კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის დებულება

ბოლო გადახედვის თარიღი: აპრილი 2014

შესავალი

Deloitte.com აერთიანებს საერთაშორისო, ადგილობრივ, რეგიონალურ ან სპეციალიზირებულ ვებ-გვერდებს, რომელთაგან თითოეული მიეკუთვნება Deloitte Touche Tohmatsu Limited ("DTTL")-ს, მის რომელიმე წევრ ფირმას ან მასთან დაკავშირებული კომპანიას (ერთობლივად "დელოიტის ქსელს"). ამ ინდივიდუალური ვებ-გვერდების სახელები მითითებულია მარჯვენა ზედა კუთხეში თითოეულ გვერდზე.

ეს კონფიდენციალურობის დებულება (შემდგოში "კონფიდენციალურობის დებულება" ან "დებულება") ვრცელდება მხოლოდ deloitte.com-ის გარკვეულ ვებ-გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში აღნიშნული როგორც საქართველო და შემდგომში მოხსენიებული როგორც "ეს ვებ-გვერდი".

დელოიტის ქსელში შემავალი შპს  "დელოიტი და ტუში"  (შემდგომში  მოხსენიებული, როგორც "ჩვენ" ან "ჩვენი"), არის კონფიდენციალურობის დამცველი გლობალური კომპანიის წევრი.   ამ ვებ-გვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის დებულება განმარტავს, თუ როგორ ვიცავთ ჩვენ მომხმარებელთა ინფორმაციას, მოპოვებულს ამ ვებ-გვერდის საშუალებით.

ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ იძლევით თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ, როგორც ეს აღწერილია მოცემულ კონფიდენციალურობის დებულებაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დელოიტის ქსელის შემადგენლობაში შემავალი იურიდიული პირების ვებ-გვერდები, ეკუთვნის დელოიტის ქსელის სხვა ორგანიზაციებს და არ კონტროლდება ჩვენს მიერ. აღნიშნული ვებ-გვერდები და ასევე, სხვა ვებ-გვერდები, რომლებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ საიტთან, არ რეგულირდება ამ კონფიდენციალურობის დებულებით. ჩვენ  ვურჩევთ ვებ-გვერდის მომხმარებლებს, სანამ გაამჟღავნებენ ნებისმიერ პირად ინფორმაციას, გაეცნონ თითოეული ვებ-გვერდის  კონფიდენციალურობის დებულებას.

ეს კონფიდენციალურობის დებულება შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად ან დაემატოს დებულებები ვებ-გვერდის გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებით (მაგ. დასაქმება). დამატებითი ინფორმაცია დასაქმების ონლაინ პროცესთან დაკავშირებით იხილეთ კონფიდენციალურობის დებულების შესაბამის ნაწილში.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ კონფიდენციალურობის დებულებასთან მიმართებაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ საიტის სპეციალურ სამსახურს შემდეგი ლინკის გამოყენებით "დაგვიკავშირდით". 

ინფორმაციის შეგროვებ

როგორც ამ ვებ-გვერდის მომხმარებელი, თქვენ არ ხართ ვალდებული წარმოადგინოთ რაიმე სახის პირადი ინფორმაცია, რათა ისარგებლოთ ვებ-გვერდით. ეს ვებ-გვერდი ინახავს მხოლოდ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მიწოდებულია მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მონაცემებს როგორიცაა(თუმცა არ შემოიფარგლება): თქვენი სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, კომპანიის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის ნომერი.

ჩვენ ასევე შეიძლება შევინახოთ და დავამუშაოთ თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი შინაარსის ინფორმაცია, მათ შორის(თუმცა არ შემოიფარგლება): თქვენი შეტყობინებები ბლოგებზე, ფორუმებზე, ვიკიპედიისა და სხვა სოციალური მედიის განაცხადები და მომსახურებები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია წარვადგინოთ.

როგორც წესი, ჩვენ არ ვითხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას,   როგორიცაა (რასის ან ეთნიკური წარმომავლობის შესახებ, რელიგიური კუთვნილება, კრიმინალური წარსული, ფიზიკური ან ფსიქიური მდგომარეობა ან სექსუალური ორიენტაცია). საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ თქვენგან თანხმობას მსგავსი ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების შესახებ.

სისტემაში შესვლის ინფორმაცია, cookies და web beacons

ეს საიტი აგროვებს ინტერნეტში შესვლის სტანდარტულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენი IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და ენა, შესვლის დრო და იმ ვებ-გვერდების მისამართები, რომლიდანაც ხდება გადასვლა ბმულებზე. იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ საიტის გამართული მართვა და ხელი შევუწყოთ ნავიგაციის გაუმჯობესებას, ჩვენ ან ჩვენი მომსახურე პროვაიდერები ვიყენებთ cookie-ფაილებს (პატარა ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება მომხმარებლის ბრაუზერში) ან web beacon (ელექტრონული გამოსახულება, რომელიც საშუალებას აძლევს ვებ-გვერდს დაითვალოს კონკრეტულ გვერდზე შესული მომხმარებლების რაოდენობა და ქონდეს წვდომა გარკვეულ cookie-ფაილებზე) საერთო ინფორმაციის შესაგროვებლად. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ  ვიყენებთ cookie-ფაილებს და სხვა ნავიგაციურ ტექნოლოგიებს  და აგრეთვე თუ როგორ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ეს, შეგიძლიან იხილოთ სექციაში  cookie შეტყობინებაში .

ინფორმაციის გამოყენება

ამავე დროს, ამ ვებ-გვერდის მოხმარებისას შეიძლება მოთხოვნილი იქნას თქვენი პირადი ინფორმაცია, მაგალითად იმისთვის, რომ მოიპოვოთ წვდომა კონკრეტულ ინფორმაციაზე, მიიღოთ მონაწილეობა კონფერენციებში, შეავსოთ კითხვარი ან იქონიოთ კომუნიკაცია თქვენთვის საინტერესო თემებზე. ასეთ შემთხვევაში, წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს თქვენი მოთხოვნა, გაუმჯობესდეს ვებ-გვერდი და თქვენთვის შემოთავაზებული სერვისები. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია მარკეტინგული მიზნებისათვის, რათა გამოგიგზავნოთ პრომო მასალები ან ინფორმაცია დელოიტის ქსელის კომპანიების მიერ შემოთავაზებული მომსახურების შესახებ, რომელიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს. ჩვენ ასევე შეიძლება დაგიკავშირდეთ დელოიტის ქსელის კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებაზე უკუკავშირის მიღების მიზნით  ან ბაზრის და სხვა სახის კვლევის განხორციელების მიზნით.

თქვენი პირადი ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების უფლებები და ქონება და საჭიროებისამებრ თანხვედრაში ვიყოთ სამართლებრივ პროცესებთან.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ, რომ ჩვენ შევწყიტოთ თქვენთვის ელექტრონული შეტყობინების გამოგზავნა ან სხვა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რაც მოყვა ჩვენს მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის მიღებას.

მესამე მხარისთვის ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი ინფორმაცია მივაწოდოთ დელოიტის ქსელის სხვა წევრებს, რათა მათ მოგაწოდონ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა საინტერესო იყოს თქვენთვის, აგრეთვე მარკეტინგული  თუ სხვა სახის კვლევების განსახორციელებლად. თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება ასევე მიეწოდოს დელოიტის ქსელის წევრებს ან სხვა მესამე მხარეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, კორპორატიული შეთანხმების ფარგლებში, როგორიცაა: გაყიდვა, ქონების ჩამორთმევა, რეორგანიზაცია, შერწყმა ან შეძენა ან ის შემთხვევები, როდესაც ეს მხარეები აწარმოებენ ინფორმაციის გაცვლას ჩვენი სახელით.

ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება მოიცავდეს პირადი ინფორმაციის გადაცემას იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც არ მოქმედებს წესები პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ. 

პირადი ინფორმაცია შეიძლება ასევე მიეწოდოს სამართალდამცავ, მარეგულირებელ ან სხვა სამთავრობო უწყებებს, ან სხვა მესამე მხარეს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამ ვებ-გვერდზე ინფორმაციის წარმოდგენით, თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღწერილი ინფორმაციის გამჟღავნების პირობებს თქვენთან მიმართებაში.

ბლოგები, ფორუმები, საიტი Wiki და სხვა სოციალური მედია

ამ ვებ-გვერდზე შეიძლება განთავსებული იქნას სხვადასხვა ბლოგების, ფორუმების, Wiki-ს და სხვა სოციალური ქსელების ან სერვისების ლინკები(ერთად აღებული სოციალური დანართები), რომლებიც საშუალებას გაძლევთ გაუზიაროთ ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს. ნებისმიერი პერსონალური ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გააზიარებთ სოციალური დანართების მეშვეობით შეიძლება წაკითხული, შენახული და გამოყენებული იქნას სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლების მიერ, რომლებზეც ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე ან საერთოდ არ გვაქვს კონტროლი. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, თქვენს მიერ სოციალურ დანართებში წარდგებილი ინფორმაციის გამოყენების, არასწორად გამოყენების ან პერსონალური და სხვა ინფორმაციის უკანონოდ მითვისების შესახებ.

ინფორმაციაზე წვდომა

ამ ვებ-გვერდის მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ მოიპოვონ წვდომა თავისი ინფორმაციის განახლების ან კომუნიკაციის გაუქმების შესახებ, უნდა დაუკავშირდნენ საიტის მხარდაჭერის სამსახურს შემდეგი ლინკის გამოყენებით "დაგვიკავშირდით".
ყველა შემთხვევაში დავამუშავებთ მოთხოვნას, ინფორმაციის წვდომის ან რედაქტირების შესახებ, მოქმედი სამართლებლივი მოთხოვნების შესაბამისად.  

ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ გამოვიყენებთ შესაბამის ტექნოლოგიურ და ოპერაციულ უსაფრთხოების სტანდარტებს, ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დასაცავად: არასანქცირებული წვდომა, გახსნა, დამახინჯება ან განადგურება. 

კონფიდენციალურობის დებულებაში ცვლილებების შეტანა

პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები კონფიდენციალურობის დებულებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული გვერდის დასაწყისში მოხდება რედაქტირების თარიღის მითითება. განახლებული კონფიდენციალურობის დებულება ძალაში შევა ამ ცვლილებების განხორციელების თარიღიდან. ჩვენ გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ კონფიდენციალურობის დებულებას, რათა გაეცნოთ თქვენი ინფორმაციის დაცვის მეთოდოლოგიებს.

ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა

ჩვენ გვესმის ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა, ინტერაქტიულ ონლაინ სამყაროში. ეს საიტი არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ბავშვებისთვის. ჩვენ პოლიტიკა შეგნებულად არ ითვალისწინებს პირადი ინფორმაციის შეგროვებას და შენახვას არასრულწლოვან პირებზე.

სტუმრის შეკითხვები

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის შეკითხვა თქვენი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ, ამ ვებ-გვერდის გამოყენებისას, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის მხარდაჭერის სამსახურს შემდეგი ლინკის გამოყენებით "დაგვიკავშირდით"