სტატია

დელოიტის საქართველოს
ოფისი

მომავლის რწმენა 

დელოიტის საქართველოს ოფისი მიეკუთვნება დელოიტ დსთ-ს, რომელმაც თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ინოვაციური პროგრამების განხორციელებით ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებლის რეპუტაცია მოიპოვა. კომპანია, მისი შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს მისი კლიენტებისა და თანამშრომლების წარმატებას.

ჩვენ შესახებ

ვინ ვართ და რას ვსაქმიანობთ

დელოიტის საქართველოს ოფისი დელოიტ დსთ-ს ჰოლდინგის ნაწილია. დელოიტ დსთ ჰოლდინგი კი DTTL-ის წევრ ფირმას წარმოადგენს. დელოიტის საქართველოს ოფისი არის დელოიტის ქსელის ნაწილი, რომელიც გთავაზობთ აღნიშნულ ვებ-გვერდს. ჩვენ ვთავაზობთ აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო და ფინანსურ მომსახურებას საჯარო და კერძო სექტორის კლიენტებს მრავალ ინდუსტრიულ დარგში. დელოიტის ოფისები განლაგებულია დსთ-ს რეგიონის 9 ქვეყანაში, საქართველოსა და უკრაინაში, და 3300 თანამშრომელს ითვლის.

დელოიტ დსთ-ს ოფისები წარმოდგენილია რუსეთში (მოსკოვი, სანკტ პეტერსბურგი, უფა, ეკატერინბურგი და სამხრეთ-სახალინსკი), უკრაინაში (კიევი), ბელორუსიაში (მინსკი), საქართველოში (თბილისი), სომხეთში (ერევანი), აზერბაიჯანში (ბაქო), ყაზახეთში (აკტაუ, ალმაატა, ასტანა, ატირაუ), ყირგიზეთში (ბიშკეკი), უზბეკეთში (ტაშკენტი), ტაჯიკეთში (დუშანბე) და თურქმენეთში (აშხაბადი).

წევრი ფირმების გლობალური ქსელის მეშვეობით 150-ზე მეტ ქვეყანაში, დელოიტი კლიენტებს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ექსპერტიზით.  

დელოიტი საქართველოში პროექტებს 1995 წლიდან ახორციელებს,  ოფიციალური ოფისი კი აქ 2001 წელს გაიხსნა. საქართველოში კომპანია კლიენტებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა, კონსულტაცია (მოიცავს IT-ს), ფინანსური კონსულტაცია, საგადასახადო და იურიდიული მომსახურება, პროექტის განხორციელება. კომპანიის ნიჭიერი და კვალიფიციური თანამშრომლები, რომელთაც ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ, თითოეულ ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას გთავაზობენ.

კომპანიის მიზანი და სტრატეგია გულისხმობს საქართველოში საუკეთესო პროფესიული მომსახურების კომპანიის შექმნას, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს მომსახურების სრულ სპექტრს შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული პროფესიონალების მჭიდრო თანამშრომლობა მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სწორ ბალანსს უზრუნველჰყოფს. ქართულ ბაზარზე განხორციელებული პროექტებით დელოიტი და დელოიტ ქონსალთინგის უცხოური პროექტების გუნდები, ბაზარზე არსებულ 4 დიდ ფირმას შორის, ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი.

ჩვენი გუნდი მზადაა ითანამშრომლოს წამყვან ორგანიზაციებთან და შესთავაზოს მათ ახლებური ხედვა, ენერგია და მოტივაცია წარმატებისათვის. ეს ნიშნავს, რომ  ჩვენთვის პრიორიტეტს კლიენტები და მათთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის მომსახურება წარმოადგენს.   

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?