მომსახურება

რეკლამა, მარკეტინგი და კომერციული მხარე

გამოცდილება ადამიანური ბუნების ცენტრია. მისი საშუალებით ჩვენ ვსწავლობთ, ვცხოვრობთ და ვიცვლებით. ადამიანები უფრო მეტს იღებენ გამოცდილებით, ვიდრე ნივთებით. ჩვენი შეგრძნებები მუდმივად ჩვენთან რჩება. ჩვენი გამოცდილება მეტ მნიშვნელობას სძენს სამყაროს, ასახავს ჩვენს მოგონებებს და გარდაქმნის ჩვენს აღქმასა და ქცევას.

დიდი გამოცდილება ქმნის კავშირებს. ძლიერი კავშირები განაპირობებს ლოიალურობას. ლოიალურობა განაპირობებს ბიზნეს შედეგებს.

როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ:

კრეატიული დიზაინი და ინოვაცია - ჩვენ ვაერთიანებთ თხრობას, ტექნოლოგიებს, დიზაინერულ აზროვნებას, სტრატეგიასა და ქცევით მეცნიერებას ზეგავლენის მქონე და შთამბეჭდავი შინაარსის, მომხმარებლებთან ურთიერთობის ახალი გზებისა და სრულიად ახალი გამოცდილების შექმნისთვის. დიზაინი და ინოვაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველია, რომელიც გამოგვარჩევს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს კლიენტებს.

რეკლამა და ბრენდინგი - ჩვენ ვთანამშრომლობთ მარკეტინგის დირექტორებთან ძლიერი, შემოქმედებითი იდეების რეალობაში განხორციელებისთვის. ჩვენი კლიენტებთან ურთიერთობისა და კრიტიკული პროექტების გზით ჩვენ ვქმნით ბრენდს, ახალ პროდუქტებს და მომსახურებას და ვეხმარებით კლიენტებს ახალი მომხმარებლების მოძიებაში. ჩვენ ამას ვახორციელებთ არსებული მონაცემებისა და კრეატიული მიდგომისა და სწორი განთავსების გზით: ტელე რეკლამა, ფიზიკური აქტივობები, ციფრული, სოციალური ქსელები და სხვა. 

ციფრული მარკეტინგი - ჩვენ ვმუშაობთ მარკეტინგის დირექტორებთან და მარკეტინგის ტექნოლოგიურ ხელმძღვანელებთან მარკეტინგისა და რეკლამის სამომავლო გეგმის შემუშავებისთვის. ჩვენ ვეხმარებით მათ უფრო ეფექტური შედეგის მიღებაში მარკეტინგული და მედია საოპერაციო მოდელების, პროცესების და ტექნოლოგიური პლატფორმების გაუმჯობესების გზით. კლიენტებთან და ბრენდებთან ახლო თანამშრომლობით ჩვენ ვეხმარებით მათ ფართო აუდიტორიასთან და სამიზნე ჯგუფთან ურთიერთბაში.  

ციფრული კომერციული საქმიანობა - ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს თავიანთი გრძელვადიანი კომერციული ზრდის სტრატეგიის განსაზღვრასა და რეალიზებაში გლობალური B2C და B2B პლატფორმების დანერგვისა და ექსპლუატაციის გზით. ჩვენი დიფერენცირებული და კონკურენტუნარიანი მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს დაუკავშირდნენ მომხმარებლებს კომერციული გზით, მნიშვნელოვანი, და პოზიტიური შედეგების მისაღწევად.

მომხმარებლებთან ურთიერთობის პლატფორმა - წარმოიდგინეთ რა შესაძლებლობები გეძლევათ სარეკლამო და მარკეტინგული ოპერაციების გზით დელოიტის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებთან ერთად. Hux by Deloitte Digital ახდენს თქვენი მომხმარებლების ინფორმაციის ავტომატიზაციას და გაძლიერებას და იყენებს ავტომატურ შესაძლებლობებს იმის გასარკვევად, თუ როგორ ამყარებთ კომუნიკაციას ინდივიდუალურ მომხმარებელთან და საშუალებას გაძლევთ შექმნათ უფრო პერსონალიზირებული, შინაარსობრივი და დასამახსოვრებელი კომუნიკაცია როგორც ბრენდის შექმნის, ასევე ახალი პროდუქტის შემუშავების და შესყიდვების განხორციელების დროს. 

დაკავშირებული თემები

დელოიტის ჯილდოები და აღიარებები: