crs-leaves

პერსპექტივები

კორპორატიული პასუხისმგებლობა და მდგრადობა

დელოიტის მიდგომა

დელოიტის ქსელისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცვლილებების მართვა და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობა. მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინოვაციური თანამშრომლობის გზით, ჩვენ სევიმუშავებთ და ვახორციელებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საზოგადოების მომავალ კეთილდღეობას განაპირობებს.

DTTL-ის გლობალური კორპორატიული პასუხისმგებლობის პოლიტიკა

დელოიტის წევრ კომპანიებს  საჯარო პოლიტიკის, ბიზნესისა და საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანურ ღირსებას და ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობები ჩართულობისა და კულტურული მრავალფეროვნების მეშვეობით გავაფართოვოთ. ჩვენ ხელს ვუწყობთ ეთიკის, განათლებისა და კულტურის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, ასევე მხარს ვუჭერთ ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებასა და გარემოს დაცვას.

ჩვენი ეს მიდგომა შემდეგი ქმედებებით გამოიხატება:

  • ინვესტიცია ადამიანურ რესურსებში
  • კონსულტაცია და მომსახურება, რომელსაც ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ
  • ეკოლოგიურად მდგრადი ოპერაციები
  • ადგილობრივი თემებისა და ფართო საზოგადოების ერთგულება
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?