სტატია

დელოიტ აკადემიის ტრენინგი

10 მარტს დელოიტ აკადემიამ ჩაატარა ტრენინგი „გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვის განახლებული IFRS სტანდარტები და მათი გავლენა ქონების გადასახადზე“ King David ბიზნეს ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.

ტრენინგს უძღვებოდნენ დელოიტის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები. განხილული თემები მოიცავდა:

1. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ძირითადი საშუალებების (IAS 16); აქტივის გამოყენების უფლების (IFRS 16); გასაყიდად გამიზნული ქონების (IFRS 5) და საინვესტიციო ქონების (IAS 40) აღრიცხვის თავისებურებები;
2. საგადასახადო კოდექსის / კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, ასევე IFRS-ით აღრიცხვასთან დაკავშირებული თავისებურებები და აქტუალური მიდგომები;
3. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები და საგადასახადო დავებზე დაყრდნობით პრაქტიკაში დამკვიდრებული ინტერპრეტაციებისგან განსხვავებული მიდგომები;
4. ძირითადი საშუალებების დღგ-ით დაბეგვრის თავისებურებები.
სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ინდუსტრიული დარგიდან.

ღონისძიებამ ძალზედ საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა, რასაც ადასტურებდა სემინარის მონაწილეთა აქტიური ჩართულობა საკითხების განხილვის პროცესში, დასმული შეკითხვების სირთულე და მონაწილეებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურება სემინარზე.

სემინარის ბოლოს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?