deloitte legal terms

გამოყენების წესები

გამოყენების პირობები

ბოლო განახლება: აპრილი 2014

Deloitte.com აერთიანებს საერთაშორისო, რეგიონალურ ან სპეციალიზირებულ ვებ-გვერდებს. ნებისმიერი ასეთი ინდივიდუალური ვებ-გვერდი, Deloitte.com-ით სარგებლობისას, განკუთვნილია ზედა მარჯვენა კუთხეში მითითებული "ადგილმდებარეობისთვის".

აღნიშნული გამოყენების პირობები (შემდგომში-გამოყენების პირობები ან პირობები) ვრცელდება იმ კონკრეტულ საერთაშორისო, რეგიონალურ ან სპეციალიზირებულ ვებ-გვერდზე, რომელსაც თქვენ ათვალიერებდით Deloitte.com-ზე, სანამ გადახვიდოდით ამ გამოყენების პირიბების ნახვაზე. ასეთი ინდივიდუალური ვებ-გვერდი, გამოყენების პირობებში მოიხსენება, როგორც "ეს ვებ-გვერდი".

ამ ვებ-გვერდით სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით მოცემულ გამოყენების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით მოცემულ გამოყენების პირობებს, მაშინ თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ისარგებლოთ ამ ვებ-გვერდით და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მისი მოხმარება.

"დელოიტის ქსელი" გულისხმობს დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედს ("DTTL"), DTTL-ის წევრ ფირმებსა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციებს. Deloitte.com აერთიანებს საერთაშორისო, რეგიონალურ და სხვა ვებ-გვერდებს (მითითებულია გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში), რომელთაგან თითოეული მიეკუთვნება დელოიტის ქსელში შემავალ კონკრეტულ იურიდიულ პირს.

შპს დელოიტი და ტუში, DTTL-ის წევრი ფირმა საქართველოში, არის დელოიტის ქსელის შემადგენელობაში მყოფი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამ ვებ-გვერდს და გამოყენების პირობებში მოიხსენება, როგორც "ჩვენ" ან "ჩვენი". მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოყენების პირობების ზოგიერთ დებულებაში შეიძლება მოხსენიებული იყოს დელოიტის ქსელის სხვა კომპანიები, ეს გამოყენების პირობები გვეხება მხოლოდ  "ჩვენ" და "თქვენ" და არა რომელიმე სხვა პირებს. 

საიტის ინფორმაციის გამოყენება; გამოყენების შეზღუდვები; კონფიდენციალურობის დებულება

თუ სხვა რამ არ არის მითითებული გამოყენების პირობებში და იმ პირობით, რომ თქვენ ასრულებთ გამოყენების პირობებში მოცემულ ყველა ვალდებულებას, თქვენ გაქვთ უფლება დაათვალიეროთ, გადაიტანოთ, ამობეჭდოთ და გაავრცელოთ (მაგრამ არ შეცვალოთ) ამ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და აგრეთვე იმ პირობით, რომ (1) ასეთი გამოყენება არის მხოლოდ საინფორმაციო, არაკომერციული მიზნებით განპირობებული და (2) ინფორმაციის ნებისმიერი გადატანისას დაცული იქნება, საავტორო უფლებები, მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო ნიშნები და  გამოყენების პირობებთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.

თქვენ არ გაქვთ უფლება გააკეთოთ ასლი ან გამოიყენოთ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, დაპატენტებული პროცესები ან ტექნოლოგიები, რომლებიც დატანილია ან აღწერილია ამ ვებ-გვერდზე.

ამ ვებ-გვერდის წვდომისა და გამოყენებისას, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ყველა მოქმედ კანონმდებლობას.

თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და მონაცემები ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად და Cookie შეტყობინების  თანახმად, რომლებიც შედის გამოყენების პირობებში ბმულების მეშვეობით. ამით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებას და Cookie-ფაილების შეტყობინებას, და ასევე თქვენზე დაკისრებულ ნებისმიერ ვალდებულებას. 

უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე; აკრძალვა დელოიტის სახელების ან ლოგოს გამოყენებაზე

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, მოცემული ვებ-გვერდის შინაარსი მოწოდებულია ჩვენს მიერ ან დელოიტის ქსელის წევრი სხვა კომპანიის მიერ. 

ეს ვებ გვერდი და მისი შინაარსი დაცულია საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნითა და შეერთეებული შტატებისა და/ან სხვა ქვეყნების კანონებით. ყველა უფლება, რომელიც პირდაპირ არ არის განცხადებული ამ გამოყენების პირობებში, გვეკუთვნის ჩვენ ან ჩვენ ლიცენზიარს.

“Deloitte”, “Touche”, “Tohmatsu”, “Deloitte Touche Tohmatsu”, “Deloitte & Touche”, დელოიტის ლოგო და ზემოაღნიშნული სავაჭრო ნიშნების ვარიანტები ადგილობრივ ენაზე  და გარკვეული სასაქონლო ნიშნები, რომლებიც გამოჩნდება ამ ვებ-გვერდზე (შემდგომში „დელოიტის ნიშნები“), არის დელოიტის ქსელის  წევრი კომპანიების სავაჭრო ნიშნები ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები. თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ დელოიტის სავაჭრო ნიშნები ცალკე ან სხვა სიტყვებთან კომბინაციაში ან ნებისმიერი სახის პრეს-რელიზში, რეკლამასა ან სხვა პრომო ან მარკეტინგის მასალებში ან მედიაში, იქნება ეს წერილობითი, ზეპირი, ელექტრონული, ვიზუალური ან რაიმე სხვა ფორმით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც პირდაპირ მითითებულია ამ გამოყენების პირობებში, ან როდესაც ეს ნებადართულია წერილობით სავაჭრო ნიშნის მფლობელის მიერ.

მითითებები სხვა მხარეების სავაჭრო ნიშნებზე, ამ ვებ-გვერდზე მოცემულია მხოლოდ იდენტიფიკაციის მიზნებისთვის და მათი არსებობა არანაირად არ მიუთითებს იმაზე, რომ მათ შეიძლება გავლენა იქონიონ ამ ვებ-გვერდის მუშაობაზე ან მასზე არსებულ ინფორმაციაზე. ეს გამოყენების პირობები თქვენ არ გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ სხვა მხარეების სავაჭრო ნიშნები.

პასუხისმგებლობის მოხსნა და შეზღუდვა

ეს ვებ-გვერდი (მათ შორის შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ინფორმაცია ან მისი ნაწილი) მოიცავს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას. ამ ვებ-გვერდის მეშვეობით ჩვენ არ გიწევთ პროფესიულ რჩევებს ან მომსახურებას. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების ან რაიმე ქმედების განხორციელების წინ, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ფინანსებზე ან ბიზნესზე, მიმართეთ კვალიფიცირებულ პროფესიონალ მრჩეველს.

ეს ვებ-გვერდი წარმოდგენილია როგორც არის, და ჩვენ არ გამოვხატავთ ნაგულისხმევ წარმოდგენებსა და გარანტიებს. ზემოაღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ეს საიტი იქნება დაცული ცდომილებების, ვირუსებისა ან ბოროტი განზრახვის მქონე კოდებისგან, ან უპასუხებს რომელიმე ეფექტურობის ან ხარისხის სპეციფიკურ მოთხოვნებს. ჩვენ უარს ვაცხადებთ ნაგულისხმევ გარანტიებზე, მათ შორის შეზღუდვების გარეშე: კომერციული გარანტიების, სახელწოდების, კონკრეტულ მიზნებთან შესაბამისობის, კანონმდებლობის დაცვის, თავსებადობის, უსაფრთხოების და სიზუსტის.

თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდის გამოყენება თქვენი რისკის ფაქტორს წარმოადგენს და თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ვებ-გვერდის გამოყენებით მიღებულ ზარალზე, მათ შორის იქნება ეს მომსახურება თუ მონაცემები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არანაირი ზარალის ანაზღაურებაზე იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი, სპეციფიკური, შემთხვევითი, შედეგობრივი თუ საჯარიმო ხასიათის ზარალი ან ნებისმიერი სხვა დაკავშირებული ან წარმოშობილი ზარალი, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების, საკანონმდებლო აქტის, დელიკტის (მათ შორის შეზღუდვის გარეშე, დაუდევრობა), რომელიც დაკავშირებულია ამ საიტის გამოყენებასთან იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ ვიცოდით ან უნდა გვცოდნოდა ასეთი შესაძლო ზარალის შესახებ.

ვებ-გვერდზე არსებულმა ლინკებმა შესაძლოა გადაგვიყვანოთ მესამე მხარის ვებ-გვერდებსა თუ სხვა რესურსებზე, რომლებზეც ჩვენ არ ვახორციელებთ კონტროლს. ასეთ რესურსებს შესაძლოა მართავდნენ დელოიტის ქსელის სხვა წევრები ან მათი პერსონალი ინდივიდუალურად. აღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, ჩვენ არ გამოვხატავთ ნაგულისხმევ წარმოდგენებსა თუ გარანტიებს ასეთ ვებ-გვერდებთან და რესურსებთან დაკავშირებით. ლინკები ასეთ ვებ-გვერდებსა და რესურსებზე არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მათზე ან მათზე მოცემულ შინაართან დაკავშირებით.

ზემოთ მოცემული პასუხისმგებლობის მოხსნა და შეზღუდვა ეხება დელოიტის ქსელის ქვეშ გაერთიანებულ თითოეულ კომპანიასა და ჩვენ და მათ პერსონალს.

ზემოთ მოცემული პასუხისმგებლობის მოხსნა და შეზღუდვა გამოიყენება კანონით დაშვებული სრული სიმკაცრით ხელშეკრულების, საკანონმდებლო აქტის, დელიკტის (მათ შორის შეზღუდვის გარეშე, დაუდევრობა) მიხედვით.

დამატებითი პირობები

იმ შემთხვევაში თუ ამ გამოყენების პირობების ერთი ან რამოდენიმე დებულება აღიარებული იქნება ბათილად ან არ ექნება იურიდიული ძალა რომელიმე იურისდიქციაში, მაშინ (1) იმ იურისდიქციაში იგი ხელახლა უნდა განიმარტოს მაქსიმალური ეფექტურობით იმისათვის, რომ მისი განხორციელება რაც შეიძლება დიდი სიზუსტით მოხდეს, ხოლო ამ გამოყენების პირობების დანარჩენმა ნაწილმა უნდა შეინარჩუნოს სრული იურიდიული ძალა და (2) ყოველ სხვა იურისდიქციაში, ყველა ამ გამოყენების პირობებმა უნდა შეინარჩუნოს სრული იურიდიული ძალა.

ჩვენ შეგვიძლია ცვლილებები შევიტანოთ მოცემულ გამოყენების პირობებში ნებისმიერ დროს ჩვენი შეხედულებისამებრ. განახლებული გამოყენების პირობები განთავსდება გამოყენების პირობების ბმულზე (ანუ ამ ვებ-გვერდზე, რომელსაც თქვენ ამჟამად ათვალიერებთ) ან სხვაგან ამ ვებ-გვერდზე. მსგავსი განახლებები ძალაში შევა განთავსებისთანავე, თუ სხვა რამ არ არის მითითებული ჩვენს მიერ. თქვენი პასუხისმგებლობაა, თვალყური ადევნოთ ინფორმაციას განახლებული გამოყენების პირობების შესახებ, ვებ-გვერდის შემოწმების მეშვეობით. თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდით სარგებლობა ამ გამოყენების პირობების ცვლილებების შემდეგ, ნიშნავს რომ თქვენ ეთანხმებით გამოყენების პირობების ახალ ვერსიას.