სიახლეები

პროფესიული ტრენინგები

იფიქრეთ, ისაუბრეთ და ითანამშრომლეთ

დელოიტმა ჩაატარა FATCA-ს ტრენინგები და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების სემინარი თბილისში.

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების სემინარი

2 დეკემბერს, დელოიტის საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის ორგანიზებით, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა სემინარი საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებზე.

სემინარზე მთავარი მომხსენებელი გახლდათ ვლადიმერ ელიზაროვი - დელოიტის მოსკოვის ოფისის საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების პარტნიორი.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი 27 მსხვილი კომპანიის 39 წარმომადგენელი, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეთა შეფასებით სემინარი ძალზედ საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა. კომპანიებმა მიიღეს სასარგებლო ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემაზე და კომპეტენტური პასუხი დასმულ შეკითხვებზე.

დელოიტის აკადემია: FATCA-ს ტრენინგები

29 ოქტომბერს, დელოიტის თბილისის ოფისის საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის თხოვნით, დელოიტის აკადემიამ საქართველოში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტებისთვის FATCA-ს ტრენინგები ჩაატარა.

ტრენინგები მოიცავდა FATCA-ს პასუხისმგებელი ოფიცრის დანიშნულება-მოვალეობებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებულ პრაქტიკული მიდგომების მიმოხილვას აღნიშნული კუთხით.

ალენ ვერბეკენმა - დელოიტის ლუქსემბურგის ოფისის საგადასახადო და ფინანსური რჩევების დირექტორმა, განმარტა ტიპიური კონტროლის საზღვრები, შიდა მმართველობის, საგანამანათლებლო და უზრუნველყოფის მეთოდოლოგიები, რომლებიც ხორციელდება  FATCA-ს და სხვა მსგავსი რეჟიმებისთვის.

ტრენინგს ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოში მოქმედი 13 ბანკიდან, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ტრენინგზე მათ მიიღეს ინფორმაცია აქამდე მათთვის უცნობი საკითხების ირგვლივ.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?