავებიდან მის სრულ განხორციელებამდე.

ეს არის დელოიტის ნაწილი, რომელიც იყენებს ტექნოლოგიასა და კრეატიულობას, რათა უკეთესად დააკავშიროს მომხმარებელი ბიზნესთან.

დღევანდელ სამყაროში მარტივი გადაწყვეტილებების შემუშავება რთულ კავშირებს მოითხოვს. ნებისმიერი შესანიშნავი იდეის, წარმატებული პროდუქტისა თუ ახალი წინსვლის მიღმა არიან ადამიანები და ტექნოლოგიები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ.

დელოიტში ჩვენ ვიყენებთ ამ კავშირებს და მათ ინოვაციურ კონფიგურაციას, რათა ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი თქვენი პრობლემისთვის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მუდმივი ევოლუცია განაპირობებს წინსვლას ტექნოლოგიური რღვევის ეპოქაში. ეს არის ფუნდამენტური არსი რომელსაც ემყარება ჩვენი წამყვანი სტრატეგიული მომსახურებები და გარდაქმნის ციფრული გადაწყვეტილებები.

დელოიტის თანამშრომლები ფლობენ იმ უნარებსა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს, რომელთა გაღვივებას ცდილობენ ასევე კლიენტებში. ეს ჩვენი უნიკალური შეთავაზების ნაწილია: წარმოიდგინე, მიაწოდე, განახორციელე - ინტეგრირებული და ადაპტირებული მომსახურება ბიზნესის ტრანსფორმაციის სრული პროცესის განმავლობაში.

ეს მოიცავს ავტომატიზირებულ ტრანსფორმაციას ადამიანური ხედვით.

მოკლე ვადაში აყვავებას და ადაპტაციას გრძელვადიანი განვითარებისთვის. ეს გულისხმობს არსებული შესაძლებლობების ხელახლა წარმოდგენას.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გეხმარებით წარმოიდგინოთ, შექმნათ და განახორციელოთ მომავალი.

დელოიტის საკონსულტაციო მომსახურებები ფოკუსირებულია XXI საუკუნის ორგანიზაციის ხუთ ძირითად საყრდენზე:

სტრატეგია, ანალიტიკა და შერწყმა და შეძენა

ციფრული და შემეცნებითი ტექნოლოგიებით, რომლებიც არღვევენ გლობალურ ბიზნეს გარემოს, მნიშვნელოვანია წინ უსწრებდეთ ცვლილებებს საკუთარი სტრატეგიული სახელმძღვანელოთი და უახლესი ციფრული გადაწყვეტილებებით. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი მდგრადი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მონაცემებით მართული მიდგომებით, სტრატეგიული ხედვით, შემეცნებითი და ავტომატიზირებული გადაწყვეტილებებით და სხვა აუცილებელი საშუალებების დახმარებით, მკაფიო ხედვის განსაზღვრისა და ეფექტიანობის ოპტიმიზაციისათვის ორგანიზაციის მასშტაბით.

ჩვენი გუნდის დიდი ცოდნისა და გამოცდილების წყალობით შერწყმისა და შეძენის თუ სხვა კორპორატიული რესტრუქტურიზაციის საკითხებში, თქვენს კომპანიას შეუძლია წარმატებით განახორციელოს სრული პროცესი დაწყებული წინასწარი დაგეგმვითა და წინა საინვესტიციო კვლევით და გარიგებითა და გარიგების შემდგომი ტრანსფორმაციით დასრულებული - იმ შედეგებით, რასაც მოელიან დაინტერესებული მხარეები და აქციონერები.

მომხმარებელი და მარკეტინგი

განაახლეთ თქვენი ოპერაციები და გარდაქმენით თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობები უახლესი შემეცნებითი, მონაცემებით მართული და სხვა მოწინავე გადაწყვეტილებებით, დელოიტის სპეციალისტების ღრმა ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით. მართვის ეფექტურობიდან დაწყებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებით და პროდუქციის ინოვაციით დამთავრებული, ჩვენი გუნდები დაგეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების დანერგვასა და ოპტიმიზაციაში. ჩვენ გთავაზობთ ინდუსტრიულ დარგებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს - მაგალითად, ჯანდაცვა, საბანკო მომსახურება და დაზღვევა - რათა შევინარჩუნოთ ტრადიციული და განვითარებადი ბიზნესები მოწინავე დონეზე.

ძირითადი ბიზნეს ოპერაციები

თქვენი ოპერაციების განახლება და ორგანიზაციის შესაძლებლობების გარდაქმნა მოწინავე გადაწყვეტილებების დახმარებით და დელოიტის სპეციალისტების ცოდნისა და გამოცდილების შერწყმით. მართვის ეფექტურობით დაწყებული, მომსახურების გაუმჯობესებითა და პროდუქტის ინოვაციებით დამთავრებული, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ  სწორი გადაწყვეტილებების შემუშავებასა და განხორციელებაში. ამასთან ჩვენი გადაწყვეტილებები მორგებულია კონკრეტულ ინდუსტრიას, როგორიცა: ჯანდაცვა, საბანკო სფერო, სადაზღვევო ინდუსტრია და სხვა. 

ადამიანური რესურსები

დელოიტს სჯერა, რომ ორგანიზაციის წარმატება მისი თანამშრომლებით მიიღწევა. ეს არის მარტივი კონცეფცია, მაგრამ სამუშაო ადგილების ავტომატიზაციის პირობებში, ეს არ არის მარტივი ამოცანა. ჩვენი ადამიანური რესურსების ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ ციფრული ძალაუფლების გამოყენებაში ადამიანური ძალაუფლების განსაახლებლად.

ადამიანური რესურსების სამუშაო ეფექტურობის ოპტიმიზაციით დაწყებული, ადამიანური რესურსების სამომავლო საჭიროებების პროგნოზირებით, ადამიანების ორგანიზაციულ ცვლილებში ნავიგაციაში დახმარებით და მოწინავე ციფრული გამოცდილების მიწოდებით დამთავრებული, ჩვენი ადამიანური რესურსების მომსახურებები და გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ მომავლის სამუშაო გარემოს შექმნაში.

საწარმოო ტექნოლოგიები და სამუშაო ეფექტურობა

დელოიტის IT და ტექნოლოგიების პროფესიონალები ინდუსტრიის ლიდერები არიან ორგანიზაციების საწარმოო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციის  გზით მართვაში. უზრუნველყავით ახალ ტექნოლოგიებზე ინვესტირებაზე მაღალი შემოსავალი თანამედროვე სტრატეგიებში, სისტემების და პროგრამუი გადაწყვეტილებების დიზაინსა, განხორციელებასა და ოპტიმიზაციაში ინვესტირებით, რაც ადამიანების შრომის ეფექტურობას ახალ დონეზე წევს.

ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიების მომწოდებლებთან, რათა უზრუნველვყოთ სტრატეგიული და დინამიური გადასვლა როგორც საწარმოს მასშტაბის სისტემებზე, ისე სპეციფიკური ორგანიზაციულ ფუნქციებზე, როგორიცაა ფინანსები, IT მენეჯმენტი და მიწოდების ქსელი.

გაეცანით დამატებით მასალებს

Global Salesforce Assets & Solutions Group

Harnessing the power of industry-specific extensions to the Salesforce platform to solve real issues and deliver tangible value.
o Leave existing infographic

Tech Trends 2019

Beyond the digital frontier