კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო გადახედვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019

კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიმოხილვა

ეს კონფიდენციალურობის შეტყობინება განმარტავს, რა მონაცემებს ვაგროვებთ თქვენ შესახებ, ასევე, რისთვის ვიყენებთ და ვის ვაწვდით მას. შეტყობინება ასევე ითვალისწინებს თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებს და განსაზღვრავს, ვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კითხვების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ქვემოთ მითითებული ბმულებზე გადასვლით შეგიძლიათ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება:

რას მოიცავს კონფიდენციალურობის შეტყობინება?

ეს კონფიდენციალურობის შეტყობინება განმარტავს, როგორ ვესწრაფვით, რომ დავიცვათ და ღიად და გამჭვირვალედ გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები.

ეს შეტყობინება განსაზღვრავს, როგორ შევაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს როცა:

  • იყენებთ ჩვენს ვებგვერდს; ან
  • ვახორციელებთ რაიმე სხვა ქმედებას, რომელიც ამ ვებგვერდის ფუნქციონირების ნაწილია.

ამ დოკუმენტში „ჩვენი ვებგვერდის“ ან „ამ ვებგვერდის“ მოხსენიებისას ვგულისხმობთ deloitte.com-ის კონკრეტულ ვებგვერდებს, რომლებიც ზედა მარჯვენა კუთხეში აღნიშნულია, როგორც „Global”.

Deloitte.com აერთიანებს საერთაშორისო, ადგილობრივ, რეგიონულ ან სპეციალიზებულ ვებგვერდებს, რომელთაგან თითოეული მიეკუთვნება Deloitte Touche Tohmatsu Limited ("DTTL")-ს, მის რომელიმე წევრ ფირმას ან მასთან დაკავშირებული კომპანიას (ერთობლივად "დელოიტის ქსელს"). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დელოიტის ქსელის შემადგენლობაში შემავალი იურიდიული პირების ვებგვერდები ეკუთვნის დელოიტის ქსელის სხვა ორგანიზაციებს და ჩვენ მათ არ უზრუნველყოფთ. აღნიშნული ვებგვერდები, ასევე, სხვა ვებგვერდები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ ვებგვერდთან, არ რეგულირდება ამ კონფიდენციალურობის შეტყობინებით. ჩვენ ვურჩევთ ვებგვერდის მომხმარებლებს, გაეცნონ თითოეული ვებგვერდის კონფიდენციალურობის შეტყობინებას ვიდრე რაიმე პერსონალურ მონაცემს გაამჟღავნებდნენ.

კონფიდენციალურობის შეტყობინება მოიცავს ასევე ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის ვაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემს დელოიტის ქსელის სხვა ორგანიზაციებს ან მესამე პირებს (მაგალითად, ჩვენს მომწოდებლებს).

ამ კონფიდენციალურობის შეტყობინებაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოხსენიებულ იქნას როგორც „პერსონალური მონაცემები“ ან „პერსონალური ინფორმაცია“. ზოგჯერ შეიძლება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას, შეგროვებას, დაცვასა და შენახვას ერთობლივად ვუწოდოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის „დამუშავება“. ჩვენზე არ ვრცელდება კალიფორნიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის მოთხოვნები.

რომელ მონაცემებს ვაგროვებთ?

ამ ვებგვერდის გამოყენებისას შეიძლება შევაგროვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.

აღნიშნული მონაცემები შეიძლება შევაგროვოთ ან მოვიპოვოთ თქვენი მიერ გაზიარების საფუძველზე (მაგალითად, ვებგვერდზე არსებული ფორმის საშუალებით). თქვენი პერსონალური ინფორმაცია ასევე შეიძლება შევაგროვოთ ან მოვიპოვოთ თქვენი ჩვენთან ან სხვებთან ინტერაქციით, რის მიხედვითაც ვაკვირდებით ამ მონაცემებს ან გამოგვაქვს დასკვნები მათ შესახებ. მაგალითად, ამ ვებგვერდით სარგებლობის გასაუმჯობესებლად და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ჩვენ (ან ჩვენმა სერვისპროვაიდერებმა) შეიძლება გამოიყენონ მზა ჩანაწერები (Cookies)  (მოკლე ტექსტური ფაილები, რომლებიც მომხმარებლის ბრაუზერში ინახება) და Web beacon-ები, რომლებმაც შეიძლება პერსონალური ინფორმაცია შეაგროვონ. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს და მონიტორინგის სხვა ტექნოლოგიებს, ასევე, როგორ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ისინი, შეგიძლიათ იხილოთ სექციაში „შეტყობინება მზა ჩანაწერების (Cookies) გამოყენების შესახებ“.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ან მოვიპოვებთ ასეთ გარემოებებში შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: თქვენი სახელი და გვარი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბინადრობის ქვეყანა; ინფორმაცია სამუშაო ადგილისა და განათლების შესახებ; თქვენი პოსტები ბლოგებზე, ფორუმებზე, „wiki“ საიტებზე და სოციალური მედიის სხვა აპლიკაციებში, რომლებსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ; თქვენი IP მისამართი; ბრაუზერის ტიპი და ენა; შესვლის დრო; ინფორმაცია დაფიქსირებული უკმაყოფილების შესახებ; ინფორმაცია, როგორ ისურვებდით ჩვენთან ინტერაქციას და სხვა მსგავსი ინფორმაცია.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შეიძლება ასევე მოიცავდეს ე.წ. „სენსიტიურ“ ან „განსაკუთრებული კატეგორიის“ პერსონალურ მონაცემებს, მაგალითად მონაცემებს თქვენი კვებითი საჭიროებების შესახებ (მაგ.: მაშინ, როდესაც შეხვედრის დროს ვუზრუნველვყოფთ კვებას).

პერსონალური ინფორმაციის სახეები და განსაკუთრებული კატეგორიები, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ, შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის მიხედვით. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა შევაგროვოთ განსაკუთრებული კატეგორიის სხვა პერსონალური ინფორმაციაც თქვენს შესახებ, თუ მას ნებაყოფლობით გაგვიზიარებთ ან მათი შეგროვება გამომდინარეობს კანონისმიერი ვალდებულებიდან.
ჩვენ გვესმის ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა. ეს ვებგვერდი და მომსახურებები არ არის შექმნილი ბავშვებისთვის და არც გამიზნულად მიემართება მათ. ჩვენი პოლიტიკა არ მოიაზრებს ბავშვების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ან შენახვას.

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს

ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

ჩვენი ვებგვერდის საშუალებით მოპოვებული თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა ასევე გამოვიყენოთ, რათა:

  • ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებგვერდი;
  • ჩვენი ვებგვერდის მასალა მოვარგოთ ისე, რომ უფრო პერსონალიზებულად ისარგებლოთ და თქვენი ყურადღება მივაპყროთ დელოიტის ქსელის ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებს, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ;
  • ვმართოთ და რეაგირება მოვახდინოთ ყველა თქვენს მოთხოვნაზე, რომელსაც ჩვენი ვებგვერდის საშუალებით გვაწვდით.

პერსონალური ინფორმაციის გამოყენება სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ჩვენი ბიზნეს საქმიანობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ

ვებგვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიზნების გარდა, ჩვენი შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩამოთვლილი მიზნებით ან მათთან დაკავშირებით:

  • მოქმედი სამართლის ან კანონმდებლობის მოთხოვნები;
  • უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნები და კომუნიკაცია;
  • კომპეტენტური პირების მოსაზრებების ან ინფორმაციის მოწოდება დელოიტის ქსელის ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ; თქვენთან დაკავშირება ამ მომსახურებებზე უკუკავშირის მისაღებად, ასევე, საბაზრო ან კვლევის მიზნებისთვის;
  • თქვენი უფლებების დაცვა.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

კანონით გვევალება ამ შეტყობინებაში მივუთითოთ ის იურიდიული საფუძვლები, რომლებსაც ჩვენ ვეყრდნობით თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას.

ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ზემოაღნიშნული მიზნებისთვის და ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:

(ა) ჩვენი კანონიერი ინტერესები, რომლებიც მიემართება ჩვენი ვებგვერდის ეფექტიან ფუნქციონირებას;
(ბ) ჩვენი კანონიერი ინტერესები, რომლებიც მიემართება ჩვენი ვებგვერდის ეფექტიან და კანონიერ ფუნქციონირებას იმდენად, რამდენადაც მათ არ გადაწონის თქვენი ინტერესები;
(გ) ჩვენი სამართლებრივი და საკანონმდებლო ვალდებულებები, როგორებიცაა: საგადასახადო მიზნებისათვის ჩანაწერების წარმოება ან ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ორგანოების ან სამართალდამცველი ორგანოებისთვის.

რომელიმე ზემოაღნიშნული მიზნით თქვენს სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციის დავამუშავებთ შემდეგ შემთხვევებში:

(i) თქვენ მოგვეცით მკაფიო თანხმობა ამ მონაცემთა დამუშავებაზე;
(ii) დამუშავება აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნების დასამტკიცებლად, განსახორციელებლად ან დასაცავად; ან
(iii) ეს მონაცემები თქვენ ცალსახად საჯაროდ გამოაქვეყნეთ.

თუ გარკვეული მარკეტინგული მასალების მოსაწოდებლად ჩვენ კანონით მოგვეთხოვება თქვენი მკაფიო თანხმობის მოპოვება, ასეთი მარკეტინგული მასალები მოგეწოდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ თქვენგან მსგავს თანხმობას. თუ თქვენ არ გსურთ ჩვენგან რაიმე სახის მარკეტინგული მასალების მიღება, თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ „გამოწერის გაუქმების“ ფუნქციას შესაბამის კომუნიკაციაში ან ელექტრონულ შეტყობინებაში.

ვის გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ზედა სექციაში „როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს“ მითითებული ერთი ან მეტი მიზნის ფარგლებში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ: დელოიტის ქსელის სხვა წევრებს; მესამე მხარეებს, რომლებიც გვაწვდიან მომსახურებას ჩვენ ან/და დელოიტის ქსელს; უფლებამოსილ ორგანოებს (მათ შორის, სასამართლოებსა და ორგანოებს, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს ან დელოიტის ქსელის სხვა წარმომადგენლის საქმიანობას) და სხვა მესამე მხარეებს, რომელთაც თქვენს პერსონალური მონაცემებზე  წვდომა ესაჭიროებათ ზედა სექციაში „როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს“ მითითებული ერთი ან მეტი მიზნით.

ამ ვებგვერდზე შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორუმის, „wiki” ვებგვერდებისა  და სოციალური მედიის სხვა აპლიკაციების (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „სოციალური მედიის აპლიკაციები“) ჰოსტინგი, რომლებიც შესაძლებლობას გაძლევთ, კონტენტი გაუზიაროთ სხვა მომხმარებლებს. ნებისმიერი პერსონალური ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც ამ სოციალური მედიის აპლიკაციებზე განათავსებთ, შეიძლება წაიკითხონ, შაგროვონ და გამოიყენონ აპლიკაციის სხვა მომხმარებლებმა. ჩვენ ძალზე მცირედ ან საერთოდ ვერ ვაკონტროლებთ ამ მომხმარებლებს და, შესაბამისად, ვერ ვუზრუნველვყოფთ, რომ თქვენს მიერ სოციალური მედიის აპლიკაციებში განთავსებულ ინფორმაციას გამოიყენებენ ამ შეტყობინების შესაბამისად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების ზემოთ მითითებულ მიმღებთა ნაწილი შეიძლება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში იყოს დაფუძნებული, რომლის კანონმდებლობაც შეიძლება მონაცემთა დაცვის იმავე დონეს არ უზრუნველყოფდეს. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ მივიღებთ სათანადო გარანტიებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, რათა შევასრულოთ ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებები. სათანადო გარანტია შეიძლება გულისხმობდეს მონაცემთა გადაცემის ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას მიმღებთან, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის კომისიის მიერ პერსონალურ მონაცემთა მესამე ქვეყნებში გადაცემისთვის დამტკიცებულ სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს.

პერსონალური ინფორმაციის გადაცემის ზემოაღნიშნულ მეთოდებსა და მათთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გამოყენებული სათანადო გარანტიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე შეიძლება გადავცეთ კანონის ან მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ან თუ ეს აუცილებელი სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

ჩვენ ასევე შესაძლოა გადავცეთ არაპირადი, არაიდენტიფიცირებადი და აგრეგირებული ინფორმაცია მესამე მხარეს სხვადასხვა მიზნებისთვის, როგორებიცაა: მონაცემთა ანალიზი, კვლევა, მასალების წარდგენა,  მოწინავე იდეების გაცვლა და სარეკლამო მიზნები.

თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვა

ჩვენ ვიყენებთ რიგ ფიზიკურ, ელექტრონულ და მმართველობით ზომებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების, სიზუსტის და აქტუალურობის უზრუნველსაყოფად. ეს ზომები მოიცავს:

  • შესაბამისი თანამშრომლების სწავლება და მომზადება იმის უზრუნველსაყოფად, რომ პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის დროს ინფორმირებულები იყვნენ ჩვენი ვალდებულებების შესახებ პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით;
  • ადმინისტრაციული და ტექნიკური კონტროლი პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, სამსახურებრივი მიზნებისთვის გაცნობის („need to know”) აუცილებლობის საფუძველზე;
  • ტექნოლოგიური უსაფრთხოების ზომები, მათ შორის firewall, დაშიფვრა და ანტივირუსული პროგრამა;
  • ფიზიკური უსაფრთხოების ზომები, როგორებიცაა წვდომის კონტროლის სისტემები, დასაქმებულების შენობაში დაშვების მიზნით.

თქვენგან პირადი ინფორმაციის მიღების შემდეგ, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენების მიუხედავად, მონაცემების გადაცემა ინტერნეტით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით) არასდროს არ არის სრულად უსაფრთხო. ჩვენ ვცდილობთ პერსონალური ინფორმაციის დაცვას, მაგრამ ვერ მოგცემთ იმ მონაცემების უსაფრთხოების გარანტიას, რომლებიც გადმოგვეცემა ან რომელთაც გადავცემთ.

რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

თქვენს პირად ინფორმაციას ჩვენს სისტემებში შევინახავთ ჩამოთვლილებიდან ყველა ხანგრძლივი ვადის განმავლობაში:

  1. რა ვადითაც საჭიროა შესაბამისი საქმიანობისთვის ან მომსახურების გასაწევად; 
  2. კანონით განსაზღვრული ვადით; 
  3. იმ ვადის დასასრულამდე, რომლის განმავლობაშიც შესაძლოა წარმოიშვას სამართლებრივი დავა ან დაიწყოს გამოძიება მომსახურებასთან დაკავშირებით.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ სხვადასხვა უფლება თქვენს პირად ინფორმაციასთან მიმართებით. კერძოდ, თქვენ გაქვთ უფლება:

  • ჩვენგან მიიღოთ დასტური, რომ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და გამოითხოვოთ მათი ასლი;
  • მოითხოვოთ თქვენი იმ პერსონალური მონაცემების განახლება ან შესწორება, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ინფორმაცია არასწორი ან არასრულია;
  • მოითხოვოთ თქვენი იმ პერსონალური მონაცემების წაშლა ან ჩვენ მიერ გამოყენების შეზღუდვა, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ;
  • მოითხოვოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.

თუ გსურთ თქვენი უფლებებით სარგებლობა ან გაქვთ სხვა კითხვები ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.  

გასაჩივრების უფლება

თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ იმით, როგორ ვეპყრობით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ან ჩვენთან დასმული კითხვით ან მოთხოვნით, თქვენ უფლება გაქვთ საჩივარი ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ორგანოში („DPA“), თქვენს იურისდიქციაში. თუ გსურთ გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

კონფიდენციალურობის შეტყობინებაში ცვლილებების შეტანა

ჩვენ შეიძლება პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები კონფიდენციალურობის შეტყობინებაში.

ასეთ შემთხვევაში, ამ გვერდის დასაწყისში შევცვლით რედაქტირების თარიღის. განახლებული კონფიდენციალურობის შეტყობინება ძალაში შევა ამ ცვლილებების თარიღიდან. ჩვენ გირჩევთ, პერიოდულად შეამოწმოთ კონფიდენციალურობის შეტყობინება, რათა ინფორმირებული იყოთ, როგორც ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.