WorldClass Initiative

მეტი ჩვენს შესახებ

WorldClass პროგრამა

მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში არ შეუძლია თავისი პოტენციალის სრულად განხორციელება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში. დელოიტში, ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია უდიდესი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენი პროფესიონალების დახმარებით. ისინი იყენებენ საკუთარ გამოცდილებასა და უნარებს, რათა დაეხმარონ სხვა ადამიანებს სამუშაო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, განათლების დონის ამაღლებასა და ახალი ეკონომიკის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.

WorldClass პროგრამის ფარგლებში დელოიტი გეგმავს 100 მილიონი ადამიანის მხარდაჭერას 2030 წლისთვის. თუ ჩვენ გავერთიანდებით საერთო მიზნის გარშემო, ჩვენ შევძლებთ საკუთარი ძალებისა და რესურსების მობილიზებას განსაკუთრებით მნიშვნელოვან სფეროებზე და არსებითი წვლილის შეტანას ამ ადამიანების განვითარების საქმეში.

დელოიტ დსთ აცნობიერებს საერთაშორისო ინიციატივის - WorldClass - მნიშვნელობას და თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა გააუმჯობესოს 1 მილიონი ადამიანის ცხოვრება 2030 წლისთვის საგანმანათლებლო ტრენინგების, მენტორობის და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

WorldClass პროგრამის დახმარებით, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განვახორციელოთ ჩვენი კომპანიის მთავარი მისია - საზოგადოებისთვის არსებითი შედეგების მიღწევა - მოსახლეობის დაუცველი ფენების შესაძლებლობების გაფართოების გზით.

WorldClass პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან, მათ შორის:

  • დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანები
    (დაბალი შემოსავლის მქონე ან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი);
  • ქალები და გოგონები;
  • ფსიქიკური ან ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • ბავშვები და მოზარდები;
  • უმუშევრები.

ჩვენ ვუზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას მოსახლეობის დაუცველ ფენებს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ სკოლებთან,
უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით დსთ-ს რეგიონში, უკრაინასა და საქართველოში.

Deloitte CIS WorldClass strategy

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?