მომსახურება

კვლევა და განვითარება და სახელმწიფო წახალისებები

თუ თქვენი ბიზნესი გეგმავს გაფართოებას, ადგილის შეცვლას ან ახალ ინვესტიციებს, საქართველოს მთავრობას შეუძლია შემოგთავაზოთ წახალისებების, გრანტების, სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების ფართო სპექტრი. ეს გრადირებს საგადასახადო შეღავათებიდან საგადასახადო წახალისებებამდე.

მრავალმხრივი მიდგომა

ამ წახალისებებისთვის მიმართვა შესაძლოა იყოს ხანგრძლივი და რთული პროცესი. ჩვენ გამოცდილ გუნდს შეუძლია დაგეხმაროთ ამ გზის ყველა ფაზაზე:

  • რჩევა არსებული წახალისებების სპექტრზე, თქვენი ბიზნესის სიღრმისეული და საგადასახადო კანონმდებლობის მაღალი პროფესიული ცოდნით
  • თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე მისადაგებული გრანტების, წახალისებებისა და საგადასახადო შეღავათების არჩევაში დახმარება
  • თქვენი პოტენციური მოთხოვნის შესაძლო ქმედუნარიანობის მიმოხილვა
  • დარწმუნება იმაში, რომ მიმართვები და ბიზნეს გეგმები მორგებული არიან თქვენს ბიზნესზე, პოტენციური სარგებლის მაქსიმიზაციისათვის
  • დახმარება თქვენს მოლაპარაკებებში ეროვნულ და რეგიონალურ მთავრობებთან
  • საგადასახადო ორგანოებისთვის დამხმარე ხასიათის დოკუმენტაციის მომზადება
  • მიმართვასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოების მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციების დაკმაყოფილების მართვა
  • სახელმწიფო ორგანოებთან დასადები ხელშეკრულებების მონახაზის მომზადება და გადახედვა
  • დელოიტის დავების გადაწვეტის გუნდთან ერთად საგადასახადო წახალისებებზე გამართულ დავებში მხარდაჭერა
  • რჩევა თქვენი კვლევისა და შემუშავების (R&D) აქტივობების ორგანიზებასთან დაკავშირებით (შესაბამისი სახელმწიფო დახმარების შეფასება, კომპანიის ოპტიმალური R&D სტრატეგიის შემუშავება)

უბადლოდ კვალიფიციური სპეციალისტები

ჩვენი თავდაუზოგავი მომსახურეობა უნიკალურია ბაზარზე და ჩვენი გუნდის რეპუტაციას მეტოქე არ ჰყავს.

ჩვენ უკვე დავეხმარეთ მნიშვნელოვანი რაოდენობის კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან,  რომ მიეღოთ საგადასახადო დანაზოგი, წახალისებების მიღებაზე უფლების მქონე ოპერაციების და საგადასახადო შეღავათების მიღებაზე უფლების მქონე ხარჯების აღმოჩენით და ხარვეზის არმქონე მოთხოვნის მომზადებით.