cookies deloitte

Cookie-ფაილები

შეტყობინება Cookie-ფაილების გამოყენების შესახებ

ბოლო რედაქტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2019

ეს ვებ-გვერდი გამოიყენებს cookie-ფაილებს იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ მომხმარებლებზე ორიენტირებილი მომსახურების მიწოდება.

ეს cookie-ფაილების შეტყობინება (შემდგომში "შეტყობინება cookie-ფაილების გამოყენების შესახებ" ან "შეტყობინება")  არის ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების ნაწილი. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვიცავთ მომხმარებლების ინფორმაციას, გთხოვთ იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის დებულება.   

იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული და ინტერაქტიული მომსახურების მოწოდება ჩვენ გვჭირდება დავიმახსოვროთ და შევინახოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ თქვენ ამ ვებ-გვერდს. ეს კი შესაძლებელია პატარა ტექსტური ფაილების გამოყენებით სახელწოდებით  cookie. Cookie-ფაილები შეიცავენ მცირე რაოდენობით ინფორმაციას და მათი ჩაწერა ხდება თქვენს კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობაზე ამ ვებ-გვერდის სერვერიდან. შემდეგ თქვენი ბრაუზერი აბრუნებს ამ ინფორმაციას სერვერზე ყველა თქვენი ვიზიტის შესახებ და ამგვარად ის გიმახსოვრებთ თქვენ და მაგალითად ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მომხმარებლის პარამეტრები. უფრო დეტალური ინფორმაცია cookie-ფაილების და მათი მუშაობის პრინციპების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.aboutcookies.org/

როდესაც თქვენ იყენებთ ამ ვებ-გვერდს, ინფორმაციის შეგროვება შეიძლება განხორციელდეს cookie-ფაილების ასევე სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით. ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენების წესებს, აღნიშნულს cookie-ფაილების შეტყობინებაში და ასევე მისი გამოყენების წესებს DTTL-ის სხვა წარმომადგენლობების და ოფისების ვებ-გვერდების ვიზიტისას, რომლებიც მიეკუთვნებიან deloitte.com-ს, როგორც ეს აღწერილია შესაბამის შეტყობინებაში cookie-ფაილების გამოყენების შესახებ.

თუ თქვენ არ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას, გთხოვთ  გამორთოთ ისინი cookie-ფაილების შეტყობინებაში აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით, მაგ. cookie-ფაილების პარამეტრების ბმულზე გადასვლით (რომელიც განთავსებულია გვერდის ზედა კუთხეში) ან თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით, ისე რომ  არ მოხდეს cookie-ფაილების დაყენება თქვენს კომპიუტერზე ან მობილურზე. 

რომელ cookie-ფაილებს ვიყენებთ და რატომ?

ზოგიერთი სახის cookie-ფაილები, აუცილებელია იმისათვის, რომ მოგეცეთ საშუალება დაათვალიეროთ ვებ-გვერდი და გამოიყენოთ მისი ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა დაცული გვერდების ნახვა, რომელიც შეიძლება ნახონ, მხოლოდ დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა.

ჩვენ ასევე ვიყენებთ ფუნქციონალური ტიპის cookie-ფაილებს, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას თქვენი ქმედებების შესახებ, რათა უფრო ეფექტურად მოვარგოთ ჩვენი ვებ-გვერდი მომხმარებლებს; მაგალითად დაიმახსოვროს ენა ან რეგიონი, რომელიც აირჩიეთ, ან ინფორმაცია რომ მიიღეთ მონაწილეობა ამა თუ იმ გამოკითხვაში. ეს ინფორმაცია ჩვეულებრივ არის ანონიმური და არ გამოიყენება სხვა მიზნებისთვის.

ჩვენ ან ჩვენი სერვისის მომწოდებლები ასევე ვიყენებთ ანალიტიკურ სერვისებს, იმისათვის რომ გავაანალიზოთ რამდენად ეფექტურია ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია, ასევე მომხმარებლების ინტერესები და გავაუმჯობესოთ მისი მუშაობა. ჩვენ ასევე ვიყენებთ web beacon-ს და "ნავიგაციის კამერას", ვიზიტორების რაოდენობის დასადგენად და cookie-ს წარმადობას, რათა დავთვალოთ რამდენი ინდივიდუალური პირი შემოდის ვებ-გვერდზე და რა სიხშირით. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და ჩვენს ინტერესში არ შედის ასეთი ინფორმაციის გამოყენება, რომელიმე მომხმარებლის პირადი იდენტიფიკაციის მიზნით. თუმცა თუ თქვენ დარეგისტრირებული და შემოსული ხართ ამ ვებ-გვერდზე, ჩვენ შეიძლება შევაჯეროთ მიღებული ინფორმაცია ჩვენს ვებ ანალიტიკური სერვისებიდან და  cookie-ფაილებიდან მიღებულ ინფორმაციასთან, რათა უფრო დეტალურად გავაანალიზოთ როგორ იყენებთ ამ ვებ-გვერდს.

ამ ვებ-გვერდზე არ გამოიყენება სარეკლამო ტიპის cookie-ფაილები, მომხმარებლებისთვის მიზნობრივი რეკლამის მისაწოდებლად, თუმცა ისინი შიძლება გამოყენებულ იქნას მესამე მხარის ვებსაიტების მიერ, რომლებზეც ჩვენ ზოგჯერ ვანთავსებთ ჩვენს რეკლამას, ამ რეკლამირების კამპანიის წარმატების შეფასების მიზნით. ჩვენს შესაძლოა მივიღოთ ინფორმაცია, თუ რომელი მომხმარებელი ესტუმრა ვებსაიტს, მესამე მხარის ვებსაიტზე ჩენს მიერ განთავსებული რეკლამის მონახულების შემდეგ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ აღნიშნულ მესამე მხარეებთან, რათა შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება შევაფასოთ ჩვენი სარეკლამო ჩანართის ეფექტურობა და მოვახდინოთ თქვენს ინტერესებზე მორგებული სარეკლამო ჩანართის მომზადება მომავალში. ჩვენ არ ვიღებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ მხოლოდ ვიღებთ ერთიან ინფორმაციას ვებსაიტის მომხმარებელთა შესახებ და სარეკლამო ჩანართების ეფექტურობის შესაფასებლად. ეს ტექნოლოგია არ განათავსებს ინფორმაციას თქვენს მოწყობილობაზე, არამედ მოქმედებს ერთიანობაში cookie-ფაილებთან მოქმედების მონიტორინგის მიზნით. თქვენ შეგიძლიათ cookie-ფაილების გამორთვა თქვენი, როგორც მომხმარებლის ქმედების შსახებ ინფორმაციის შეგროვების დაბლოკვის მიზნით. 

გთხოვთ იხილოთ cookie-ფაილების პარამეტრები ამ გვერდის ზედა ნაწილში ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. 

როგორ ვმართოთ cookie-ფაილები?

ამ ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ თანხმდებით იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ cookie-ფაილები თქვენს კომპიუტერზე ან სხვა მოწყობილობაზე, როგორც ეს ზემოთ იყო განმარტებული. თუმცა თქვენ შეგიძლიათ cookie-ფაილების მართვა სხვადასხვა გზით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ cookie-ფაილების დაბლოკვამ ან წაშლამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მიერ ვებ-გვერდის მოხმარებაზე და მისი ზოგიერთი გვერდი თქვენთვის მიუწვდომელი გახდეს.

თუ თქვენ არ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას, გთხოვთ  გამორთოთ ისინი cookie-ფაილების შეტყობინებაში აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით, მაგ. cookie-ფაილების პარამეტრების ბმულზე გადასვლით (რომელიც განთავსებულია გვერდის ზედა კუთხეში) ან თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით, ისე რომ  არ მოხდეს cookie-ფაილების დაყენება თქვენს კომპიუტერზე ან მობილურზე. 

ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია

ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ტექნოლოგიები იმისათვის, რომ განვსაზღვროთ წაიკითხეთ, გახსენით ან გადაამისამართეთ თუ არა ჩვენს მიერ გამოგზავილი გარკვეული ელექტრონული შეტყობინება. ამ სახით ჩვენ შეგვიძლია უფრო საინტერესო და სასარგებლო გავხადოთ ჩვენი კომუნიკაცია. თუ თქვენ არ გსურთ რომ ჩვენ მივიღოთ დასტური იმის შესახებ, წაიკითხეთ, გახსენით ან გადაამისამართეთ თუ არა, მაშინ თქვენ მოგიწევთ გააუქმოთ ხელმოწერა, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ელექტრონული შეტყობინებების გამოგზავნა აღნიშნული მექანიზმის გამოყენების გარეშე. დარეგისტრირებულ პირებს შეუძლიათ განაახლონ კომუნიკაცია ნებისმიერ დროს ჩვენთან დაკავშირებით. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გააუქმოთ ხელმოწერა იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც გამოგიზავნით ელექტრონული ფოსტით.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი შეხედულებისამებრ პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები შეტყობინებაში cookie-ფაილების გამოყენების შესახებ. აღნიშნული გვერდის დასაწყისში მოხდება რედაქტირების თარიღის მითითება. განახლებული cookie-ფაილების შეტყობინება ძალაში შევა ამ ცვლილებების განხორციელების თარიღიდან.

გირჩევთ პერიოდულად შეამოწმოთ cookie შეტყობინება, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ cookie-ფაილებს.